გერმანია, საფრანგეთი და პოლონეთი რუსეთს ერთობლივად უპირისპირდებიან–ვაიმარის სამკუთხედის შეხვედრა

გერმანიამ, საფრანგეთმა და პოლონეთმა ლაიფციგ/ჰალეს აეროპორტის ტერიტორიაზე ასაფეთქებელი ნივთიერებით აღჭურვილი დრონით თავდასხმის მცდელობის შემდეგ განაცხადეს, რომ მოსკოვის მხრიდან ჰიბრიდულ საფრთხეებზე ერთობლივად უპასუხებენ. ამის შესახებ სამი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ხუთშაბათს, 3 სექტემბერს, თიურინგიის ქალაქ ვაიმარში გამართულ შეხვედრაზე განაცხადეს.

„ჩვენ ერთად გვინდა დავიცვათ და ჩამოვაყალიბოთ ევროპული მშვიდობის წესრიგი, რომლის მიღწევაც ჩვენ, ევროპელებს, XX საუკუნეში უდიდესი მსხვერპლის ფასად დაგვიჯდა“, — განაცხადა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა იოჰან ვადეფულმა ფრანგ და პოლონელ კოლეგებთან — ჟან-ნოელ ბაროსა და რადოსლავ სიკორსკისთან  შეხვედრის შემდეგ.

ვადეფულის თქმით, მინისტრები შეთანხმდნენ, რომ „ევროპაში ახალი მშვიდობისკენ გზა მხოლოდ უკრაინის მტკიცე მხარდაჭერითა და მოსკოვზე თანმიმდევრული ზეწოლით არის შესაძლებელი“.

სოლიდარობის გამოვლინება

იოჰან ვადეფულმა ლაიფციგის აეროპორტში მომხდარ ინციდენტზე ევროპისა და სხვა ქვეყნების რეაქციას სოლიდარობის შთამბეჭდავი გამოვლინება უწოდა.

„ვფიქრობ, ეს მოსკოვშიც შეუმჩნეველი არ დარჩენიათ. გერმანია ამისთვის მადლობელია“, — განაცხადა მინისტრმა.

ბერლინი ლაიფციგში თავდასხმის მცდელობაზე პასუხისმგებლობას მოსკოვს აკისრებს. რუსეთი ბრალდებას უარყოფს.

დიალოგი მხოლოდ გარკვეული პირობებით

კრემლის განცხადების კომენტირებისას, რომლის თანახმადაც მოსკოვს დიპლომატიური ურთიერთობების არსებული დონის შენარჩუნება სურს, ვადეფულმა თქვა: „გერმანიას ჩვენს ურთიერთობებთან დაკავშირებით ილუზიები არ აქვს“.

მისი თქმით, გერმანია ყოველთვის მზად იყო რუსეთთან გონივრული დიალოგისთვის, თუმცა ამის წინაპირობა უნდა იყოს უკრაინის წინააღმდეგ აგრესიული ომის შეწყვეტა და რუსეთის მხრიდან „ჩვენსა და ჩვენს მოკავშირეებზე ნებისმიერი სახის თავდასხმაზე უარის თქმა“.

პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა რადოსლავ სიკორსკიმ განაცხადა, რომ პოლონეთი რუსეთის მიმართ გერმანიის გადაწყვეტილებებს მხარს უჭერს. მან გაიხსენა, რომ ვარშავამაც გამოიძახა რუსეთის ელჩი, „რათა ეჩვენებინა, რომ ჩვენ რუსეთის ტერორიზმის წინააღმდეგი ვართ“.

სიკორსკიმ აღნიშნა, რომ მას არ უყვარს ტერმინ „ჰიბრიდული ომის“ გამოყენება, რადგან ყველას არ ესმის, რას ნიშნავს ის.

„ეს ნიშნავს აგრესიას, რომელიც სრულმასშტაბიანი შეჭრის ზღვარს ქვემოთ რჩება“, — განმარტა პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

ჰიბრიდული საფრთხე გულისხმობს სამხედრო, ეკონომიკური, სადაზვერვო და პროპაგანდისტული საშუალებების ერთობლიობას, რომელთა გამოყენებითაც შესაძლებელია საზოგადოებრივ აზრზე ზემოქმედება. ასეთ საშუალებებს მიეკუთვნება სახელმწიფოს მიერ კონტროლირებადი კიბერთავდასხმებიც.

