ნორვეგიას ახალი მეფე ყავს – ვინ არის ჰოკონ VIII და როგორი მეფე იქნება

ნორვეგიის მეფე ჰარალდ V-ეს გლოვობს. ის 28 აგვისტოს გარდაიცვალა.  გარდაცვალების შემდეგ ტახტი მისმა ვაჟმა, ჰოკონმა დაიკავა. ბევრ ნორვეგიელს მიაჩნია, რომ მას გაუჭირდება იმ მაღალი სტანდარტის შენარჩუნება, რომელიც მამამისმა დაამკვიდრა.

ჰარალდი ქვეყანაში ძალიან პოპულარული იყო. ამას რეგულარული გამოკითხვებიც ადასტურებდა და ის ძლიერი ემოციური რეაქციაც, რომელიც მისი სიცოცხლის ბოლო დღეებში ნორვეგიაში გამოჩნდა.

ჰოკონი 1905 წლის შემდეგ ნორვეგიის მეოთხე მეფეა. მონარქის რანგში ერთ-ერთი პირველი ნაბიჯი იყო მთავრობის საგანგებო სხდომის მოწვევა და მამის დევიზის — „ყველაფერი ნორვეგიისთვის“ — მიღება.

ბევრი კომენტატორი მიიჩნევს, რომ ჰოკონი მეფობისთვის კარგად არის მომზადებული. როგორც კრონპრინცი, წლების განმავლობაში მამასთან ერთად ასრულებდა სამეფო მოვალეობებს, ბოლო პერიოდში კი ხშირად ცვლიდა ავადმყოფ ჰარალდს რეგენტის რანგში.

„ძალიან გამიმართლა, რომ ჩემს საქმეს სწორედ კრონპრინცი ჰოკონი გააგრძელებს“, — წერდა ჰარალდი ავტობიოგრაფიაში.

ისტორიკოს ტრუნდ ნორენ ისაკსენის თქმით, ჰოკონი მამაზე უფრო თავშეკავებული და დედასავით მშვიდია, თუმცა ბოლო წლებში უფრო გახსნილი და თავისუფალი გახდა. მისი შეფასებით, ჰოკონი განსხვავებული, მაგრამ არანაკლებ პატივცემული მეფე იქნება.

ნორვეგიელი მონარქების სამი თაობა: მეფე ოლავ V, მისი ვაჟი, მაშინდელი კრონპრინცი ჰარალდი და ახალგაზრდა პრინცი ჰოკონი 1982 წელს.

ჰოკონი 1973 წელს დაიბადა. ის ჰარალდისა და დედოფალ სონიას უმცროსი შვილია. ბავშვობაში თავადაც აღიარებდა, რომ პრინცობა ზოგჯერ არ მოსწონდა და სკოლაში სამეფო წარმომავლობაზე საუბარი უხერხულობას უქმნიდა.

ტახტის მემკვიდრე 17 წლის ასაკში გახდა, ბაბუის, მეფე ოლავ V-ის გარდაცვალების შემდეგ. სწავლობდა სახელმწიფო სკოლებში, შემდეგ სამხედრო-საზღვაო აკადემია დაამთავრა, მოგვიანებით კი პოლიტოლოგია კალიფორნიის უნივერსიტეტში, ბერკლიში შეისწავლა.

1999 წელს ჰოკონმა მუსიკალურ ფესტივალზე გაიცნო თავისი მომავალი მეუღლე მეტე-მარიტი — ახალგაზრდა ქალი, რომელსაც წინა ურთიერთობიდან ორი წლის ვაჟი, მარიუსი ჰყავდა. თავდაპირველად მათ ურთიერთობას საზოგადოების ნაწილი კრიტიკულად შეხვდა და ზოგი მონარქიისთვის საფრთხედაც კი მიიჩნევდა.

ჰოკონი და მეტე-მარიტი 2001 წლის აგვისტოში დაქორწინდნენ. მაშინ ორივე 28 წლის იყო.

