ზებრა გალიიდან პატრონს აუჯანყდა – სააკაშვილი ღარიბაშვილ-ივანიშვილზე

„ღარიბაშვილმა გადაწყვიტა ივანიშვილის მსუბუქი შანტაჟი, მას შემდეგ რაც მისმა ახლო ნათესავმა რამდენიმე დღის წინ „თავი მოიკლა…“ – ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

ის ამტკიცებს, რომ „ოცნება“ „მაფიოზური ბანდაა“, რომელიც ხელისუფლებაში რიტუალური მკვლელობით მოვიდა, შემდეგ კი სისტემატურად კლავდა და აწამებდა მოწინააღმდეგეებს, ფულით ერევა პოლიტიკაში და ახლა საკუთარ ყოფილ თანაგუნდელებსაც ფულის დაბრუნების მოთხოვნით ციხეში ყრის.

„ნახეთ რა მომხდარა – ზებრა გალიიდან პატრონს აუჯანყდა და იქიდან მიაფურთხა. ხოდა ახლა პატრონი ფიქრობს როგორ დააშოშმინოს ზოოპარკის ურჩი მაცხოვრებელი. ასეთია მთავარი ქურდი ივანიშვილის და მისი ყოფილი განაბის, ღარიბაშვილის ისტორია.

ეს ბანდა ხელისუფლებაში მოვიდა 8 თვის ბავშვის რიტუალური მკვლელობით. მოსვლის შემდეგ ერთმანეთის მიყოლებით დახოცეს კოდორის სპეცოპერაციის მონაწილე სპეცრაზმელები. ბოტასების ქურდი მთავარ პროკურორად დანიშნეს. უდანაშაულო ხალხი ციხეში ჩაყარეს და ნამდვილი დამნაშავეები გამოუშვეს.

2017 წელს „რუსთავი 2“-ის დამფუძნებელმა, ეროსი კიწმარიშვილმა პრეტენზია გამოთქვა არხზე, რომლის მფლობელობაზე მაშინ დავა მიდიოდა სტრასბურგში. ეროსის საქმეში შესვლას შეეძლო თავდაყირა დაეყენებინა ყველაფერი. მან არ შეისმინა გაფრთხილება გაჩუმებულიყო, რის შემდეგ საკუთარ გარაჟში მოკლული იპოვეს. თვითმკვლელობა დააბრალეს, ხოლო გარაჟის სათვალთვალო კამერები შეტრიალებული აღმოჩნდა. ეროსის ძმა აყვირდა, მაგრამ მოისყიდეს და გააჩუმეს. შემდეგ მაფიამ გადაინაცვლა ქოლცენტრებში, სადაც მათ თანამშრომელი თამარ ბაჩალეიშვილი აუჯანყდა, ის მოკლეს და მკვლელობის ფაქტი დამალეს.

ამავე დროს ფართოდ განვითარდა პოლიტიკური კორუფცია. ენმ-ს ზედიზედ 3 ჯგუფი გამოეყო მიზეზების დასახელების გარეშე და როგორც ახლა ყველამ იცის, ამაში გადახდილი იყო დიდი ფული.

უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, ბანდამ ბოლომდე აიწყვიტა. ომის დაწყებიდან ერთ თვეში მე მომწამლეს ციხეში (აქაოდა ამისთვის ახლა არავის სცალიაო) შემდეგ დაიჭირეს ბიზნესმენი გიორგი ჩიკვაიძე, რომელმაც საჯაროდ ამხილა ივანიშვილი FSB-ს გენერალთან თანამშრომლობაში. ჩიკვაიძე ჯერ დაიჭირეს და შემდეგ ციხეში მოწამლეს და მას შემდეგ ხმას აღარ იღებს.

