კრემლში პუტინთან მოლაპარაკებების შემდეგ ტრამპის სპეციალური წარმომადგენლები კიევში ზელენსკის შეხვდნენ

აშშ-ის პრეზიდენტის წარმომადგენლების, სტივ უიტკოფისა და ჯარედ კუშნერის მოლაპარაკებები კიევში დასრულდა. შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე მხარეებმა დეტალებზე ძალიან მწირი ინფორმაცია გაავრცელეს.

„ვფიქრობ, მოსკოვში დიდ პროგრესს მივაღწიეთ, — განაცხადა უიტკოფმა, რომელიც კუშნერთან ერთად წინა დღეს მოსკოვში რუსეთის ლიდერ ვლადიმირ პუტინს შეხვდა. — მოვისმინეთ ახალი იდეები. ასევე მოვისმინეთ პრეზიდენტ ზელენსკის განცხადება სამმხრივი შეხვედრის შესახებ, რომლის გამოცხადებასაც, იმედია, მალე შევძლებთ. მოსკოვში ბევრი საინტერესო იდეა განვიხილეთ და ახლა ისინი აქ, კიევში ჩამოვიტანეთ“.

ტრამპის სპეციალურმა წარმომადგენელმა თქვა, რომ მოლაპარაკებები კარგ ატმოსფეროში გაიმართა და მათი შედეგები მას ოპტიმიზმს აძლევს.

იმავე პრესკონფერენციაზე უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ მხარეებმა „ჩვენი დედაქალაქის მცხოვრებლებისთვის Patriot-ის სისტემებზე უკეთაც კი იმუშავეს“. სავარაუდოდ, ის გულისხმობდა იმას, რომ მოლაპარაკებების დღეს რუსეთს კიევზე არც სარაკეტო და არც რეაქტიული დრონებით დარტყმა არ განუხორციელებია — სხვა დღეებისგან განსხვავებით.

ზელენსკიმ უიტკოფსა და კუშნერს ვიზიტისთვის მადლობა გადაუხადა და დაამატა, რომ მოლაპარაკებებზე Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემებისთვის რეალური რაკეტების საკითხიც განიხილეს.

„იყო რამდენიმე ახალი იდეა და ისინი განვიხილეთ. ახლა მოგვცეთ საშუალება, ყველაფერი სიღრმისეულად გავაანალიზოთ, გავიგოთ, რა დეტალებია, რა ნაბიჯები შეიძლება გადაიდგას და მიგვიყვანს თუ არა ეს მშვიდობასთან უფრო ახლოს. ამის შემდეგ უკვე საზოგადოებასაც ვესაუბრებით“, — განაცხადა ზელენსკიმ.

Financial Times-ის კორესპონდენტის ცნობით, ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით, უიტკოფმა და კუშნერმა კიევში ცოტა ახალი იდეა ჩაიტანეს. „ამის ნაცვლად, ისინი ძველი წინადადებების გაცოცხლებას და კიევსა და მოსკოვს შორის პოზიციების დაახლოებას ცდილობდნენ“, — წერს FT.

გამოცემის წყაროების თქმით, მხარეები ძირითადად თანხმდებოდნენ, რომ ომი ზამთრამდე, დიდი ალბათობით, არ დასრულდება, თუმცა ზელენსკი და მისი გუნდი უახლოეს თვეებში გარკვეული პროგრესის იმედს მაინც ინარჩუნებენ. ასევე განიხილეს, როგორ დაეხმარონ უკრაინას რუსეთის მიერ ინფრასტრუქტურაზე განხორციელებული დარტყმების გადატანაში.

Axios-მა კი საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით დაწერა, რომ უიტკოფმა და კუშნერმა შეხვედრაზე განაცხადეს, რომ ზამთრამდე გარღვევის მიღწევა სურთ.

სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი უკრაინის დედაქალაქში პირველად ჩავიდნენ მოსკოვში მორიგი ვიზიტის შემდეგ, სადაც ისინი რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა მიიღო.

დილით ტრამპის წარმომადგენლები კიევის ცენტრში მდებარე წმინდა სოფიას ტაძარს ეწვივნენ, შემდეგ კი ზელენსკისა და უკრაინის სხვა ოფიციალურ პირებს შეხვდნენ.

ხანმოკლე შესვენების შემდეგ მოლაპარაკებები გაგრძელდა დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთისა და გერმანიის დელეგაციების მონაწილეობით — ეს ქვეყნები უკრაინის უახლოესი ევროპელი მოკავშირეები არიან.

