გვარამია: ციხე ყოვლისმომცველ ინდულგენციად ვერ გამოდგება… ტალახში გორიალი სააკაშვილის არჩევანია

spot_imgspot_img

ციხე ყოვლისმომცველ ინდულგენციად ვერ გამოდგება… ტალახში გორიალი სააკაშვილის არჩევანია – ამის შესახებ სოციალურ ქსელში ნიკა გვარამია წერს, რომელიც მიხეილ სააკაშვილის 18 აგვისტოს ვრცელ პოსტს ეხმაურება.

„შეამჩნევდით, რომ პრაქტიკულად არ ვპასუხობ პოლიტპატიმარ სააკაშვილს და თუ ვპასუხობ, ისიც ციხეში მყოფი ჩემი მეგობრების ან პარტიის წევრების დაბულინგების გამო. არც ერთხელ პირადად ჩემზე თავდასხმას არ გამოვხმაურებივარ, არც ერთხელ. მაგრამ ყველაფერს აქვს საზღვარი, მათ შორის, უსინდისობასაც, უპასუხისმგებლობასაც და თავხედობასაც.

„ამ უბედურებაში და დავიდარაბაში,
⭕️ როცა ქვეყნის გაყიდვის რეალობის წინაშე ვართ,
⭕️ როცა ახალ გეორგიევსკის ტრაქტატს გვიმზადებენ, ხოლო ძველი ისტორიის ოქროს ფურცლად გამოგვიცხადეს,
⭕️ როცა აფხაზეთის საკითხი საზოგადოების ყურადღების ცენტრშია მოქცეული და აშკარაა, რომ რუსული სქემა თამაშდება რეჟიმის მიერ,
⭕️ როცა ქოცები ერთმანეთს დარეულები და აშკარად აჭრილები არიან,
⭕️ როცა ყველა ერთად უნდა ვემზადებოდეთ ერთიანი მძლავრი პასუხისთვის და ძალებს ვაერთიანებდეთ,
დღეს ათასი ტყუილი იკადრა სააკაშვილმა. ყველას გაყიდულები და ბიძინასთან შეთანხმებულები თუ შიშით დადუმებულები გვეძახა. ასეთებად გამოაცხადა, მაგალითად, პოლიტპატიმარი გიორგი ჩიკვაიძე, და, რა თქმა უნდა, კოალიცია ცვლილებისთვის, რომელიც ბოლო პერიოდში მისი აგრესიის მთავარი სამიზნეა, “რატომღაც”.

ტრადიციულად, ისევ გილაურების ფულზე ილაპარაკა გაიაგოხვიჩიებულმა პოლიტპატიმარმა. ოღონდ, ამჯერად დაამატა, რომ თურმე ჩვენ პარლამენტში არ შევედით, იმიტომ რომ პოლიტიკური გაფარჩაკების შეგვეშინდა. ამ დროს, პირველები ვიყავით და ტონის მიმცემები პარლამენტის მანდატებზე უარის. მოიკითხოს საკუთარ პარტიაში, რა ხდებოდა მაგ საკითხთან დაკავშირებით.

სააკაშვილის განცხადებით, იმიტომ დაგვიჭირეს მე, ნიკა, ზურა და ელენე, რომ ბიძინა გადავაგდეთ (ანუ ბიძინასთან შეთანხმება დავარღვიეთ). ჩვენ რატომ დაგვიჭირეს, ამაზე ასეთი სამარცხვინო შეფასება ჯერ არავის უკადრია, სააკაშვილმა – იკადრა. ამიტომაც იმსახურებს პასუხს. ალბათ ბევრად უარესს, მაგრამ საკუთარ თავს ვცემ პატივს და ჩემს მეგობრებს და ამით შემოვიფარგლები.

