აშშ-მა სანქციები დაუწესა ICC-ის პრეზიდენტსა და პროკურორის ოფისის წარმომადგენელს

spot_imgspot_img

18 აგვისტოს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა სანქციები დააწესა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) ორ მაღალჩინოსანზე — სასამართლოს პრეზიდენტზე, იაპონელ მოსამართლე ტომოკო აკანესა და პროკურორის ოფისის უფროს იურისტზე, სენეგალელ აბდულაი სეიზე.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ, განაცხადა, რომ სანქცირებული ორივე პირი უშუალოდ იყო ჩართული ICC-ის იმ მცდელობებში, დაეწყო გამოძიება, დაპატიმრება, დაკავება ან სისხლისსამართლებრივი დევნა იმ თანამდებობის პირების მიმართ, რომელთა მთავრობებმაც სასამართლოს იურისდიქცია არ აღიარეს.

სანქციები ეფუძნება 2025 წლის თებერვალში გამოცემულ აღმასრულებელ ბრძანებას და ითვალისწინებს აკანესა და სეის აშშ-ის იურისდიქციაში არსებული ქონებისა და ქონებრივი ინტერესების გაყინვას. ამასთან, ამერიკელ მოქალაქეებსა და კომპანიებს ეკრძალებათ მათთვის ფინანსების, საქონლის თუ მომსახურების მიწოდება, ხოლო თავად სანქცირებულებს — აშშ-ის ტერიტორიაზე შესვლა.

რუბიომ სასამართლო „კორუმპირებულ და გამოუსწორებლად პოლიტიზებულ” ინსტანციად შეაფასა და დაადანაშაულა უფლებამოსილების გადამეტებასა და მანდატის ფარგლების გადალახვაში.

პასუხად, ICC-მ აშშ-ის ეს ნაბიჯი დაგმო და მას „მიუკერძოებელი სასამართლო ინსტიტუტის დამოუკიდებლობაზე პირდაპირ თავდასხმად” მიიჩნია. სასამართლოს განცხადებით, მოსამართლეების, პროკურორებისა და პერსონალის წინააღმდეგ მიმართული სანქციები საფრთხეს უქმნის კანონის უზენაესობას და ართულებს მსხვერპლთათვის სამართლიანობის მიღწევას. ICC-მ დასძინა, რომ თავის მანდატს დამოუკიდებლად და მიუკერძოებლად გააგრძელებს.

სასამართლოს მონაცემებით, აშშ-ის ბოლოდროინდელი სასანქციო ზომების შედეგად შეზღუდვები ახლა ვრცელდება ICC-ის 18 მოქმედი მოსამართლიდან ცხრაზე, ორივე მოადგილე პროკურორზე, ყოფილ პროკურორსა და ერთ თანამშრომელზე.

ვაშინგტონის სასამართლოს წინააღმდეგ წარმართული სასანქციო კამპანია დაკავშირებულია ავღანეთში ამერიკელი სამხედროების სავარაუდო ომის დანაშაულებზე ICC-ის გამოძიებასთან, ისევე როგორც 2024 წლის ნოემბერში ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსა და მაშინდელ თავდაცვის მინისტრ იოავ გალანთზე გაცემულ დაპატიმრების ორდერებთან. სეი შედიოდა იმ პროკურორთა ჯგუფში, რომელმაც ნეთანიაჰუს დაპატიმრების ორდერი მოითხოვა — ამჟამად ის ICC-ის მოსამართლის თანამდებობაზეც არის წარდგენილი. ნეთანიაჰუმ ბრალდებები არაერთხელ უარყო და სასამართლო ანტისემიტიზმში დაადანაშაულა.

აღსანიშნავია, რომ არც აშშ და არც ისრაელი არ არიან ICC-ის დამფუძნებელი, რომის სტატუტის ხელმომწერნი.

spot_imgspot_img

პოპულარული

მოსკოვის ოლქში დრონების შეტევის შემდეგ Wildberries-ის საწყობი იწვის

მოსკოვის ოლქის პოდოლსკის საქალაქო ოლქში, სოფელ კოლედინოში მდებარე Wildberries-ის...

რუსთაველზე, XIX საუკუნის ძველი “გარეთუბნის” კოლექტორების სისტემა აღმოაჩინეს

რუსთაველის გამზირზე, სამუშაოების მიმდინარეობისას თავისუფლების მოედნის მეტროსა და საქართველოს...

ზებრა გალიიდან პატრონს აუჯანყდა – სააკაშვილი ღარიბაშვილ-ივანიშვილზე

„ღარიბაშვილმა გადაწყვიტა ივანიშვილის მსუბუქი შანტაჟი, მას შემდეგ რაც მისმა...

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში FBI-ის მიერ ტერორისტული ორგანიზაციების საქმიანობის მხარდაჭერისთვის ძებნილი დააკავეს

ქართველმა სამართალდამცველებმა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიუროს (FBI)...

უცხო ქვეყნის 67 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, უცხო ქვეყნის 67 მოქალაქე საქართველოდან...

ოპოზიციის წარმომადგენლები შეეცდებიან ხელი შეუშალონ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას, რადგან არიან უსამშობლოები – კალაძე

"ოპოზიციის წარმომადგენლები შეეცდებიან ხელი შეუშალონ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას, რადგან...