„ძალიან მადლიერები ვართ, რომ დღეს ევროპელები ჩვენთან არიან და რომ ამ ფორმატში, ამ ქვეყნებთან ერთად ვმუშაობთ, — განაცხადა ზელენსკიმ შეხვედრებს შორის შესვენებისას. — ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ყველაფერი გავაკეთოთ, რათა ეს ომი დასრულდეს. ამ საკითხში ყველანი ერთ მხარეს ვართ — ყველას ძალიან გვინდა, რომ ომი აღარ იყოს“.

კუშნერმა, თავის მხრივ, ხაზგასმით აღნიშნა, რომ მოლაპარაკებები ეხება „არა მხოლოდ იმას, როგორ დასრულდეს ომი, არამედ იმასაც, როგორ შეიქმნას გრძელვადიანი და მყარი მშვიდობის პირობები“.

მოლაპარაკებების მიმდინარეობის შესახებ მონაწილეებს კონკრეტული დეტალები არ გაუმჟღავნებიათ.

უიტკოფი და კუშნერი კიევში კვირას ჩავიდნენ. თეთრი სახლის ინფორმაციით, მანამდე, შაბათს, მათ პუტინთან „შემდგომი ნაბიჯების კონკრეტული გეგმები“ განიხილეს.

პუტინმა ტრამპის წარმომადგენლებს განუცხადა, რომ რუსეთი უკრაინაში დასახული მიზნების მიღწევას აპირებს, ხოლო შეთანხმებისთვის აუცილებელია „კონფლიქტის ძირეული მიზეზების“ აღმოფხვრა, — განაცხადა უშაკოვმა. რუსეთის მხარემ ამერიკელებს ასევე გააცნო საკუთარი შეფასება ფრონტის ხაზზე არსებული ვითარების შესახებ.

უშაკოვის თქმით, აშშ-ის წარმომადგენლებმა პირობა დადეს, რომ პუტინის შეფასებებს გაითვალისწინებენ კიევში დაგეგმილი მოლაპარაკებების დროს, რომელთა მიზანი ომის დასრულების შესახებ გრძელვადიანი შეთანხმების გზების მოძებნაა.

ტრამპის სპეციალურ წარმომადგენლებს კრემლში გამართული შეხვედრის შედეგებზე ჯერჯერობით კომენტარი არ გაუკეთებიათ. შაბათს გვიან საღამოს მათ მოსკოვის ვნუკოვოს აეროპორტი დატოვეს და ვოლოდიმირ ზელენსკისთან მოლაპარაკებებისთვის უკრაინისკენ გაემგზავრნენ.

კვირის ღამით მსოფლიო საინფორმაციო სააგენტოებმა თეთრი სახლის წარმომადგენლის მოკლე განცხადება გაავრცელეს. მისი თქმით, მოსკოვში ტრამპის წარმომადგენლებმა „განიხილეს შემდგომი ნაბიჯების კონკრეტული გეგმები, რომელთა შესახებაც უახლოეს კვირებში გამოცხადდება, და უკრაინაშიც ასეთივე პროდუქტიულ შეხვედრებს ელიან“.

Axios-ის ინფორმაციით, სტივ უიტკოფისა და ჯარედ კუშნერის მიერ გამართულ მოლაპარაკებებში მონაწილეობდა ჯინ ლანგიც, რომელიც აშშ-ის ფინანსთა სამინისტროში სანქციების პოლიტიკას კურირებს.

გამოცემის ცნობით, ლანგი მონაწილეობდა რუსეთის პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენელთან და რუსეთის პირდაპირი ინვესტიციების ფონდის ხელმძღვანელ კირილ დმიტრიევთან შეხვედრაში, თუმცა ვლადიმირ პუტინთან მოლაპარაკებებს არ დასწრებია.

Axios აღნიშნავს, რომ ლანგის მონაწილეობა მიანიშნებს, რომ მოლაპარაკებებისას რუსეთის წინააღმდეგ აშშ-ის სანქციების საკითხიც განიხილებოდა.

თეთრი სახლის წარმომადგენელმა Axios-ს უთხრა, რომ მოსკოვში გამართულ შეხვედრებში მონაწილეობდნენ „ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს, სახელმწიფო დეპარტამენტისა და ფინანსთა სამინისტროს ოფიციალური პირები“.

„სასარგებლო კონტაქტები“

„ძვირფასო კოლეგებო, გულითადად მოგესალმებით მოსკოვში. სიტუაცია, რა თქმა უნდა, მარტივი არ არის, — ასე დაიწყო, რუსული მედიის ცნობით, პუტინმა შეხვედრა ამერიკულ დელეგაციასთან. — მაგრამ სანამ მის განხილვას დავიწყებთ, მინდა გთხოვოთ, აშშ-ის პრეზიდენტ ბატონ ტრამპს საუკეთესო სურვილები და მადლობა გადასცეთ“.