ტრადიციად დამკვიდრდა, რომ სააკაშვილის ტყუილებს და შეურაცხყოფებს პასუხს თუ გასცემ, ეგრევე ჩაგრულის მანტიით შემოსილი გამოდის მისი “მარადის მსხვერპლი” პარტია (ფეხბურთში დამარცხებული გუნდის გულშემატკივარი ყველაფერზე რომ წუწუნებს და მიზეზობს “კაცი დაგვიმტვრიესო”, დაახლოვებით ისე) და მოყვება საჯარო გოდებას და სასაცილო კონსპირაციების მოყოლას. ბაბლი კიდევ ნაპერწკლებს აკვესებს, “რა დროს ეს იყოო”. ოღონდ თავად სააკაშვილი სწორ ადგილზე ოპოზიციის გინების კორიანტელს რომ აყენებს სისტემატურად, იმას შემწყნარებლურად უნდა უყურო, თურმე. თითქოს პოლიტიკურად საწყალი და შესაბრალისი იყოს ციხის საკნიდან საკუთარი თავის უალტერნატივო ლიდერად გამომცხადებელი კაცი. არაა და არც უნდა იყოს საწყალი. მისი მმართველობის წლები, რამდენი შეცდომაც არ უნდა დაითვალონ, ჯერჯერობით საუკეთესო იყო დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში. მაგრამ არც უსინდისო ტყუილებს უნდა წერდეს, მეგობრებო, და შეგნებულად და მიზანმიმართულად აშავებდეს ყველას და ყველაფერს. არც ყველაფრის ჩამშლელი და ყველას მაგინებელი უნდა იყოს და არც მხოლოდ საკუთარ თავზე მოფიქრალი. და ციხე აქ უსასრულო გამართლებად და ყოვლისმომცველ ინდულგენციად ვერ გამოდგება. მით უმეტეს იმ ფონზე, როცა ლამის ნახევარი საქართველო ციხეში ზის, თინეიჯერიდან 70ს გადაცილებულ მსოფლიო ვარსკვლავამდე. და კიდევ უფრო მით უმეტეს, როცა ერთობა ყველაზე უფრო მნიშვნელოვანია ახლა.

სამარცხვინოა ეს ყველაფერი და ამიტომაც ვუსვამ წერტილს. ტალახში გორიალი სააკაშვილის არჩევანია და მასთან ერთად მე არ ვაპირებ ამ ჭუჭყის ზელას, სეირის მაყურებლების გართობას და ქოცების გახარებას. უპასუხისმგებლობის და არასერიოზულობის დრო მას თუ აქვს, მე ამის არც უფლებას და არც საშუალებას საკუთარ თავს არ მივცემ. მორალურ შეფასებებზე არ გადავალ: არ მიმაჩნია არც სწორად და არც საჭიროდ.

ps ვოლი კომენტარებისთვის ჩაკეტილია. არავის გინება არ შედის ჩემს ამოცანებში და არც ამ საკითხზე ვინმეს პოზიცია მაინტერესებს“ – წერს „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი ნიკა გვარამია.

spot_imgspot_img

პოპულარული

მოქალაქეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და მობილური ტელეფონები გასტაცეს – პოლიციამ ორი პირი დააკავა

თბილისში ჯგუფურად, ძალადობით ჩადენილი ძარცვის ბრალდებით ორი პირი დააკავეს,...

– პოლონეთის გადაწყვეტილება დემოგრაფიული კატასტროფის დასტურია – გეგელია

„ლელო-ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის გრიგოლ გეგელიას განცხადებით, პოლონეთის მიერ...

“სახლების აშენებისთვის ₾355 000 ჩაარიცხინეს და კომუნიკაცია შეწყვიტეს” – დააკავეს 1 პირი

თბილისში წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად...

ფარტენაძე პოლიციელის სიტყვიერი შეურაცხყოფისა და წვრილმანი ხულიგნობისთვის დავაკავეთ – შსს განცხადებას ავრცელებს

შინაგან საქმეთა სამინისტრო აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტის, კობა ფარტენაძის დაკავებასთან...

კრიზისი სოხუმში და პასუხი თბილისიდან: როგორ შევიდა ქართული საწვავი ოკუპირებულ აფხაზეთში

ირაკლი კობახიძემ დაადასტურა, რომ ოკუპიტებულ აფხაზეთში საწვავი საქართველოს ხელისუფლების...

ჩემი და ჩემი ოჯახის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობა ივანიშვილს ეკისრება – ღარიბაშვილი

ჩემი და ჩემი ოჯახის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობა ივანიშვილს ეკისრება - "ქართული...

„ტროლები“ ირაკლი კობახიძის მხარდასაჭერად

230 „ტროლი“, რომელიც ირაკლი კობახიძის განცხადებებს „ალაიქებდა“ „მითების დეტექტორმა“...
spot_img

ყველა ამბავი

ბათუმის საქალაქო სასამართლომ კობა ფარტენაძე 2000 ლარით დააჯარიმა

ბათუმის საქალაქო სასამართლომ აჭარის ტელევიზიისა და რადიოს თანამშრომელი კობა ფარტენაძე, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის საქმეზე 2000 ლარით დააჯარიმა.გადაწყვეტილება მოსამართლე ალექსანდრე გოგუაძემ...