ცალკე არის განსახილველი გიორგი ბაჩიაშვილის ისტორია. საქმე აღუძრეს ივანიშვილისთვის, მისი ყოფილი პარტნიორისთვის ფულის გადახდის მოთხოვნით. ის გაიქცა ემირატებში. ივანიშვილმა ემირატების მთავრობის წარმომადგენლებს გადაუხადა დიდი ფული. ბაჩიაშვილი მოიტაცეს, ციხეში ჩასვეს, სადაც ცემეს, ცემის შემდეგ ციხის უფროსი შეუგზავნეს ფულის დაბრუნების მოთხოვნით. ბაჩიაშვილი ისევ უარზე იყო, მაშინ მთელს მის ოჯახს დაუყადაღეს ქონება. მშობლები გააქციეს უცხოეთში, ხოლო ციხის უფროსი დღისით მზისით მოკლეს (რა თქმა უნდა აქაც თვითმკვლელობა დააბრალეს) და მხოლოდ ამის შემდეგ დათანხმდა ბაჩიაშვილი 600 მილიონი დოლარის ივანიშვილისთვის „დაბრუნებას“, რის შემდეგაც ვითომ არაფერი, ყველა საქმე შეწყვიტეს და ბაჩიაშვილი გაუშვეს. პარალელურად ხდება რამდენიმე სუსის და პოლიციის თანამშრომლის „თვითმკვლელობა“ უკიდურესად საეჭვო ვითარებაში.

შემდეგ ივანიშვილმა გადაწყვიტა რომ მარტო ბაჩიაშვილმა კი არა, ლილუაშვილმა (რომელიც ჩემი მოწამვლის ორგანიზატორი იყო) და ღარიბაშვილმაც მოჰპარეს ფული. ისინი ჩასვეს და უთხრეს, რომ სანამ „მაყუთს“ არ ჩამოიტანენ, ციხეში დალპებიან.

ამავე დროს, გრძელდება პოლიტიკაში ფულით ჩარევა. საბანკო მაფიის თვალსაჩინო წარმომადგენლების, გილაურების ხელით ფული მისცეს პოლიტიკოსებს ნაცმოძრაობის დასაშლელად და ახალი პოლიტ-ძალის შესაქმნელად. „არჩევნების“ შემდეგ იგივე გილაურმა მოსთხოვა ამ ცალკეულ პოლიტიკოსებს გაყალბების აღიარება და პარლამენტში შესვლა, რაზეც ეს უკანასკნელები პოლიტიკური გაფარჩაკების შიშით არ დათანხმდნენ. ივანიშვილმა მაფიოზურად ჩათვალა, რომ ის გადააგდეს და ყველა დაიჭირა. კარგი გაკვეთილია, თუ რამდენად საშიშია მაფიისგან ფულის აღება.

იყო საკუთარი ბანდის წევრებიდან ფულის ამოღებები, ბევრის შესახებ ინფორმაცია არ გვაქვს, მაგრამ რიჟვაძის „თვითმკვლელობის მცდელობაზე“ მისი დაკაჩავების დროს, ყველამ იცის. კრიმინალური სინდიკატი მოქმედებს შაბლონურად.

ხოდა, აი ახლა მინდა ვუთხრა მათ, ვისაც უკვე ხელი აქვს კლავიატურაზე – „კი მაგრამ არ იცოდი ვის უგდებდი ქვეყანას ხელშიო?“

ძალიან კარგად ვიცოდი და ხმის ჩახლეჩამდე გაფრთხილებდით. მაინც ვერ დაგარწმუნეთ, რისთვისაც ბოდიშს გიხდით, მაგრამ რადგან ვერ დაგარწმუნეთ ერთადერთი გზა რჩებოდა -დიქტატურის დამყარება და მომიტევეთ, მაგრამ მე არ ვარ დიქტატორული მასალისგან გაკეთებული და მიუხედავად ყველაფრისა რაც თავს დამატყდა, ღრმად მჯერა დემოკრატიის და თავისუფლების.

