ფრანკფურტის აეროპორტის ორი თანამშრომელი მალარიით გარდაიცვალა

ივლისის შუა რიცხვებიდან მაინის ფრანკფურტში მალარიით ინფიცირების 6 შემთხვევა დაფიქსირდა, მათგან 2 ლეტალურად დასრულდა. სავარაუდოდ, აეროპორტის თანამშრომლებს დაავადების გავრცელების რეგიონებიდან შემთხვევით შემოყვანილმა კოღოებმა უკბინეს.

პირველი ლეტალური შემთხვევა ჯერ კიდევ ივლისის დასაწყისში დაფიქსირდა, თუმცა ის, რომ ორივე შემთხვევაში სიკვდილის მიზეზი მალარია იყო, მხოლოდ მას შემდეგ დადგინდა, რაც აგვისტოში მეორე მსგავსი შემთხვევა მოხდა. ამის შესახებ ოთხშაბათს, 26 აგვისტოს, ფრანკფურტის ჯანდაცვის უწყებამ განაცხადა.

იმავე დღეს, 26 აგვისტოს, აეროპორტის მეორე თანამშრომლის მალარიით გარდაცვალების შესახებ აეროპორტის მმართველმა კომპანია Fraport-მაც გაავრცელა ინფორმაცია. სავარაუდოდ, ინფიცირება იმ კოღოების ნაკბენის შედეგად მოხდა, რომლებიც გერმანიაში იმ თვითმფრინავის ბორტზე მოხვდნენ, რომელიც ინფექციის გავრცელების რეგიონში იმყოფებოდა. ჯანდაცვის უწყების მონაცემებით, საუბარია ტროპიკულ მალარიაზე — დაავადების ყველაზე საშიშ ფორმაზე.

ამ დროისთვის ფრანკფურტში მალარიით ინფიცირების სულ ექვსი შემთხვევაა გამოვლენილი. გაზეთ Frankfurter Allgemeine Zeitung-ის ინფორმაციით, მამაკაცი, რომელიც აგვისტოში გარდაიცვალა, თვითმფრინავების მომსახურების სფეროში მუშაობდა.

მალარიით ინფიცირება კოღოს ნაკბენის შემდეგ

Fraport-მა თანამშრომლებისთვის მალარიის შესახებ ფართომასშტაბიანი საინფორმაციო კამპანია დაიწყო. კომპანიაში ვარაუდობენ, რომ ყველა შემთხვევაში ინფექცია კოღოს საშუალებით გავრცელდა და არა ადამიანიდან ადამიანზე.

მალარიის შემთხვევაში ადამიანიდან ადამიანზე გადაცემა უკიდურესად იშვიათია და შესაძლებელია მხოლოდ ინფიცირებული სისხლის გადასხმის ან დაბინძურებული ნემსით დაზიანების შემთხვევაში.

Fraport-ის პრესსამსახურის ინფორმაციით, რამდენიმე კვირის წინ აეროპორტში კოღოების სპეციალური ხაფანგებიც დაამონტაჟეს. დაჭერილ მწერებს ანტვერპენის ტროპიკული მედიცინის ინსტიტუტში აგზავნიან, რათა დაადგინონ, არიან თუ არა ისინი ინფექციის მატარებლები და რომელი რეგიონიდან მოხვდნენ გერმანიაში.

თანამშრომლების გაფრთხილება და კოღოების ხაფანგები

ამასთან, ჟურნალისტების ხელში აღმოჩნდა ფრანკფურტის აეროპორტის თანამშრომლებისთვის განკუთვნილი შიდა ინსტრუქცია, რომელიც ივლისის შუა რიცხვებით თარიღდება.

ტვირთების, ტექნიკური მომსახურების სფეროში ან ტერმინალის შენობასა და ასაფრენ-დასაფრენ ბილიკებს შორის ტერიტორიაზე მომუშავე პერსონალს რეკომენდაცია მისცეს, სიცხისა და ცხელების სიმპტომების შემთხვევაში აუცილებლად მიმართონ ექიმს და მიუთითონ „აეროპორტში მალარიით ინფიცირების“ შესაძლო ვარიანტზე.