დონალდ ტრამპმა ჰორმუზის სრუტეს „აშშ-ის ახალი ტერიტორია“ უწოდა

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გეოპოლიტიკური დაძაბულობის ახალი ტალღა გამოიწვია, როდესაც სოციალურ პლატფორმა Truth Social-ზე ჰორმუზის სრუტის რუკა გამოაქვეყნა წარწერით...

– პოლონეთის გადაწყვეტილება დემოგრაფიული კატასტროფის დასტურია – გეგელია

„ლელო-ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის გრიგოლ გეგელიას განცხადებით, პოლონეთის მიერ სამუშაოდ ჩასული საქართველოს მოქალაქეებისთვის ქვეყანაში შესვლის წესების გამკაცრება „იმ დემოგრაფიული კატასტროფის...

ზებრა გალიიდან პატრონს აუჯანყდა – სააკაშვილი ღარიბაშვილ-ივანიშვილზე

„ღარიბაშვილმა გადაწყვიტა ივანიშვილის მსუბუქი შანტაჟი, მას შემდეგ რაც მისმა ახლო ნათესავმა რამდენიმე დღის წინ „თავი მოიკლა...“ - ამის შესახებ...

პოლონეთმა საქართველოს, კოლუმბიისა და ვენესუელის მოქალაქეებისთვის სამუშაო მიზნით ქვეყანაში შესვლისა და დასაქმების წესები გაამკაცრა

პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, რადოსლავ სიკორსკის მიერ ხელმოწერილი ახალი სამართლებრივი აქტი მიზნად ისახავს უვიზო მიმოსვლის რეჟიმის არალეგალური შრომისთვის გამოყენების...

გეორგიევსკის ტრაქტატმა იმუშავა, საქართველო არ გაქრა – ვოლსკი

1783 წელს გაფორმებული გეორგიევსკის ტრაქტატის შემდეგ საქართველომ არაერთი სერიოზული დარტყმა მიიღო, ისე, რომ რუსეთს ამ ტრაქტატის პირობები არ შეუსრულებია....

საქართველოდან ოკუპირებულ აფხაზეთში გასული საწვავის 85% საოკუპაციო ძალებთან მიდის – ენმ

ენმ-ის წევრის, ბესო შენგელიას განცხადებით, ქართული მხარის მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან ოკუპირებულ აფხაზეთში გაგზავნილი საწვავის 85% საოკუპაციო ძალებთან მიდის. შენგელიას მტკიცებით, ამ...

შტუტგარტში რუსეთის სასარგებლოდ დივერსიების მომზადებისთვის განაჩენი გამოიტანეს

გერმანიის სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი გამოუტანა უკრაინის სავარაუდო მოქალაქეს, რომელსაც რუსეთის დავალებით ხანძრების მოწყობის მომზადებაში ედებოდა ბრალი. შტუტგარტის უმაღლესმა სამხარეო...

ამ უბადრუკი წერილის მიზანი დისკრედიტაციაა – ვოლსკი

აბსურდული თემაა წამოწეული. ისიც, რაც იკითხეთ, ოჯახის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით. ანუ აქ იკითხება ხაზგასმით მიზანი, რომ როგორმე დისკრედიტაცია მოხდეს სახელმწიფო...

ძალიან პრობლემური განცხადებაა.. ჩვენთვის არა, პრობლემურია თავისთვის – კობახიძე ღარიბაშვილზე

"ძალიან პრობლემური განცხადებაა, მეტ კომენტარს არ გავაკეთებ. პრობლემური ჩვენთვის არა, პრობლემურია თავისთვის. " - ქართული ოცნების პრემიერი ირაკლი კობახიძე...

უცხო ქვეყნის 67 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, უცხო ქვეყნის 67 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს."მიგრაციის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული კომპლექსური ღონისძიებების შედეგად, ქვეყნიდან გაძევებულ იქნა:...

ან „ჰამასი“ ნებაყოფლობით გააგრძელებს განიარაღებას მომდევნო 60-90 დღის განმავლობაში, ან ისრაელს გაცილებით მეტი მხარდაჭერა ექნება – კუშნერი

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი ჯარედ კუშნერი აცხადებს, რომ „ჰამასის“ განიარაღებისა და ღაზას სამშვიდობო გეგმის განხორციელებისკენ მიმართული პროგრესი...