ევროკავშირში სომხეთთან სავაჭრო რეჟიმის ლიბერალიზაცია დაიწყეს

ევროკავშირის საბჭომ სომხეთთან ვაჭრობის დროებითი ლიბერალიზაციის ზომები დაამტკიცა რუსეთის მიერ ახლახან დაწესებული სავაჭრო შეზღუდვების გამო. ამის შესახებ ოთხშაბათს, 2 სექტემბერს, საბჭოს პრესსამსახურმა განაცხადა.

„ეს ზომები ევროკავშირში სომხური ექსპორტის დაახლოებით 80%-ის ლიბერალიზაციას უზრუნველყოფს“, — განაცხადეს ბრიუსელში.

პრეფერენციული რეჟიმი გარკვეულ პირობებს ითვალისწინებს და ასევე შეიცავს ევროკავშირის ბაზრის დაცვის მექანიზმებს იმ შემთხვევისთვის, თუ იმპორტი ევროკავშირის მწარმოებლებზე უარყოფით გავლენას მოახდენს.

ბრიუსელი რუსეთის ეკონომიკური ზეწოლის საპასუხოდ მკაფიო სიგნალს აგზავნის

„ევროპა მხარს უჭერს სომხეთსა და მის ხალხს, რომლებმაც რეფორმებისა და ევროკავშირთან უფრო მჭიდრო თანამშრომლობის მკაფიო გზა აირჩიეს“, — განაცხადა ირლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰელენ მაკენტიმ.

„დღევანდელი გადაწყვეტილება მკაფიო სიგნალია: ეკონომიკური ზეწოლის შემთხვევაში ევროკავშირი რეაგირებას მოახდენს. ჩვენ შევქმნით ახალ შესაძლებლობებს და მხარს დავუჭერთ ჩვენს პარტნიორებს“, — აღნიშნა მან.

რეგულაცია ითვალისწინებს სომხური პროდუქციის ფართო სპექტრზე, მათ შორის სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის რამდენიმე სახეობაზე, საიმპორტო გადასახადების დროებით გაუქმებას.

ზომები რეგულაციის ძალაში შესვლიდან ორი წლის განმავლობაში იმოქმედებს და შეეხება სომხური ხილის, ბოსტნეულისა და მცენარეული პროდუქციის თითქმის 99%-ს, რომელიც ჩვეულებრივ რუსეთში გადიოდა, ასევე სასმელებისა და ალკოჰოლური პროდუქციის 91%-ზე მეტს.

ბრიუსელში გაიხსენეს, რომ რუსეთის მიერ დაწესებულმა სავაჭრო შეზღუდვებმა სომხური ექსპორტი და სატრანზიტო მარშრუტები დაბლოკა.

ახალი რეჟიმი ევროპარლამენტმაც უნდა დაამტკიცოს

ევროკავშირის პრეფერენციული რეჟიმი შენარჩუნდება იმ პირობით, რომ ერევანი მონაწილეობას მიიღებს ადმინისტრაციულ თანამშრომლობაში, თავს შეიკავებს ევროკავშირიდან იმპორტზე ახალი სავაჭრო შეზღუდვების დაწესებისგან და დაიცავს ყოვლისმომცველი და გაღრმავებული პარტნიორობის შეთანხმების — CEPA-ს — ძირითად პრინციპებს, მათ შორის დემოკრატიას, კანონის უზენაესობასა და ადამიანის უფლებებს.

მოსალოდნელია, რომ ევროპარლამენტი ზომებს სექტემბრის პლენარულ სესიაზე დაუჭერს მხარს. ამის შემდეგ საჭირო იქნება ევროკავშირის საბჭოს საბოლოო თანხმობა.

რეგულაცია ძალაში შევა ევროკავშირის ოფიციალურ ჟურნალში გამოქვეყნების მომდევნო დღეს.

რუსეთის აკრძალვების პოლიტიკური ფონი

რუსეთის ეკონომიკური ზეწოლა სომხეთზე ქვეყანაში საპარლამენტო არჩევნებისა და ერევნის ევროკავშირთან დაახლოების კურსის ფონზე დაიწყო და თანდათან გაძლიერდა.

