მდინარაძემ გადაწყვიტა, რომ დროზე გაქცევა სჯობდა, უარესი ფათერაკი რომ არ შეხვედროდა – სამადაშვილი

“მდინარაძემ გადაწყვიტა, რომ დროზე გაქცევა სჯობდა, უარესი ფათერაკი რომ არ შეხვედროდა ” – ასე გამოეხმაურა „ლელო-ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, სალომე სამადაშვილი მამუკა მდინარაძის მიერ თანამდებობის დატოვების გადაწყვეტილებას.

„მგონია, რომ ყველაზე სულელ და მიამიტ ადამიანსაც კი ამ ქვეყნად არ შეიძლება სჯეროდეს, რომ მდინარაძემ ეს გადაწყვეტილება თვითონ მიიღო. როგორც ჩანს, მას პირობები წაუყენეს ისეთი, რომ გადაწყვიტა, დროზე გაქცევა სჯობდა, უფრო უარესი ფათერაკი რომ არ შეხვედროდა ბიძინას კარზე. ეს ყველაფერი, პირველ რიგში, აჩვენებს იმას, რომ ივანიშვილი არის ჩიხში შესული, ის კარგად ხედავს, რომ ქვეყანა არის აბსოლუტურ გამოუვალ მდგომარეობაში შეყვანილი მის მიერ განხორციელებული პოლიტიკის შედეგად. შესაბამისად, ვხედავთ „ქართული ოცნების“ შიდა პროცესებს, რომელშიც მე როგორც ვხედავ, ივანიშვილი საკუთარ გამოზრდილ ვირთხებს ერთმანეთს აჭმევინებს, რომ გაათავისუფლოს ადგილი. როგორც ჩანს, ფიქრობს და ეიმედება, რომ თუ ყველა გავლენიან კლანს ერთმანეთს დააჭმევინებს, ეგებ თვითონ მაინც ჰქონდეს შანსი გამოძვრეს ამ ვითარებიდან და განახლება -გადატვირთვა მოახდინოს საკუთარი პოლიტიკის. ამის ნიშანია ის, რაც ღარიბაშვილის გარშემო განვითარდა და ასევე, ის, რაც ვითარდება კობახიძის გარშემო. მხოლოდ მდინარაძის წასვლა არ მგონია რომ იყოს, ეს უფრო ამ პროცესის დასაწყისი მგონია და არა დასასრული. კობახიძის გაგდების გარეშე ივანიშვილი ვერასდროს დაიწყებს ვერანაირი გამოსავლის მოძებნას იმ ჩიხიდან, რომელშიც ის დღეს არის შესული. ამიტომ თუ მას სურს, რომ ჩიხიდან გამოსავლის ძებნა დაიწყოს, ცხადია, რომ კობახიძე უნდა გააგდოს. მდინარაძე ყველაზე სანდო ლეიტენანტი ჰყავდა კობახიძე და ფაქტია, რომ ის დღეს გააგდეს და ალბათ, მადლობელია, რომ არ დაიჭირეს, ჯერჯერობით, ყოველ შემთხვევაში. შემდეგ ვის დაიჭერენ უცნობია.

მგონია, რომ ირაკლი ღარიბაშვილის წერილიც და მდინარაძის გადადგომაც არის ერთი პროცესი. ამ პროცესში ივანიშვილი სხვადასხვა კლანებს, მის მიერვე გამოკვებილ, შექმნილ კლანებს, ვირთხებივით ერთმანეთს აჭმევინებს, რომ თვითონ გამოვიდეს გამარჯვებული. მე ამ პროცესს ასე ვხედავ. სამწუხარო რეალობა, რომელიც უნდა დაინახოს ამ პროცესში საქართველოს მოქალაქემ არის ის, რომ აბსოლუტურად მიტოვებულია ბედის ანაბარა ხელისუფლებისგან. ხელისუფლება ძალაუფლების შენარჩუნების მიზნით არის დაკავებული ამ პროცესებით, დაჭერების და ერთმანეთთან გასწორების, მაშინ, როცა ადამიანები იბრძვიან გადარჩენისთვის“-განაცხადა სამადაშვილმა.

პოპულარული

პუტინი რუს ფოსტალიონებს უკრაინული დრონების საწინააღმდეგო საშუალებებს გადასცემს

უკრაინის მიერ რუსეთის ტერიტორიაზე თავდასხმების გაფართოების ფონზე, რუს ფოსტის...

“შეინახეთ მოპარული ფული, ახლო მომავალში დემოკრატიული მთავრობისთვის გადასაცემად” – სააკაშვილი “ოცნების” წევრებს

"შეინახეთ მოპარული ფული, სულ ახლო მომავალში დემოკრატიული მთავრობისთვის გადასაცემად"...

კომერციული მოსყიდვისა და ყალბი რეცეპტის გაცემის ბრალდებებით 3 პირი დააკავეს

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ცნობით, თელავსა და მცხეთა-მთიანეთში, კომერციული...

ბათუმიდან აფრენილი თვითმფრინავი რიზესთან ზღვაში ავარიულად დაეშვა

ბათუმიდან აფრენილი ორკაციანი მსუბუქი სპორტული თვითმფრინავი Aerospool WT-9 Dynamic...

თბილისში, სამალავიდან, ნახევარ კგ-ზე მეტი კოკაინი ამოვიღეთ – შსს

შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო მთავარი სამმართველოსა და დეტექტივების...