უიტკოფისა და კუშნერის ვიზიტი მოსკოვში ვაშინგტონის კიდევ ერთი მცდელობაა, განაახლოს სამშვიდობო პროცესი, რომელიც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ევროპაში ყველაზე მასშტაბური შეიარაღებული კონფლიქტის დასრულებას ისახავს მიზნად. ამ დრომდე აშშ-ისა და მისი მოკავშირეების მცდელობები სამშვიდობო შეთანხმების მისაღწევად უშედეგო იყო.

შეხვედრის წინ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მისი სიძე კუშნერი და მისი დიდი ხნის ბიზნესპარტნიორი უიტკოფი მოსკოვსა და კიევში „ომის დასრულების წინადადებას“ ჩაიტანდნენ.

„მათ თან მიაქვთ ომის დასრულების წინადადება, — განაცხადა ტრამპმა. — ჩვენ ისინი იქ გავგზავნეთ, რათა ვნახოთ, შევძლებთ თუ არა რაიმეს მიღწევას, და შესაძლოა წარმატების საკმაოდ კარგი შანსიც გვქონდეს“.

ვაშინგტონს ამ წინადადების შინაარსი არ გაუმჟღავნებია.

მოსკოვში შეხვედრა იმ ფონზე გაიმართა, როცა რუსეთმა უკრაინაზე საჰაერო დარტყმები გააძლიერა, რასაც ბოლო თვეებში ათობით მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა.

პარასკევს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ტრამპის წარმომადგენლების ვიზიტის დროს კიევი რუსეთზე საჰაერო დარტყმებს არ განახორციელებდა და მოსკოვსაც იგივე შესთავაზა.

შაბათს კრემლის წარმომადგენელმა დმიტრი პესკოვმა რუსულ საინფორმაციო სააგენტოებს განუცხადა, რომ ვლადიმირ პუტინმა გასცა განკარგულება, 6 სექტემბრის შუაღამიდან კიევზე დარტყმები შეჩერებულიყო.

როგორც New York Times პარასკევს იუწყებოდა, აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლების ვიზიტის წინ ვაშინგტონი მოსკოვსა და კიევს ერთმანეთზე დარტყმების დროებით შეჩერებისკენ მოუწოდებდა.

პოპულარული

ოპოზიციური პარტიების აკრძალვის საქმე საკონსტიტუციო სასამართლოში: დღე I

საკონსტიტუციო სასამართლოში ოპოზიციური პარტიების აკრძალვაზე „ქართული ოცნების“ სარჩელის განხილვა...

დაკავებული პენსიონერებს დახმარების დანიშვნას დაჰპირდა, მათი მონაცემებით სესხები აიღო – შსს

ქუთაისის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ფინანსური სარგებლის მიღების მიზნით, კომპიუტერული...

„თუ ბატონი კობახიძე სერიოზულად არის განწყობილი დიალოგისთვის, იცის, საიდან უნდა დაიწყოს “

ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე დევიდ მაკალისტერი, სამხრეთ კავკასიასთან...

The Economist: აშშ-ის ახალი სამშვიდობო გეგმა უკრაინისთვის დონბასში დემილიტარიზებულ ზონას ითვალისწინებს

აშშ-ის ადმინისტრაციამ უკრაინაში ომის დასრულების ახალი ვარიანტი მოამზადა. ამის...

მათი დღეები დათვლილია! – კობახიძე ასაკრძალ პარტიებზე

ჩვენთვის შეიძლება უფრო საინტერესო ყოფილიყო არსებული სპექტრის შენარჩუნება -...

შემაშფოთებელია უცხოელების განცხადებები საკონსტიტუციოსთან დაკავშირებით – პაპუაშვილი

"შემაშფოთებელია უცხოელების განცხადებები საკონსტიტუციოსთან დაკავშირებით" - აცხადებს ქართული ოცნების...

პოლონეთში ანტიპუტინისტი რუსი მხატვრის მკვლელობის საქმეზე საქართველოს მოქალაქე დააკავეს

პოლონეთში მხატვარ სკრეპეცკის მკვლელობის საქმეზე მეორე ეჭვმიტანილი დააკავეს. ის...

რიკარდ იოზვიაკი: საქართველო ბრიუსელის რადარებიდან სულ უფრო მეტად ქრება

საქართველო ბრიუსელის რადარებიდან სულ უფრო მეტად ქრება - ამის...