პრინცი ჰარი და მეგანი ბრიტანეთში ბრუნდებიან

BBC-ის ინფორმაციით, სასექსის ჰერცოგი და ჰერცოგინია -  პრინცი ჰარი...
spot_img

ყველა ამბავი

რუმინეთის F-16-მა შავ ზღვაში, ასაფეთქებელი მასალით დატვირთული საზღვაო დრონი გაანადგურა

რუმინეთის F-16-მა შავ ზღვაში, Neptun Deep-ის მახლობლად, ასაფეთქებელი მასალით დატვირთული საზღვაო დრონი გაანადგურა რუმინეთის თავდაცვის მინისტრმა რადუ მირუცამ განაცხადა, რომ...

კობახიძემ მაკრონისგან კოსმოსის საკითხებზე პარიზის სამიტზე მოწვევა მიიღო

"ქართული ოცნების" პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა კოსმოსის საკითხებისადმი მიძღვნილ პირველ საერთაშორისო სამიტზე მიიწვია, რომელიც 9-10 სექტემბერს...

შევთავაზოთ აფხაზებს წინადადება, რომელზეც უარს ვერ იტყვიან: ევროკავშირის წევრობა – გვარამია

"შევთავაზოთ აფხაზებს წინადადება, რომელზეც უარს ვერ იტყვიან: ევროკავშირის წევრობა" -  ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი ნიკა გვარამია წერს.„ირაკლი...

დააკავეს 1 პირი, რომელმაც ქარელში თანასოფლელი ცივი იარაღით დაჭრა

დააკავეს პირი, რომელმაც ქარელში, ცივი იარაღით, მამაკაცი დაჭრა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მომხდარს წინ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა. დაჭრილი, სამედიცინო დახმარების...

დააკავეს პირი, რომელიც ცივი იარაღის დემონსტრირებით და მუქარით, დაეუფლა უცხო ქვეყნის ორი მოქალაქის კუთვნილ ტელეფონებს

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, თბილისში ყაჩაღობის ბრალდებით წარსულში ნასამართლევი პირი დააკავეს.უწყების ცნობით, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა ყაჩაღობის...

რუსეთმა კიევს ბალისტიკური რაკეტებით შეუტია – არიან დაღუპულები

რუსეთის არმიამ ხუთშაბათს, 20 აგვისტოს ღამით კიევი ბალისტიკური რაკეტებით დაბომბა. ბოლო მონაცემებით, თავდასხმის შედეგად სულ მცირე 12 ადამიანი დაიღუპა, განაცხადა...

ტრამპმა ირანს მასშტაბური ეკონომიკური ომი გამოუცხადა

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ირანის წინააღმდეგ მასშტაბური ეკონომიკური ომის დაწყების შესახებ განაცხადა. „დღეს ვაცხადებ ყველაზე გამანადგურებელი ეკონომიკური ოპერაციის დაწყებას, რომელიც...

პრინცი ჰარი და მეგანი ბრიტანეთში ბრუნდებიან

BBC-ის ინფორმაციით, სასექსის ჰერცოგი და ჰერცოგინია -  პრინცი ჰარი და მეგანი - გეგმავენ დიდ ბრიტანეთში დაბრუნებას, ექვსი წლის შემდეგ,...

მელანომის ვაქცინამ ფართომასშტაბიან კვლევაში წარმატებას მიაღწია-Moderna-ს და Merck-ის განცხადება

Moderna-სა და Merck-ის პერსონალიზებულმა mRNA კიბოს ვაქცინამ, იმუნოთერაპიულ პრეპარატ Keytruda-სთან კომბინაციაში, მელანომის გვიან ეტაპის კლინიკურ კვლევაში წარმატებას მიაღწია, განაცხადეს...

ისრაელის სამხედრო პროკურატურამ ღაზის სექტორში პალესტინელი გოგოს დაღუპვის საქმეზე სისხლის სამართლის გამოძიების დაწყება ბრძანა

ისრაელის თავდაცვის ძალების (IDF/ცაჰალის) სარდლობამ ღაზაში ექვსი წლის ჰინდ რაჯაბისა და მისი ოჯახის დაღუპვის საქმეზე სისხლის სამართლის გამოძიების დაწყება...

უკრაინამ შავ ზღვაში მარცვლეულის გადამზიდავ გემებს დაარტყა

უკრაინულმა დრონებმა ხუთ სატვირთო გემს შეუტიეს, რომლებიც რუსეთის ნოვოროსიისკისა და ტუაფსეს პორტებიდან შავი ზღვის გავლით მარცვლეულის გატანას ცდილობდნენ. ამის...

მოსკოვში ბენზინგასამართ სადგურებში საწვავის გაცემაზე ლიმიტები დაწესდა

მოსკოვში რამდენიმე ქსელის ავტოგასამართ სადგურებზე  საწვავის გაცემაზე  ლიმიტები დაწესდა — ამის მიუხედავად, რომ ხელისუფლება ცდილობს დედაქალაქის მომარაგებას რუსეთის აღმოსავლეთი...