შსს თორნიკე რაზმაძეს, კრემლის პროპაგანდისტ მარგარიტა სიმონიანის შეურაცხყოფას ედავება და საქმის წარმოება დაიწყო

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბლოგერ თორნიკე რაზმაძის მიმართ ადმინისტრაციული...

ივანიშვილთან შეხვედრა ჩემი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი შეხვედრა იყო, ამით ვამაყობთ – იაგო ხვიჩია

„თავისუფალი ხალხის პარტიის“ ლიდერმა იაგო ხვიჩიამ „ფორმულას“ ეთერში ბიძინა...

ყველა ამბავი

“ფეხები არ მოჭამონ გიორგი ბარამიძეს და “ნაციონალურ მოძრაობას” ამ დაკავებებით” – ანა წითლიძე

"ფეხები არ მოჭამონ გიორგი ბარამიძეს და "ნაციონალურ მოძრაობას" ამ დაკავებებით იმიტომ, რომ ვერც გიორგი ბარამიძეს და ვერც "ნაციონალურ მოძრაობას"...

მსოფლიო რეკორდი დავამყარეთ, თავდაცვის მეხუთე მინისტრი გვიზის ციხეში – ვახტანგ კაპანაძე

"მსოფლიო რეკორდი დავამყარეთ, თავდაცვის მეხუთე მინისტრი გვიზის ციხეში" - განაცხადა ამის შესახებ, გენერალ-მაიორმა და გენერალური შტაბის ყოფილმა უფროსმა ვახტანგ...

გიორგი ბარამიძე დაკავებულია სამშობლოს ღალატის, კერძოდ საბოტაჟის ბრალდებით – ამირან გულუაშვილი

"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი, გიორგი ბარამიძე სამშობლოს ღალატისა და საბოტაჟის მუხლებით არის დაკავებული - ამის შესახებ გენერალური პროკურორის მოადგილემ,...

ოქრუაშვილი ციხეშია, ელისაშვილი ციხეშია, ბარამიძე იყო მხოლოდ გარეთ, ვისზედაც რუსეთს ძებნა ჰქონდა გამოცხადებული – ჯეჯელავა

"ირაკლი ოქრუაშვილი ციხეშია, ალეკო ელისაშვილი ციხეშია, მგონი გია ბარამიძე იყო პოლიტიკოსებს შორის მხოლოდ გარეთ, ვისზედაც რუსეთს ძებნა ჰქონდა გამოცხადებული...

“მითხრეს, რომ დაკავებული ვარ საქართველოს ღალატისთვის” – გიორგი ბარამიძე საკუთარ სახლში დააკავეს

ნაციონალური მოძრაობის წევრი, გია ბარამიძე, დააკავეს. ამ ეტაპზე უცნობია, ბარამიძის დაკავება უკავშირდება თუ არა პროკურატურის მიერ მის წინააღმდეგ "სამშობლოს...

პარტიების აკრძალვა ჩვენი საარჩევნო დაპირებაა და ამ სარჩელს ბოლომდე მივიყვანთ: პაპუაშვილი

ოპოზიციური პარტიების აკრძალვა არის საარჩევნო დაპირება და რა თქმა უნდა, ჩვენ ამ სარჩელს ბოლომდე მივიყვანთ - ამის შესახებ შალვა...

რუსების ტყვეობაში მყოფმა უკრაინელმა ჟურნალისტმა ფსბ-ს საიდუმლო საწამებლები ამხილა

რუსეთის ტყვეობაში მყოფმა 64 წლის უკრაინელმა ჟურნალისტმა, ირინა ლევჩენკომ, სასამართლო დარბაზში ჩვენების მიცემისას რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის (ფსბ) მხრიდან...

ჰუსიტებმა ბალისტიკური რაკეტის ასაწყობად ხელოვნური ინტელექტი გამოიყენეს

იემენში მოქმედა პრო-ირანულმა დაჯგუფებამ ხელოვნური ინტელექტის მოდელი Claude ბალისტიკური რაკეტის სისტემის პროგრამული უზრუნველყოფის დასაწერად გამოიყენა. ინფორმაციას  Financial Times-ი ავრცელებს.  ამერიკულმა...

პაპუაშვილის თქმით, ევროკავშირის საგარეო პოლიტიკა არაკვალიფიციურია

ევროკავშირის საგარეო პოლიტიკა არაკვალიფიციურია - ამის შესახებ "ოცნების" პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.„ჯერ იყო ჩინეთი, ახლა ჩინეთს მიაყოლეს...

მოსამართლე ხუჭუამ ფეისბუქზე დაწერილი კომენტარის გამო დაწყებული საქმე შეწყვიტა

თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუამ, მოქალაქის მიმართ ფეისბუქზე დაწერილი კომენტარის გამო დაწყებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოება შეწყვიტა.ხუჭუამ განაცხადა,...

კომერციული მოსყიდვისა და ყალბი რეცეპტის გაცემის ბრალდებებით 3 პირი დააკავეს

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ცნობით, თელავსა და მცხეთა-მთიანეთში, კომერციული მოსყიდვის ბრალდებით, 2 საჯარო მოხელე დააკავეს - კერძოდ, თელავიის მერიისა...

საქართველოში ადამიანი არ უნდა ისჯებოდეს ჩვენი წინაპრების შეურაცხყოფისათვის პასუხის გაცემის გამო! – მეუფე გიორგი ჯამდელიანი

საქართველოში ადამიანი არ უნდა ისჯებოდეს ჩვენი წინაპრების შეურაცხყოფისათვის პასუხის გაცემის გამო!, - ამის შესახებ მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსი, გიორგი...