საფრანგეთის სოლიდარული ნაბიჯები

საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჟან-ნოელ ბარომ, თავის მხრივ, განაცხადა, რომ პარიზმაც გამოიძახა რუსეთის წარმომადგენელი ლაიფციგში რუსეთის ქმედებებთან დაკავშირებით.

„ეს სერიოზული აქტია, როდესაც ევროპის შუაგულში სატრანსპორტო ინფრასტრუქტურას ესხმიან თავს. საფრანგეთი, გერმანია და პოლონეთი დღეს, როგორც არასდროს, მტკიცედ არიან განწყობილი, ერთობლივად იმოქმედონ სუვერენული, უსაფრთხო და აყვავებული ევროპისთვის, რომელიც საკუთარი ღირებულებებით ამაყობს“, — განაცხადა ფრანგმა მინისტრმა.

ე.წ. „ვაიმარის სამკუთხედი“, რომელშიც გერმანია, საფრანგეთი და პოლონეთი შედიან, 35 წლის წინ ვაიმარში ამ სამი ქვეყნის მაშინდელი საგარეო საქმეთა მინისტრების ინიციატივით შეიქმნა.

თავდაპირველად მისი მთავარი მიზანი პოლონეთისა და აღმოსავლეთ ევროპის სხვა ქვეყნების ევროკავშირსა და ნატოსთან დაახლოება იყო.

პოპულარული

ადვოკატს პატიმარ დავითაძესთან შეხვედრისას გაკეთებული ჩანაწერები დაახევინეს: საია

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია აცხადებს, რომ მათი ორგანიზაციის ადვოკატი, რომელიც...

მოსკოვში ქართველი ბიზნესმენის ყოფილი ცოლი და 19 წლის ქალიშვილი მოკლული იპოვეს

მოსკოვში ქართველი რესტორატორის, მამუკა წერეთლის ყოფილი მეუღლე, 53 წლის...

ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით არასრულწლოვანი დააკავეს

შსს-ს განცხადებით, თბილისის პოლიციამ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით...

უკრაინამ მოსკოვის ოლქზე იერიშები მიიტანა – ხანძარი გაჩნდა რეგიონის უდიდესი ნავთობობიექტი

უკრაინამ მოსკოვის ოლქზე დრონებით იერიში მიიტანა.დარტყმების შედეგად ორი ადამიანი...

უკრაინამ Yandex-ის კიდევ ერთ მონაცემთა ცენტრზე მიიტანა იერიში

უკრაინელებმა  რუსეთში, კალუგის ოლქში მდებარე Yandex DC-ის კიდევ ერთ...

აშშ-ში სიკვდილმისჯილი პატიმარი, წარუმატებელი სიკვდილით დასჯის შემდეგ, გონზე მოვიდა და ლაპარაკობს

აშშ-ში სიკვდილმისჯილი პატიმარი კრისტა პაიკი, გასულ კვირას სიკვდილით დასჯის...

გერმანიის ელჩი: ჩვენი პოლიტიკური ფონდები იძულებულნი გახდნენ, დროებით შეეჩერებინათ მუშაობა

გერმანიის ახლად დანიშნულმა ელჩმა საქართველოში, ბარბარა ფოსმა, თბილისში, გერმანიის...

ყველა ამბავი

ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების რეკორდულ გაფართოებას ამზადებს

ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების სიების ყველაზე მასშტაბურ გაფართოებას ამზადებს — სიებს 1600-ზე მეტი ადამიანი და ორგანიზაცია დაემატება. ვინ მოხვდება...

პოლიციამ რენუარის ორი ნახატი იპოვა, რომლებიც საფრანგეთის რივიერაზე მდებარე მუზეუმიდან მოიპარეს

საფრანგეთის პოლიციამ პიერ ოგიუსტ რენუარის ორი ნახატი იპოვა, რომლებიც ერთი თვის წინ საფრანგეთის ქალაქ კან-სიურ-მერში მდებარე მხატვრის მუზეუმიდან მოიპარეს....