22 მაისიდან რუსეთმა სომხეთიდან ყვავილების იმპორტი აკრძალა, 30 მაისიდან — ახალი ბოსტნეულისა და კენკრის, 2 ივნისიდან შეზღუდვები შეეხო კურკოვან ხილსა და ყურძენს, ხოლო 3 ივნისიდან — თესლოვან ხილს, კარტოფილს, ბადრიჯანსა და ჩირს.

მანამდე უკვე დაბლოკილი იყო მინერალური წყლის „ჯერმუკის“, კონიაკის, ღვინის, ცოცხალი თევზისა და თევზპროდუქტების მიწოდება.

12 ივნისს „როსსელხოზნადზორმა“ სომხეთიდან მთელი მცენარეული პროდუქციის იმპორტის აკრძალვა გამოაცხადა. 24 ივლისს კი რუსეთმა სომხური რძის პროდუქტების იმპორტიც დაბლოკა.

ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენი რუსეთის საექსპორტო შეზღუდვების გამო სომხეთს 50 მილიონი ევროს დახმარების გამოყოფა დაჰპირდა.

პოპულარული

თბილისის სააპელაციო სასამართლომ გიორგი კირვალიძის საპროცესო შეთანხმება გააუქმა

თბილისის სააპელაციო სასამართლომ გააუქმა გიორგი კირვალიძის საპროცესო შეთანხმება. საქმე...

დააკავეს პირი, რომელიც უცხო ქვეყნის მოქალაქეებს ადვოკატად გაეცნო, გამოართვა ₾58 000

შსს-ს  ცნობით, დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების, ყალბი ოფიციალური...

ტრამპის საგანგებო წარმომადგენლები მოსკოვსა და კიევს ეწვევიან

აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენლები, სტივ უიტკოფი და...

ახალდაბის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევას მოზარდი ემსხვერპლა

ახალდაბის გზაზე მოზარდს მანქანა დაეჯახა, რის შედეგადაც მოზარდი გარდაიცვალა.შსს–ს...

რუსეთში თავდასხმის შედეგად მძიმედ დაიჭრა ავიაციის გენერალი სერგეი რომაშენკო

სარატოვის ოლქის ქალაქ ენგელსში, 3 სექტემბრის დილით, უცნობმა პირმა...

“ელიზბარაშვილი შეიარაღებული იყო და რესტორანში შეჭრას ცდილობდა ” – პროკურატურა რესტორნის ვიდეოჩანაწერს აქვეყნებს

პროკურატურა თამაზ ელიზბარაშვილის რესტორანში დაბრუნების ამსახველ ვიდეომასალას ავრცელებს. უწყების...

საქართველოში 3.1 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა

საქართველოში 3.1 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა.ეპიცენტრი თბილისიდან 53 კილომეტრში, ქალაქ...

ღარიბაშვილი თავის წერილში თვითმკვლელობით შენიღბულ მკვლელობებში ამხელს კობახიძე-მდინარაძეს..- ნიკა გვარამია

"ღარიბაშვილი თავის წერილში თვითმკვლელობით შენიღბულ მკვლელობებში ამხელს კობახიძე-მდინარაძეს.." -...

ყველა ამბავი

კრემლში პუტინთან მოლაპარაკებების შემდეგ ტრამპის სპეციალური წარმომადგენლები კიევში ზელენსკის შეხვდნენ

აშშ-ის პრეზიდენტის წარმომადგენლების, სტივ უიტკოფისა და ჯარედ კუშნერის მოლაპარაკებები კიევში დასრულდა. შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე მხარეებმა დეტალებზე ძალიან მწირი...

FT: ტრამპის მოწონების რეიტინგი რეკორდულად დაბალ ნიშნულამდე დაეცა

აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მოწონების რეიტინგი რეკორდულად დაბალ ნიშნულამდე დაეცა. ამას Focaldata-სა და Financial Times-ის (FT) მიერ ჩატარებული გამოკითხვის...