დიაგნოზთან დაკავშირებით ეჭვის არსებობის შემთხვევაში პაციენტებს ურჩევდნენ, მიემართათ ტროპიკულ დაავადებებზე სპეციალიზებული სამედიცინო დაწესებულებისთვის, მაგალითად, ფრანკფურტის საუნივერსიტეტო კლინიკისთვის.

მალარია განსაკუთრებით გავრცელებულია აფრიკაში, აზიასა და სამხრეთ ამერიკაში. რობერტ კოხის ინსტიტუტის მონაცემებით, ბოლო წლებში გერმანიაში ყოველწლიურად მალარიით ინფიცირების 500-დან 600-მდე შემთხვევა ფიქსირდებოდა, რომლებიც ქვეყანაში საზღვარგარეთიდან იყო შემოტანილი.

პოპულარული

თამაზ ელიზბარაშვილს მუქარის ფაქტზე ბრალდება წარედგინა

პროკურატურის ინფორმაციით, თამაზ ელიზბარაშვილს მუქარის ფაქტზე ბრალდება წარედგინა."შინაგან საქმეთა...

ღარიბაშვილი თავის წერილში თვითმკვლელობით შენიღბულ მკვლელობებში ამხელს კობახიძე-მდინარაძეს..- ნიკა გვარამია

"ღარიბაშვილი თავის წერილში თვითმკვლელობით შენიღბულ მკვლელობებში ამხელს კობახიძე-მდინარაძეს.." -...

ნიუ-იორკის თაიმს-სქვერზე დანით თავდასხმას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, თავდამსხმელი პოლიციამ მოკლა

ორი სამზარეულოს დანით შეიარაღებულმა ქალმა ნიუ-იორკის თაიმს-სქვერზე ერთი ადამიანი...

შვეიცარიის პოლიციამ რეივზე მომხდარ სასიკვდილო სროლასთან დაკავშირებით მამაკაცი დააკავა

შვეიცარიის პოლიციამ ორშაბათს დააკავა ეჭვმიტანილი, რომელიც შაბათ-კვირას ქალაქ აარაუში...

მელია მაგინებს, ღარიბაშვილი და ლილუაშვილი შეშინებულები არიან, მე ლექციებს ვკითხულობ: სააკაშვილი ციხიდან

მიხეილ სააკაშვილი ამბობს, რომ ციხეში, ასევე პატიმრობაში მყოფი ნიკა...

ხატია დეკანოიძე ჯორბენაძის საქმეზე გამოკითხვაზე სასამართლოში გამოცხადდება

ენმ-ის ერთ-ერთი ლიდერის, ხატია დეკანოიძის განცხადებით, ლაზარე ჯორბენაძის საქმესთან...

თქვენი ხელფასებისთვის გაყიდეთ აფხაზეთიც და საქართველოს ინტერესებიც: ხმაური აფხაზეთის უმაღლეს საბჭოსთან

ხმაური იყო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოსთან, სადაც „ნაციონალური...

ყველა ამბავი

კრემლში პუტინთან მოლაპარაკებების შემდეგ ტრამპის სპეციალური წარმომადგენლები კიევში ზელენსკის შეხვდნენ

აშშ-ის პრეზიდენტის წარმომადგენლების, სტივ უიტკოფისა და ჯარედ კუშნერის მოლაპარაკებები კიევში დასრულდა. შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე მხარეებმა დეტალებზე ძალიან მწირი...

FT: ტრამპის მოწონების რეიტინგი რეკორდულად დაბალ ნიშნულამდე დაეცა

აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მოწონების რეიტინგი რეკორდულად დაბალ ნიშნულამდე დაეცა. ამას Focaldata-სა და Financial Times-ის (FT) მიერ ჩატარებული გამოკითხვის...

ბათუმში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი უცხო ქვეყნის მოქალაქე ქალი დააკავეს.დაკავებული, საბერძნეთის სამართალდამცავი ორგანოების...