თუმცა ნორვეგიელთა უმრავლესობას მათი კავშირი დიდად არ აღელვებდა. მეტე-მარიტის „ბობოქარი წარსული“ და ნარკოტიკებთან დაკავშირებული წვეულებები მაინც კითხვებს აჩენდა. ქორწილამდე სამი დღით ადრე მან საჯაროდ მოიხადა ბოდიში წარსულის გამო და განაცხადა, რომ ნარკოტიკები ბოროტებაა. ამ ინტერვიუს შემდეგ საზოგადოებაში მის მიმართ დამოკიდებულება მკვეთრად გაუმჯობესდა.

2001 წელს ჰოკონი და მეტე-მარიტი დაქორწინდნენ. მათ ორი საერთო შვილი ჰყავთ — პრინცესა ინგრიდ ალექსანდრა და პრინცი სვერე მაგნუსი. 1990 წელს ნორვეგიაში ტახტის მემკვიდრეობის წესები შეიცვალა და ქალებსაც მიეცათ მემკვიდრეობის უფლება, ამიტომ ინგრიდ ალექსანდრა მომავალში შესაძლოა XV საუკუნის შემდეგ ნორვეგიის პირველი მმართველი დედოფალი გახდეს.

ჰოკონი ამბობს, რომ მეტე-მარიტმა მას უფრო გახსნილ ადამიანად ჩამოყალიბებაში დაეხმარა. კრონპრინცესად გახდომის შემდეგ იგი აქტიურად ჩაერთო საქველმოქმედო საქმიანობაში, მათ შორის აივ-ით ინფიცირებულთა დახმარებასა და გაუნათლებლობის წინააღმდეგ ბრძოლაში.

2018 წელს მეტე-მარიტს ფილტვის ფიბროზი დაუდგინდა. მოგვიანებით მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა და 2026 წლის ივნისში მას ფილტვის გადანერგვის ოპერაცია ჩაუტარდა. ექიმების თქმით, ოპერაციამდე ტრანსპლანტაციის გარეშე მას სიცოცხლის დაახლოებით ერთი წელი რჩებოდა. მისი მდგომარეობის სტაბილურობაზე საბოლოოდ საუბარი მხოლოდ ოპერაციიდან ერთი წლის შემდეგ იქნება შესაძლებელი.

ჰოკონი ტახტზე სამეფო ოჯახისთვის რთულ პერიოდში ავიდა. ბოლო წლებში ოჯახი რამდენიმე სკანდალში გაეხვა.

ჰოკონის 22 წლის ქალიშვილი ინგრიდ ალექსანდრა ახლა კრონპრინცესაა და ტახტის მემკვიდრეობის რიგში პირველია.

ყველაზე მძიმე საქმე მეტე-მარიტის ვაჟს, მარიუს ბორგ ჰოიბის უკავშირდება, რომელსაც გაუპატიურებებში ადანაშაულებდნენ. ერთ-ერთი ქალი აცხადებდა, რომ დანაშაული სამეფო რეზიდენცია სკაუგუმში მოხდა.

სკანდალი გამოიწვია ასევე დოკუმენტებმა, რომლებიც მეტე-მარიტის ჯეფრი ეპშტეინთან ხანგრძლივ და აქტიურ ურთიერთობას ადასტურებდა. მან ამის გამო ბოდიში მოუხადა მეფე ჰარალდსა და დედოფალ სონიას და განაცხადა, რომ ეპშტეინთან გაცნობა შეცდომა იყო.

ამ მოვლენების შემდეგ რამდენიმე გამოკითხვამ აჩვენა, რომ ნორვეგიელთა თითქმის ნახევარი მეტე-მარიტის დედოფლად გახდომას არ ემხრობოდა.

