ისრაელის სამხედრო პროკურატურამ ღაზის სექტორში პალესტინელი გოგოს დაღუპვის საქმეზე სისხლის სამართლის გამოძიების დაწყება ბრძანა

ისრაელის თავდაცვის ძალების (IDF/ცაჰალის) სარდლობამ ღაზაში ექვსი წლის ჰინდ რაჯაბისა და მისი ოჯახის დაღუპვის საქმეზე სისხლის სამართლის გამოძიების დაწყება ბრძანა. გოგონას სიკვდილმა საერთაშორისო აღშფოთება გამოიწვია მას შემდეგ, რაც სასწრაფო დახმარების თანამშრომლებთან მისი საუბრის ჩანაწერი მთელ მსოფლიოში გავრცელდა.

ავტომობილი, რომელშიც შვიდსულიანი ოჯახი, მათ შორის ჰინდ რაჯაბი იმყოფებოდა, 2024 წლის იანვარში ისრაელის ცეცხლის ქვეშ მოყვა, როდესაც ოჯახი ღაზის სექტორში ომის დროს ინტენსიური დაბომბვის ზონიდან გასვლას ცდილობდა.

გოგონას რამდენიმე ნათესავი ადგილზე დაიღუპა, თავად ჰინდი კი თავდაპირველად გადარჩა და პალესტინის წითელი ნახევარმთვარის თანამშრომლების განმეორებით ზარს უპასუხა. საუბარი რამდენიმე საათის განმავლობაში გაგრძელდა.

თუმცა სასწრაფო დახმარების მანქანა, რომელიც გოგონამდე მისვლას ცდილობდა, ასევე ცეცხლის ქვეშ მოყვა.

რამდენიმე დღის შემდეგ იპოვეს ჰინდის, მისი ოჯახის წევრებისა და სასწრაფო დახმარების ბრიგადის ორი თანამშრომლის ცხედრები.

ცაჰალის განცხადებაში ნათქვამია, რომ „მიღებული მონაცემების შესწავლის შედეგად“ და „პალესტინის წითელი ნახევარმთვარის სასწრაფო დახმარების მანქანის გადაადგილების კოორდინაციისას შესაძლო დარღვევებთან დაკავშირებით“ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, ინციდენტზე სისხლის სამართლის გამოძიება სამხედრო პოლიციის სისხლის სამართლის საგამოძიებო განყოფილებამ დაიწყოს.

ეს არის ცაჰალის მხრიდან პირველი ღია აღიარება, რომ სამხედროებმა ცეცხლი გახსნეს იმ ავტომობილის მიმართულებით, რომელშიც ჰინდი და მისი ოჯახის წევრები იმყოფებოდნენ.

მანამდე ისრაელის სამხედრო სარდლობა აცხადებდა, რომ წინასწარი გამოძიების თანახმად, ინციდენტის დროს ამ რაიონში ისრაელელი სამხედროები არ იმყოფებოდნენ.

როგორ მუშაობს ისრაელის სამხედრო-სამართლებრივი სისტემა

ჰინდ რაჯაბის საქმის გარდა, ისრაელის მთავარმა სამხედრო პროკურორმა ასევე გასცა განკარგულება სისხლის სამართლის გამოძიების დაწყების შესახებ 15 მედიკოსისა და მაშველის დაღუპვის საქმეზე. ისინი ავტომობილების კოლონაში იმყოფებოდნენ, რომელსაც რაფაჰის რაიონში 2015 წლის მარტში ცეცხლი გაუხსნეს.

ამასთან, პროკურატურამ დახურა ორგანიზაცია „ექიმები საზღვრებს გარეშე“-ს ოთხი თანამშრომლის დაღუპვასთან დაკავშირებული საქმეები. მათგან ორი 2023 წლის ნოემბერში დაიღუპა, ორი კი — 2024 წლის თებერვალში. საქმეები დაიხურა იმის გამო, რომ ისრაელელი სამხედროების ამ ინციდენტებთან კავშირის დამადასტურებელი საკმარისი მტკიცებულებები არ არსებობდა.

საქმეების სამხედრო პროკურატურისთვის გადაცემამდე მომხდარის პირველადი შემოწმება გენერალურ შტაბთან მოქმედ მაღალი დონის ფაქტების დადგენისა და შეფასების კომისიას (FFAM) ევალება.