ნატომ პირველად ჩაატარა სამხედრო წვრთნები აშშ-ის მონაწილეობის გარეშე

ნატოს ქვეყნებმა ალიანსის ისტორიაში პირველად ჩაატარეს სამხედრო წვრთნები აშშ-ის მონაწილეობის გარეშე, — ამის შესახებ Politico-მ შაბათს, 5 სექტემბერს, დაწერა....

ნიღბიანმა ანტიმიგრანტმა დემონსტრანტებმა ბრიტანეთში დოვერის ტერმინალი გადაკეტეს

შაბათს ინგლისის ქალაქ დოვერში ასობით ნიღბიანმა ადამიანმა ანტიმიგრაციული აქციის ფარგლებში მოძრაობა გადაკეტა, რის გამოც საფრანგეთსა და დიდ ბრიტანეთს შორის...

ახალდაბის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევას მოზარდი ემსხვერპლა

ახალდაბის გზაზე მოზარდს მანქანა დაეჯახა, რის შედეგადაც მოზარდი გარდაიცვალა.შსს–ს ინფორმაცით, ავტომობილის მძღოლი არაფხიზელ მდგომარეობაში იყო და ის უკვე დაკავებულია.მოზარდი ...

ვულკანის ამოფრქვევის გამო ინდონეზიის მთავარ საერთაშორისო აეროპორტში ასობით რეისი დროებით შეჩერდა

ვულკანის ამოფრქვევის გამო ინდონეზიის მთავარ საერთაშორისო აეროპორტში ასობით რეისი დროებით შეჩერდა. ჯაკარტის სუკარნო-ჰატას აეროპორტში ათიათასობით მგზავრი აღმოჩნდა ჩარჩენილი.ადგილობრივი ხელისუფლების...

რა არის „სლიფმაქსინგი“ და როგორ შეიძლება იდეალური ძილისკენ სწრაფვამ დაძინებაში ხელი შეგიშალოთ

ძილის ხარისხის შეფასებები, მაგნიუმი, თეთრი ხმაურის ჩანაწერები — ის, რაც ოდესღაც უბრალოდ დაძინება იყო, დღეს რეკომენდაციებისა და ტექნოლოგიების ნამდვილ...

პენტაგონმა აშშ-ის შეიარაღებული ძალების შტაბების 50-მდე თანამშრომელი პოლიგრაფზე შეამოწმა

აშშ-ის შეიარაღებული ძალების შტაბების უფროსთა გაერთიანებული კომიტეტის დაახლოებით 50 თანამშრომელს იძულებითი პოლიგრაფის ტესტი ჩაუტარდა. მიზეზი მედიაში საიდუმლო ინფორმაციის გაჟონვა...

„მიაქვთ წინადადება, როგორ დასრულდეს ომი“ – უიტკოფი და კუშნერი მოსკოვში

აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლები სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი შაბათს მოსკოვში ჩავიდნენ, სადაც ვლადიმირ პუტინს უნდა შეხვდნენ. დონალდ ტრამპის...

„პუტინის სულიერი მოძღვრის“ საქმეზე ბრალდებულებს ახალი მუხლები დაუმატეს

ФСБ-მ მიტროპოლიტ ტიხონზე სავარაუდოდ დაგეგმილი თავდასხმის საქმეზე ბრალდებები გააფართოვა. ტერაქტის მომზადების გარდა, საქმის ფიგურანტებს ახლა სახელმწიფო ღალატს, მოწინააღმდეგის დახმარებასა...

დივერსიების ტალღა თუ შემთხვევითობების ჯაჭვი – ევროპაში საეჭვო ინციდენტები გახშირდა

ლაიფციგის აეროპორტში მომხდარი ინციდენტი, სადაც ზუსტად ერთი თვის წინ ასაფეთქებელი ნივთიერებით დატვირთული უპილოტო საფრენი აპარატი აღმოაჩინეს, პირველი შემთხვევა გახდა,...