ყველა ამბავი

Reuters: უკრაინის საკითხზე ახალი მოლაპარაკებები შესაძლოა არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ან შვეიცარიაში გაიმართოს

რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ წარმოებული ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკებების შემდეგი რაუნდი შესაძლოა რამდენიმე კვირაში არაბთა გაერთიანებული საამიროების დედაქალაქ აბუ-დაბიში...

პარიზის მახლობლად სროლის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა. ხელისუფლება იძიებს ტერაქტს, რომლის შესაძლო მოტივიც ისლამოფობია ან რასიზმია

პარიზის გარეუბანში შეიარაღებული თავდასხმების სერიის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და კიდევ ხუთი დაშავდა. დაჭრილებს შორის 12 წლის გოგონაცაა. ხელისუფლება...

„თუ ბატონი კობახიძე სერიოზულად არის განწყობილი დიალოგისთვის, იცის, საიდან უნდა დაიწყოს “

ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე დევიდ მაკალისტერი, სამხრეთ კავკასიასთან ურთიერთობის დელეგაციის თავმჯდომარე ნილს უშაკოვსი და ევროპარლამენტის მომხსენებელი საქართველოს საკითხებში...

პარტიების აკრძალვა ერთპარტიული სისტემისკენ გადადგმული უკუსვლა იქნება – ევროპარლამენტარები

ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე დევიდ მაკალისტერი, სამხრეთ კავკასიასთან ურთიერთობების დელეგაციის თავმჯდომარე ნილს უშაკოვსი და საქართველოს საკითხებზე მუდმივი მომხსენებელი...

„ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტს დიტო ჩუბინიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა

„ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტს, საბოტაჟის ბრალდებით დაკავებულ დიტო ჩუბინიძეს თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.პროცესს თავად ბრალდებულიც ესწრებოდა, რომელმაც...

4 ოქტომბრის ორგანიზატორი ვარ მე და მხოლოდ მე: პაატა ბურჭულაძის მიმართვა საკონსტიტუციო სასამართლოს

4 ოქტომბრის ორგანიზატორი ვარ მე და მხოლოდ მე. ჩემი დაკითხვის გარეშე ამ საქმის განხილვა არათუ უსამართლობა, უსინდისობაც იქნება. მზად...

გახარიას პარტია ბიძინა ივანიშვილის და ირაკლი კობახიძის დაკითხვას ითხოვს

გახარიას პარტია საკონსტიტუციო სასამართლოში ბიძინა ივანიშვილის, კახა კალაძის და ირაკლი კობახიძის მოწმედ გამოძახებას და დაკითხვას ითხოვს.„ქართული ოცნების“ მოქმედი და...

ავთანდილ ბილანიშვილს პენიტენციური დაწესებულება არ დაუტოვებია, ის ციხეშია! – პენიტენციური

სპეციალური პენიტენციური სამსახური ე.წ. კრიმინალურ ავტორიტეტებთან დაკავშირებული ბრალდებული ძმების, დავით და გიორგი ფეიქრიშვილის დედის, ნინო აბრამიშვილის განცხადებას, იმის თაობაზე,...

The Economist: აშშ-ის ახალი სამშვიდობო გეგმა უკრაინისთვის დონბასში დემილიტარიზებულ ზონას ითვალისწინებს

აშშ-ის ადმინისტრაციამ უკრაინაში ომის დასრულების ახალი ვარიანტი მოამზადა. ამის შესახებ ჟურნალმა The Economist აშშ-ის ადმინისტრაციაში საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით განაცხადა....

3 წელი პატიმრობა, 2 წელი პირობითი,ჯარიმა – რომეო მიქაუტაძეს საპროცესო გაუფორმდა

ეკონომიკის მინისტრის ყოფილმა მოადგილე, რომეო მიქაუტაძემ პროკურატურასთან საპროცესო შეთანხმება გააფორმა. მიქაუტაძეს 3 წლით პატიმრობა და 2 წელი პირობითი...

შავ ზღვაში, დრონით დარტყმის შედეგად, სატვირთო გემი ჩაიძირა – არის მსხვერპლი

შავ ზღვაში, რუმინეთის სანაპიროსთან, დრონით დარტყმის შედეგად სატვირთო გემი ჩაიძირა. დაღუპულია ერთი მეზღვაური, სამი კი ამ დრომდე დაკარგულად...

დანიამ უკრაინას, დრონების ჩამოსაგდებად, F-16-ის 50 000-ზე მეტი ჭურვი გადასცა

დანიის სამეფომ უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის F-16 ტიპის მრავალფუნქციური საბრძოლო თვითმფრინავების 50 000-ზე მეტი ერთეული საბრძოლო მასალის მიწოდება უზრუნველყო.საუბარია ამერიკული...