ბათუმში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი უცხო ქვეყნის მოქალაქე ქალი დააკავეს.დაკავებული, საბერძნეთის სამართალდამცავი ორგანოების...

ნატომ პირველად ჩაატარა სამხედრო წვრთნები აშშ-ის მონაწილეობის გარეშე

ნატოს ქვეყნებმა ალიანსის ისტორიაში პირველად ჩაატარეს სამხედრო წვრთნები აშშ-ის მონაწილეობის გარეშე, — ამის შესახებ Politico-მ შაბათს, 5 სექტემბერს, დაწერა....

ნიღბიანმა ანტიმიგრანტმა დემონსტრანტებმა ბრიტანეთში დოვერის ტერმინალი გადაკეტეს

შაბათს ინგლისის ქალაქ დოვერში ასობით ნიღბიანმა ადამიანმა ანტიმიგრაციული აქციის ფარგლებში მოძრაობა გადაკეტა, რის გამოც საფრანგეთსა და დიდ ბრიტანეთს შორის...

ახალდაბის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევას მოზარდი ემსხვერპლა

ახალდაბის გზაზე მოზარდს მანქანა დაეჯახა, რის შედეგადაც მოზარდი გარდაიცვალა.შსს–ს ინფორმაცით, ავტომობილის მძღოლი არაფხიზელ მდგომარეობაში იყო და ის უკვე დაკავებულია.მოზარდი ...

ვულკანის ამოფრქვევის გამო ინდონეზიის მთავარ საერთაშორისო აეროპორტში ასობით რეისი დროებით შეჩერდა

ვულკანის ამოფრქვევის გამო ინდონეზიის მთავარ საერთაშორისო აეროპორტში ასობით რეისი დროებით შეჩერდა. ჯაკარტის სუკარნო-ჰატას აეროპორტში ათიათასობით მგზავრი აღმოჩნდა ჩარჩენილი.ადგილობრივი ხელისუფლების...

რა არის „სლიფმაქსინგი“ და როგორ შეიძლება იდეალური ძილისკენ სწრაფვამ დაძინებაში ხელი შეგიშალოთ

ძილის ხარისხის შეფასებები, მაგნიუმი, თეთრი ხმაურის ჩანაწერები — ის, რაც ოდესღაც უბრალოდ დაძინება იყო, დღეს რეკომენდაციებისა და ტექნოლოგიების ნამდვილ...

პენტაგონმა აშშ-ის შეიარაღებული ძალების შტაბების 50-მდე თანამშრომელი პოლიგრაფზე შეამოწმა

აშშ-ის შეიარაღებული ძალების შტაბების უფროსთა გაერთიანებული კომიტეტის დაახლოებით 50 თანამშრომელს იძულებითი პოლიგრაფის ტესტი ჩაუტარდა. მიზეზი მედიაში საიდუმლო ინფორმაციის გაჟონვა...

„მიაქვთ წინადადება, როგორ დასრულდეს ომი“ – უიტკოფი და კუშნერი მოსკოვში

აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლები სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი შაბათს მოსკოვში ჩავიდნენ, სადაც ვლადიმირ პუტინს უნდა შეხვდნენ. დონალდ ტრამპის...

„პუტინის სულიერი მოძღვრის“ საქმეზე ბრალდებულებს ახალი მუხლები დაუმატეს

ФСБ-მ მიტროპოლიტ ტიხონზე სავარაუდოდ დაგეგმილი თავდასხმის საქმეზე ბრალდებები გააფართოვა. ტერაქტის მომზადების გარდა, საქმის ფიგურანტებს ახლა სახელმწიფო ღალატს, მოწინააღმდეგის დახმარებასა...

დივერსიების ტალღა თუ შემთხვევითობების ჯაჭვი – ევროპაში საეჭვო ინციდენტები გახშირდა

ლაიფციგის აეროპორტში მომხდარი ინციდენტი, სადაც ზუსტად ერთი თვის წინ ასაფეთქებელი ნივთიერებით დატვირთული უპილოტო საფრენი აპარატი აღმოაჩინეს, პირველი შემთხვევა გახდა,...