მიუხედავად ამისა, სამეფო ოჯახის საკითხების კომენტატორები ფიქრობენ, რომ თავად ჰოკონი მეფობისთვის სრულად მზად არის. მათი შეფასებით, მთავარი იქნება, შეძლებს თუ არა ის მამისგან მიღებული მთავარი მემკვიდრეობის — საზოგადოების ნდობის — შენარჩუნებას.

„გადამწყვეტი იქნება, როგორ მოიქცევა სამეფო ოჯახი და როგორ შეძლებენ ჰოკონი და მომდევნო თაობა ჰარალდის მიერ მთელი ცხოვრების განმავლობაში მოპოვებული ნდობის შენარჩუნებასა და გაძლიერებას“, — ამბობს ჟურნალ Se og Hør-ის სამეფო კორესპონდენტი კაროლინა ვაგლე.

Nettavisen-ის კორესპონდენტი ტუვე ტოლესენი კი დარწმუნებულია, რომ ჰოკონს ნორვეგიელები ისეთივე პატივისცემითა და სიყვარულით შეხვდებიან, როგორითაც მის წინამორბედ მეფეებს.

პოპულარული

საქართველოში 3.1 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა

საქართველოში 3.1 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა.ეპიცენტრი თბილისიდან 53 კილომეტრში, ქალაქ...

მომდევნო დღეებში, საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი შენარჩუნდება

1-2 სექტემბერს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე შენარჩუნებული იქნება დროგამოშვებით ნალექიანი...

ბათუმში დაკარგული ქალის ცხედარი ზღვაში იპოვეს

4-დღიანი ძებნის შემდეგ, ბათუმში, ზღვაში დაკარგული ქალის ცხედარი იპოვეს. ქალის...

ნეპალისა და ჩინეთის საზღვარზე სტიქიას 900-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა — მაშველები ჰიდროელექტროსადგურების გვირაბებში ჩარჩენილებს ეძებენ

ჰიმალაის რეგიონში მომხდარი მასშტაბური სტიქიის შედეგად დაღუპულთა საერთო რაოდენობა,...

მისი სიტყვა რაციონალურ მსჯელობას არ ექვემდებარება – სამხარაძე ღარიბაშვილზე

" არ ვაპირებ ამ ადამიანის ბოდვების შინაარსობრივ განხილვას, რადგან...

დააკავეს პირი, რომელიც უცხო ქვეყნის მოქალაქეებს ადვოკატად გაეცნო, გამოართვა ₾58 000

შსს-ს  ცნობით, დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების, ყალბი ოფიციალური...

ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, განზრახ მკვლელობის ბრალდებით 1 პირი დააკავეს

შსს-ს ცნობით, გურიაში, სოფელ ნასაკირალში ქალის მკვლელობისთვის 1 პირი დააკავეს."გამოძიებით დადგინდა,...

აშშ-მა ირანს ბოლო ერთი თვის განმავლობაში პირველად დაარტყა

აშშ-ის შეიარაღებულმა ძალებმა კვირას, 30 აგვისტოს, იერიში მიიტანეს ირანის...

ყველა ამბავი

კრემლში პუტინთან მოლაპარაკებების შემდეგ ტრამპის სპეციალური წარმომადგენლები კიევში ზელენსკის შეხვდნენ

აშშ-ის პრეზიდენტის წარმომადგენლების, სტივ უიტკოფისა და ჯარედ კუშნერის მოლაპარაკებები კიევში დასრულდა. შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე მხარეებმა დეტალებზე ძალიან მწირი...

FT: ტრამპის მოწონების რეიტინგი რეკორდულად დაბალ ნიშნულამდე დაეცა

აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მოწონების რეიტინგი რეკორდულად დაბალ ნიშნულამდე დაეცა. ამას Focaldata-სა და Financial Times-ის (FT) მიერ ჩატარებული გამოკითხვის...

ბათუმში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი უცხო ქვეყნის მოქალაქე ქალი დააკავეს.დაკავებული, საბერძნეთის სამართალდამცავი ორგანოების...

