აშშ-ში საქართველოს მოქალაქეს $1.3 მილიარდიან ჯანდაცვის თაღლითობასა და ფულის გათეთრებაში ბრალი წაუყენეს

ბოსტონის ფედერალურმა ნაფიც მსაჯულთა კოლეგიამ საქართველოს 33 წლის მოქალაქეს, ერეკლე გუგავას, ფულის გათეთრების შეთქმულებაში მონაწილეობისთვის ბრალი წაუყენა. საქმეს აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტი და მასაჩუსეტსის ფედერალური პროკურატურა აწარმოებენ, ბოსტონის ფედერალური პროკურატურის ინფორმაციით გუგავა უცხოეთში დაფუძნებული კრიმინალური დაჯგუფებისთვის ფულის გამთეთრებლის ფუნქციას ასრულებდა.

გამოძიების მონაცემებით, სქემა 1.3 მილიარდ დოლარს მოიცავს და ჯანდაცვის სექტორს ეხება — უწყების შეფასებით, ეს ერთ-ერთი უმსხვილესი ამგვარი შემთხვევაა, რაც კი გამოუძიებიათ. გუგავა, ინფორმაციით, აშშ-ში არალეგალურად ცხოვრობდა, როცა მასშტაბურ თაღლითურ სქემაში მონაწილეობდა, და მიჩნეულია, რომ რუსეთსა და სხვა ქვეყნებში ბაზირებული საერთაშორისო კრიმინალური დაჯგუფებისთვის მუშაობდა.

ბრალდების დოკუმენტების თანახმად, გუგავა 2025 წლის თებერვლიდან ივლისამდე ფლობდა პენსილვანიაში მდებარე სამედიცინო აღჭურვილობის კომპანიას. ამ კომპანიის — ND Medical Solutions, LLC-ის — მეშვეობით, გამოძიების ვერსიით, სახელმწიფო სადაზღვევო პროგრამისა (Medicare) და კერძო სადაზღვევო კომპანიების მიმართ თაღლითური ანაზღაურების მოთხოვნები წარდგინდა 1.3 მილიარდი დოლარის ოდენობით. სადაზღვევო კომპანიებმა კომპანიას რეალურად დაახლოებით 6.5 მილიონი დოლარი ჩაურიცხეს.

გუგავამ, გამოძიების ცნობით გახსნა რამდენიმე საბანკო ანგარიში, სადაც ერთადერთი ხელმომწერი თავად იყო, რომელთა მეშვეობითაც სადაზღვევო კომპანიებისა და Medicare-ის მიერ გადარიცხული თანხების უცხოურ ანგარიშებზე გადატანას უზრუნველყოფდა — ორგანიზაციის სასარგებლოდ. აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის წარმომადგენლის, კოლინ მაკდონალდის განცხადებით, გუგავა აქტიურად ეხმარებოდა კრიმინალურ ქსელს მოპარული ფინანსების შიდა და საერთაშორისო არხებით გადაადგილებაში.  

გუგავამ სავარაუდო დანაშაულებრივი საქმიანობის შემდეგ, 2025 წლის ივლისში, აშშ დატოვა და, ცნობით, ამჟამად მიმალვაშია. ბრალდება ითვალისწინებს 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას, სამ წლამდე ზედამხედველობის ქვეშ გათავისუფლებას და $500,000-მდე ჯარიმას.  

აშშ-ის ხელისუფლება ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ეს ჯერჯერობით მხოლოდ ბრალდებაა — გუგავა უდანაშაულოდ ითვლება მანამ, სანამ მისი ბრალეულობა სასამართლოში გონივრულ ეჭვს მიღმა არ დამტკიცდება.

პოპულარული

რუსეთში შავი ჭირის გავრცელების გამო, ყაზახეთი ყირგიზეთი და უზბეკეთი საზღვრის კონტროლს აძლიერებს

ყაზახეთმა, ყირგიზეთმა და უზბეკეთმა საზღვრებზე კონტროლი გაამკაცრეს რუსეთში შესაძლო...

Paramount-მა Warner Bros. 110 მილიარდ დოლარად შეიძინა

ჰოლივუდურმა კინოკომპანია Paramount Skydance-მა კონკურენტი Warner Bros. Discovery-ის შეძენის...

გიორგი კირვალიძეს ივანიშვილის გინებისთვის 7-დღიანი პატიმრობა შეუფარდეს

4 ოქტომბრის საქმეზე ბრალდებულ გიორგი კირვალიძეს ბიძინა ივანიშვილის გინებისთვის...

მაიამიში ომის დასრულებაზე აშშ-უკრაინის კონფიდენციალური მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი იწყება

დღეს, 9 ოქტომბერს, ფლორიდის შტატის ქალაქ მაიამიში აშშ- უკრაინის...

სერგეი ყანჩელის მიმართ განხორციელებული შესაძლო ძალადობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო – პროკურატურა

"სერგეი ყანჩელის მიმართ განხორციელებული შესაძლო ძალადობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო...