უკრაინული დრონების თავდასხმის გამო პუტინის თვითმფრინავები მოსკოვში ვერ ეშვებოდნენ

დღეს, 9 ოქტომბერს, უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატებისა და მცირე საჰაერო ბუშტების იერიშის გამო მოსკოვის საჰაერო სივრცეში საგანგებო შეზღუდვები დაწესდა.როსავიაციამ...

ძიუდოისტი ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონი გახდა

ძიუდოისტი ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონი გახდა. აზერბაიჯანის დედაქალაქში, ბაქოში, ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატი მიმდინარეობს. -100 კილოგრამ წონით კატეგორიაში, ილია სულამანიძე...

გიორგი კირვალიძეს ივანიშვილის გინებისთვის 7-დღიანი პატიმრობა შეუფარდეს

4 ოქტომბრის საქმეზე ბრალდებულ გიორგი კირვალიძეს ბიძინა ივანიშვილის გინებისთვის 7-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე თორნიკე ქოჩქიანმა მიიღო. გადაწყვეტილების...

უკრაინამ Yandex-ის კიდევ ერთ მონაცემთა ცენტრზე მიიტანა იერიში

უკრაინელებმა  რუსეთში, კალუგის ოლქში მდებარე Yandex DC-ის კიდევ ერთ მონაცემთა ცენტრზე მიიტანეს იერიში.  როგორც ცნობილია, თავდასხმამ მონაცემთა ცენტრი "ნაწილობრივ...

უკრაინელებმა რუსეთის სიღრმეში მდებარე ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე იერიში მიიტანეს

უკრაინელებმა მორიგი მაღალი სიზუსტის დარტყმები განახორციელეს რუსეთის ტერიტორიაზე მდებარე სტრატეგიულ ობიექტებზე, მათ შორის ომსკის უმსხვილეს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანასა და უკრაინის...

აშშ-ის ისტორიაში პირველად — სიკვდილით დასჯის პირდაპირ ეთერში გადაცემა იგეგმება

აშშ-ის თავდაცვის სამინისტრო ნიდალ ჰასანის სიკვდილით დასჯის პირდაპირ ეთერში გადაცემას გეგმავს, — ამის შესახებ Reuters-ი იუწყება. ჰასანი არმიის ყოფილი...

ნიდერლანდების პარლამენტმა საქართველოს წინააღმდეგ სტრასბურგში საჩივრის შეტანა მოითხოვა

ნიდერლანდების სამეფოს პარლამენტის წარმომადგენელთა პალატამ დაამტკიცა რეზოლუცია, რომელიც ქვეყნის აღმასრულებელ ხელისუფლებას მოუწოდებს, პარტნიორ სახელმწიფოებთან ერთად, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში...

„ქართულმა ოცნებამ“ ტელევიზიებს 93 სიტყვის გამოყენება აუკრძალა“ – TI

ბოლო 6 თვეში, კომისიამ კრიტიკულ ტელევიზიებს – „ტელეკომპანია პირველსა“ და „ფორმულას“ „ქართული ოცნებისთვის“ მიუღებელი სიტყვებისა და ფრაზების გამოყენებისთვის“ მოხსენებითი...

სანქციები არაფერს ნიშნავს, ბიძინა ივანიშვილისთვის ეს არ არის საინტერესო – კობახიძე სანქციებზე

"მე ვერ გეტყვით, თავად ბიძინა ივანიშვილისთვის ეს არ არის საინტერესო, ჩვენთვის, ყველასთვის, მთლიანად გუნდისთვის, მათ შორის ბიძინა ივანიშვილისთვის, ერთადერთი...

ამ ეტაპზე არ განიხილება არ განიხილება – კობახიძე საწვავის აქციზის შემცირებაზე

ამ ეტაპზე ასეთი საკითხი არ განიხილება. თქვენ იცით, რომ საწვავის ფასების მატება გამოიწვია ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტმა. იმედი უნდა...