ნატომ პირველად ჩაატარა სამხედრო წვრთნები აშშ-ის მონაწილეობის გარეშე

ნატოს ქვეყნებმა ალიანსის ისტორიაში პირველად ჩაატარეს სამხედრო წვრთნები აშშ-ის მონაწილეობის გარეშე, — ამის შესახებ Politico-მ შაბათს, 5 სექტემბერს, დაწერა....

ნიღბიანმა ანტიმიგრანტმა დემონსტრანტებმა ბრიტანეთში დოვერის ტერმინალი გადაკეტეს

შაბათს ინგლისის ქალაქ დოვერში ასობით ნიღბიანმა ადამიანმა ანტიმიგრაციული აქციის ფარგლებში მოძრაობა გადაკეტა, რის გამოც საფრანგეთსა და დიდ ბრიტანეთს შორის...

ახალდაბის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევას მოზარდი ემსხვერპლა

ახალდაბის გზაზე მოზარდს მანქანა დაეჯახა, რის შედეგადაც მოზარდი გარდაიცვალა.შსს–ს ინფორმაცით, ავტომობილის მძღოლი არაფხიზელ მდგომარეობაში იყო და ის უკვე დაკავებულია.მოზარდი ...

ვულკანის ამოფრქვევის გამო ინდონეზიის მთავარ საერთაშორისო აეროპორტში ასობით რეისი დროებით შეჩერდა

ვულკანის ამოფრქვევის გამო ინდონეზიის მთავარ საერთაშორისო აეროპორტში ასობით რეისი დროებით შეჩერდა. ჯაკარტის სუკარნო-ჰატას აეროპორტში ათიათასობით მგზავრი აღმოჩნდა ჩარჩენილი.ადგილობრივი ხელისუფლების...

რა არის „სლიფმაქსინგი“ და როგორ შეიძლება იდეალური ძილისკენ სწრაფვამ დაძინებაში ხელი შეგიშალოთ

ძილის ხარისხის შეფასებები, მაგნიუმი, თეთრი ხმაურის ჩანაწერები — ის, რაც ოდესღაც უბრალოდ დაძინება იყო, დღეს რეკომენდაციებისა და ტექნოლოგიების ნამდვილ...

პენტაგონმა აშშ-ის შეიარაღებული ძალების შტაბების 50-მდე თანამშრომელი პოლიგრაფზე შეამოწმა

აშშ-ის შეიარაღებული ძალების შტაბების უფროსთა გაერთიანებული კომიტეტის დაახლოებით 50 თანამშრომელს იძულებითი პოლიგრაფის ტესტი ჩაუტარდა. მიზეზი მედიაში საიდუმლო ინფორმაციის გაჟონვა...

„მიაქვთ წინადადება, როგორ დასრულდეს ომი“ – უიტკოფი და კუშნერი მოსკოვში

აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლები სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი შაბათს მოსკოვში ჩავიდნენ, სადაც ვლადიმირ პუტინს უნდა შეხვდნენ. დონალდ ტრამპის...

„პუტინის სულიერი მოძღვრის“ საქმეზე ბრალდებულებს ახალი მუხლები დაუმატეს

ФСБ-მ მიტროპოლიტ ტიხონზე სავარაუდოდ დაგეგმილი თავდასხმის საქმეზე ბრალდებები გააფართოვა. ტერაქტის მომზადების გარდა, საქმის ფიგურანტებს ახლა სახელმწიფო ღალატს, მოწინააღმდეგის დახმარებასა...

დივერსიების ტალღა თუ შემთხვევითობების ჯაჭვი – ევროპაში საეჭვო ინციდენტები გახშირდა

ლაიფციგის აეროპორტში მომხდარი ინციდენტი, სადაც ზუსტად ერთი თვის წინ ასაფეთქებელი ნივთიერებით დატვირთული უპილოტო საფრენი აპარატი აღმოაჩინეს, პირველი შემთხვევა გახდა,...