რაც შეეხება არარაობა ღარიბაშვილს, ეგ არ ამბობდა თუ სააკაშვილი არ გაჩერდება ახალ სასჯელებს დავუმატებთო. ახლა იგივე შემოუთვალა პატრონა მას და მანაც უცებ აღმოაჩინა რომ ივანიშვილი „ბოროტი“, „სასტიკი“ და „მჩაგვრელი” ყოფილა. კარმა ოხერი რამაა.

ღარიბაშვილმა გადაწყვიტა ივანიშვილის მსუბუქი შანტაჟი, მას შემდეგ რაც მისმა ახლო ნათესავმა რამდენიმე დღის წინ „თავი მოიკლა“ (ივანიშვილის საქართველო რეკორდსმენია თვითმკვლელობების რიცხვით) და ამან ღარიბაშვილი პანიკაში ჩააგდო, მაგრამ ღარიბაშვილი, როგორც ყველა ბობოლა ქოცი, ლაჩარია. ასე რომ ჩვეულებრივად ალოკავს თავის გადაფურთხებულს უახლოეს დროში“ – წერს მიხეილ სააკაშვილი.

პოპულარული

თბილისის სააპელაციო სასამართლომ გიორგი კირვალიძის საპროცესო შეთანხმება გააუქმა

თბილისის სააპელაციო სასამართლომ გააუქმა გიორგი კირვალიძის საპროცესო შეთანხმება. საქმე...

პენტაგონმა აშშ-ის შეიარაღებული ძალების შტაბების 50-მდე თანამშრომელი პოლიგრაფზე შეამოწმა

აშშ-ის შეიარაღებული ძალების შტაბების უფროსთა გაერთიანებული კომიტეტის დაახლოებით 50...

აშშ-ში შესაძლოა რუსეთის წინააღმდეგ „ჯოჯოხეთური“ სანქციები გადადონ

აშშ-ის კონგრესში რუსეთის წინააღმდეგ ე.წ. „ჯოჯოხეთურ“ სანქციებს მხარს უჭერენ,...

კობახიძე-მდინარაძის მმართველობისას მომხდარი თვითმკვლელობები პასუხგაუცემელია… – ღარიბაშვილის წერილი ციხიდან

ყოფილი პრემიერი, ირაკლი ღარიბაშვილი ციხიდან მორიგ განცხადებას ავრცელებს, სადაც...

პოლიცია მუქარისა და იარაღის უკანონო ტარების მუხლებით, თამაზ ელიზბარაშვილის მანქანას ჩხრეკს

პოლიციამ დღეს, 1 სექტემბერს, ლისის ტბასთან, ბიზნესმენისა და ძაღლების...

ნიუ-იორკის თაიმს-სქვერზე დანით თავდასხმას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, თავდამსხმელი პოლიციამ მოკლა

ორი სამზარეულოს დანით შეიარაღებულმა ქალმა ნიუ-იორკის თაიმს-სქვერზე ერთი ადამიანი...

ყველა ამბავი

კრემლში პუტინთან მოლაპარაკებების შემდეგ ტრამპის სპეციალური წარმომადგენლები კიევში ზელენსკის შეხვდნენ

აშშ-ის პრეზიდენტის წარმომადგენლების, სტივ უიტკოფისა და ჯარედ კუშნერის მოლაპარაკებები კიევში დასრულდა. შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე მხარეებმა დეტალებზე ძალიან მწირი...

FT: ტრამპის მოწონების რეიტინგი რეკორდულად დაბალ ნიშნულამდე დაეცა

აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მოწონების რეიტინგი რეკორდულად დაბალ ნიშნულამდე დაეცა. ამას Focaldata-სა და Financial Times-ის (FT) მიერ ჩატარებული გამოკითხვის...

ბათუმში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი უცხო ქვეყნის მოქალაქე ქალი დააკავეს.დაკავებული, საბერძნეთის სამართალდამცავი ორგანოების...