უკრაინული დრონების თავდასხმის გამო პუტინის თვითმფრინავები მოსკოვში ვერ ეშვებოდნენ

დღეს, 9 ოქტომბერს, უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატებისა და მცირე...

ადვოკატს პატიმარ დავითაძესთან შეხვედრისას გაკეთებული ჩანაწერები დაახევინეს: საია

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია აცხადებს, რომ მათი ორგანიზაციის ადვოკატი, რომელიც...

ყველა ამბავი

ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების რეკორდულ გაფართოებას ამზადებს

ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების სიების ყველაზე მასშტაბურ გაფართოებას ამზადებს — სიებს 1600-ზე მეტი ადამიანი და ორგანიზაცია დაემატება. ვინ მოხვდება...

პოლიციამ რენუარის ორი ნახატი იპოვა, რომლებიც საფრანგეთის რივიერაზე მდებარე მუზეუმიდან მოიპარეს

საფრანგეთის პოლიციამ პიერ ოგიუსტ რენუარის ორი ნახატი იპოვა, რომლებიც ერთი თვის წინ საფრანგეთის ქალაქ კან-სიურ-მერში მდებარე მხატვრის მუზეუმიდან მოიპარეს....

უკრაინული დრონების თავდასხმის გამო პუტინის თვითმფრინავები მოსკოვში ვერ ეშვებოდნენ

დღეს, 9 ოქტომბერს, უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატებისა და მცირე საჰაერო ბუშტების იერიშის გამო მოსკოვის საჰაერო სივრცეში საგანგებო შეზღუდვები დაწესდა.როსავიაციამ...

ძიუდოისტი ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონი გახდა

ძიუდოისტი ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონი გახდა. აზერბაიჯანის დედაქალაქში, ბაქოში, ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატი მიმდინარეობს. -100 კილოგრამ წონით კატეგორიაში, ილია სულამანიძე...

გიორგი კირვალიძეს ივანიშვილის გინებისთვის 7-დღიანი პატიმრობა შეუფარდეს

4 ოქტომბრის საქმეზე ბრალდებულ გიორგი კირვალიძეს ბიძინა ივანიშვილის გინებისთვის 7-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე თორნიკე ქოჩქიანმა მიიღო. გადაწყვეტილების...

უკრაინამ Yandex-ის კიდევ ერთ მონაცემთა ცენტრზე მიიტანა იერიში

უკრაინელებმა  რუსეთში, კალუგის ოლქში მდებარე Yandex DC-ის კიდევ ერთ მონაცემთა ცენტრზე მიიტანეს იერიში.  როგორც ცნობილია, თავდასხმამ მონაცემთა ცენტრი "ნაწილობრივ...

უკრაინელებმა რუსეთის სიღრმეში მდებარე ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე იერიში მიიტანეს

უკრაინელებმა მორიგი მაღალი სიზუსტის დარტყმები განახორციელეს რუსეთის ტერიტორიაზე მდებარე სტრატეგიულ ობიექტებზე, მათ შორის ომსკის უმსხვილეს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანასა და უკრაინის...

აშშ-ის ისტორიაში პირველად — სიკვდილით დასჯის პირდაპირ ეთერში გადაცემა იგეგმება

აშშ-ის თავდაცვის სამინისტრო ნიდალ ჰასანის სიკვდილით დასჯის პირდაპირ ეთერში გადაცემას გეგმავს, — ამის შესახებ Reuters-ი იუწყება. ჰასანი არმიის ყოფილი...

ნიდერლანდების პარლამენტმა საქართველოს წინააღმდეგ სტრასბურგში საჩივრის შეტანა მოითხოვა

ნიდერლანდების სამეფოს პარლამენტის წარმომადგენელთა პალატამ დაამტკიცა რეზოლუცია, რომელიც ქვეყნის აღმასრულებელ ხელისუფლებას მოუწოდებს, პარტნიორ სახელმწიფოებთან ერთად, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში...

„ქართულმა ოცნებამ“ ტელევიზიებს 93 სიტყვის გამოყენება აუკრძალა“ – TI

ბოლო 6 თვეში, კომისიამ კრიტიკულ ტელევიზიებს – „ტელეკომპანია პირველსა“ და „ფორმულას“ „ქართული ოცნებისთვის“ მიუღებელი სიტყვებისა და ფრაზების გამოყენებისთვის“ მოხსენებითი...

სანქციები არაფერს ნიშნავს, ბიძინა ივანიშვილისთვის ეს არ არის საინტერესო – კობახიძე სანქციებზე

"მე ვერ გეტყვით, თავად ბიძინა ივანიშვილისთვის ეს არ არის საინტერესო, ჩვენთვის, ყველასთვის, მთლიანად გუნდისთვის, მათ შორის ბიძინა ივანიშვილისთვის, ერთადერთი...

ამ ეტაპზე არ განიხილება არ განიხილება – კობახიძე საწვავის აქციზის შემცირებაზე

ამ ეტაპზე ასეთი საკითხი არ განიხილება. თქვენ იცით, რომ საწვავის ფასების მატება გამოიწვია ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტმა. იმედი უნდა...