ეს არის დამოუკიდებელი სამხედრო ორგანო, რომელიც ომის დროს მომხდარი უჩვეულო ინციდენტების გამოძიებაზეა პასუხისმგებელი. ამ დროისთვის კომისიამ დაახლოებით 150 შემოწმება დაასრულა და მასალები განსახილველად სამხედრო პროკურატურას გადასცა — ცაჰალის მთავარ იურიდიულ ორგანოს, რომელიც შემდეგ წყვეტს, უნდა დაიწყოს თუ არა ამა თუ იმ შემთხვევაზე სისხლის სამართლის გამოძიება.

„ბოლო პერიოდში იურიდიული გადაწყვეტილებები მიღებულ იქნა ხუთ ინციდენტთან დაკავშირებით, რომლებმაც საზოგადოების ყურადღება მიიპყრო“, — ნათქვამია ისრაელის სამხედროების განცხადებაში.

სამხედრო პროკურატურამ ამ გახმაურებული შემთხვევებიდან სამზე შემოწმება შეწყვიტა, თუმცა განაცხადა, რომ დანარჩენი შემთხვევები სამხედრო პოლიციამ უნდა გამოიძიოს, რადგან არსებობს სისხლის სამართლის დანაშაულის შესაძლო ჩადენის ეჭვი.

პოპულარული

დუგინი: „კიევს უახლოეს თვეებში აიღებენ“

რუსმა ფილოსოფოსმა ალექსანდრ დუგინმა განაცხადა, რომ კიევს რუსეთის ჯარები...

იოსელიანმა აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტში შეხვედრები გამართა

სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი ოფიციალური ვიზიტით ვაშინგტონში იმყოფება და...

მაგთის Mesh Wi-Fi-ძლიერი ინტერნეტსიგნალი შენობის ყველა წერტილში

მაგთი აბონენტებს ახალ სერვისს - Mesh Wi-Fi სისტემას სთავაზობს,...

“შეინახეთ მოპარული ფული, ახლო მომავალში დემოკრატიული მთავრობისთვის გადასაცემად” – სააკაშვილი “ოცნების” წევრებს

"შეინახეთ მოპარული ფული, სულ ახლო მომავალში დემოკრატიული მთავრობისთვის გადასაცემად"...

რას მალავს „ოცნება“ ჩორჩანას საგუშაგოზე

შესაძლოა ხელისუფლება მზადაა ჩაიდინოს მძიმე ღალატი და ქართული მიწები...

უკრაინულმა დრონებმა რუსეთის სიღრმეში რეკორდულ მანძილზე მიიტანეს იერიში

უკრაინულმა უპილოტო საფრენმა აპარატებმა პირველად მიაღწიეს რუსეთის შორეულ ჩრდილოეთ...

უკრაინა პატარკაციშვილის ოჯახის კუთვნილი წყლის კომპანიის წილის ჩამორთმევას ცდილობს–ნახეთ დავის დეტალები

ბრიტანული გამოცემა the guardian სტატიას აქვეყნებს ბადრი პატარკაციშვილის ოჯახის...

საქართველოში აშშ-ის საელჩოს საქმეთა დროებითი რწმუნებული კორტნი ოსტრიანი უხელმძღვანელებს

საქართველოში აშშ-ის საელჩოს საქმეთა დროებითი რწმუნებულის მოვალეობას კორტნი ოსტრიანი...

ყველა ამბავი

“ფეხები არ მოჭამონ გიორგი ბარამიძეს და “ნაციონალურ მოძრაობას” ამ დაკავებებით” – ანა წითლიძე

"ფეხები არ მოჭამონ გიორგი ბარამიძეს და "ნაციონალურ მოძრაობას" ამ დაკავებებით იმიტომ, რომ ვერც გიორგი ბარამიძეს და ვერც "ნაციონალურ მოძრაობას"...

მსოფლიო რეკორდი დავამყარეთ, თავდაცვის მეხუთე მინისტრი გვიზის ციხეში – ვახტანგ კაპანაძე

"მსოფლიო რეკორდი დავამყარეთ, თავდაცვის მეხუთე მინისტრი გვიზის ციხეში" - განაცხადა ამის შესახებ, გენერალ-მაიორმა და გენერალური შტაბის ყოფილმა უფროსმა ვახტანგ...