ნატომ პირველად ჩაატარა სამხედრო წვრთნები აშშ-ის მონაწილეობის გარეშე

ნატოს ქვეყნებმა ალიანსის ისტორიაში პირველად ჩაატარეს სამხედრო წვრთნები აშშ-ის მონაწილეობის გარეშე, — ამის შესახებ Politico-მ შაბათს, 5 სექტემბერს, დაწერა....

ნიღბიანმა ანტიმიგრანტმა დემონსტრანტებმა ბრიტანეთში დოვერის ტერმინალი გადაკეტეს

შაბათს ინგლისის ქალაქ დოვერში ასობით ნიღბიანმა ადამიანმა ანტიმიგრაციული აქციის ფარგლებში მოძრაობა გადაკეტა, რის გამოც საფრანგეთსა და დიდ ბრიტანეთს შორის...

ახალდაბის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევას მოზარდი ემსხვერპლა

ახალდაბის გზაზე მოზარდს მანქანა დაეჯახა, რის შედეგადაც მოზარდი გარდაიცვალა.შსს–ს ინფორმაცით, ავტომობილის მძღოლი არაფხიზელ მდგომარეობაში იყო და ის უკვე დაკავებულია.მოზარდი ...

ვულკანის ამოფრქვევის გამო ინდონეზიის მთავარ საერთაშორისო აეროპორტში ასობით რეისი დროებით შეჩერდა

ვულკანის ამოფრქვევის გამო ინდონეზიის მთავარ საერთაშორისო აეროპორტში ასობით რეისი დროებით შეჩერდა. ჯაკარტის სუკარნო-ჰატას აეროპორტში ათიათასობით მგზავრი აღმოჩნდა ჩარჩენილი.ადგილობრივი ხელისუფლების...

რა არის „სლიფმაქსინგი“ და როგორ შეიძლება იდეალური ძილისკენ სწრაფვამ დაძინებაში ხელი შეგიშალოთ

ძილის ხარისხის შეფასებები, მაგნიუმი, თეთრი ხმაურის ჩანაწერები — ის, რაც ოდესღაც უბრალოდ დაძინება იყო, დღეს რეკომენდაციებისა და ტექნოლოგიების ნამდვილ...

პენტაგონმა აშშ-ის შეიარაღებული ძალების შტაბების 50-მდე თანამშრომელი პოლიგრაფზე შეამოწმა

აშშ-ის შეიარაღებული ძალების შტაბების უფროსთა გაერთიანებული კომიტეტის დაახლოებით 50 თანამშრომელს იძულებითი პოლიგრაფის ტესტი ჩაუტარდა. მიზეზი მედიაში საიდუმლო ინფორმაციის გაჟონვა...

„მიაქვთ წინადადება, როგორ დასრულდეს ომი“ – უიტკოფი და კუშნერი მოსკოვში

აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლები სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი შაბათს მოსკოვში ჩავიდნენ, სადაც ვლადიმირ პუტინს უნდა შეხვდნენ. დონალდ ტრამპის...

„პუტინის სულიერი მოძღვრის“ საქმეზე ბრალდებულებს ახალი მუხლები დაუმატეს

ФСБ-მ მიტროპოლიტ ტიხონზე სავარაუდოდ დაგეგმილი თავდასხმის საქმეზე ბრალდებები გააფართოვა. ტერაქტის მომზადების გარდა, საქმის ფიგურანტებს ახლა სახელმწიფო ღალატს, მოწინააღმდეგის დახმარებასა...

დივერსიების ტალღა თუ შემთხვევითობების ჯაჭვი – ევროპაში საეჭვო ინციდენტები გახშირდა

ლაიფციგის აეროპორტში მომხდარი ინციდენტი, სადაც ზუსტად ერთი თვის წინ ასაფეთქებელი ნივთიერებით დატვირთული უპილოტო საფრენი აპარატი აღმოაჩინეს, პირველი შემთხვევა გახდა,...