გიორგი ბარამიძე დაკავებულია სამშობლოს ღალატის, კერძოდ საბოტაჟის ბრალდებით – ამირან გულუაშვილი

"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი, გიორგი ბარამიძე სამშობლოს ღალატისა და საბოტაჟის მუხლებით არის დაკავებული - ამის შესახებ გენერალური პროკურორის მოადგილემ,...

ოქრუაშვილი ციხეშია, ელისაშვილი ციხეშია, ბარამიძე იყო მხოლოდ გარეთ, ვისზედაც რუსეთს ძებნა ჰქონდა გამოცხადებული – ჯეჯელავა

"ირაკლი ოქრუაშვილი ციხეშია, ალეკო ელისაშვილი ციხეშია, მგონი გია ბარამიძე იყო პოლიტიკოსებს შორის მხოლოდ გარეთ, ვისზედაც რუსეთს ძებნა ჰქონდა გამოცხადებული...

“მითხრეს, რომ დაკავებული ვარ საქართველოს ღალატისთვის” – გიორგი ბარამიძე საკუთარ სახლში დააკავეს

ნაციონალური მოძრაობის წევრი, გია ბარამიძე, დააკავეს. ამ ეტაპზე უცნობია, ბარამიძის დაკავება უკავშირდება თუ არა პროკურატურის მიერ მის წინააღმდეგ "სამშობლოს...

პარტიების აკრძალვა ჩვენი საარჩევნო დაპირებაა და ამ სარჩელს ბოლომდე მივიყვანთ: პაპუაშვილი

ოპოზიციური პარტიების აკრძალვა არის საარჩევნო დაპირება და რა თქმა უნდა, ჩვენ ამ სარჩელს ბოლომდე მივიყვანთ - ამის შესახებ შალვა...

რუსების ტყვეობაში მყოფმა უკრაინელმა ჟურნალისტმა ფსბ-ს საიდუმლო საწამებლები ამხილა

რუსეთის ტყვეობაში მყოფმა 64 წლის უკრაინელმა ჟურნალისტმა, ირინა ლევჩენკომ, სასამართლო დარბაზში ჩვენების მიცემისას რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის (ფსბ) მხრიდან...

ჰუსიტებმა ბალისტიკური რაკეტის ასაწყობად ხელოვნური ინტელექტი გამოიყენეს

იემენში მოქმედა პრო-ირანულმა დაჯგუფებამ ხელოვნური ინტელექტის მოდელი Claude ბალისტიკური რაკეტის სისტემის პროგრამული უზრუნველყოფის დასაწერად გამოიყენა. ინფორმაციას  Financial Times-ი ავრცელებს.  ამერიკულმა...

პაპუაშვილის თქმით, ევროკავშირის საგარეო პოლიტიკა არაკვალიფიციურია

ევროკავშირის საგარეო პოლიტიკა არაკვალიფიციურია - ამის შესახებ "ოცნების" პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.„ჯერ იყო ჩინეთი, ახლა ჩინეთს მიაყოლეს...

მოსამართლე ხუჭუამ ფეისბუქზე დაწერილი კომენტარის გამო დაწყებული საქმე შეწყვიტა

თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუამ, მოქალაქის მიმართ ფეისბუქზე დაწერილი კომენტარის გამო დაწყებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოება შეწყვიტა.ხუჭუამ განაცხადა,...

კომერციული მოსყიდვისა და ყალბი რეცეპტის გაცემის ბრალდებებით 3 პირი დააკავეს

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ცნობით, თელავსა და მცხეთა-მთიანეთში, კომერციული მოსყიდვის ბრალდებით, 2 საჯარო მოხელე დააკავეს - კერძოდ, თელავიის მერიისა...

საქართველოში ადამიანი არ უნდა ისჯებოდეს ჩვენი წინაპრების შეურაცხყოფისათვის პასუხის გაცემის გამო! – მეუფე გიორგი ჯამდელიანი

საქართველოში ადამიანი არ უნდა ისჯებოდეს ჩვენი წინაპრების შეურაცხყოფისათვის პასუხის გაცემის გამო!, - ამის შესახებ მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსი, გიორგი...