“მე ვერ გეტყვით, თავად ბიძინა ივანიშვილისთვის ეს არ არის საინტერესო, ჩვენთვის, ყველასთვის, მთლიანად გუნდისთვის, მათ შორის ბიძინა ივანიშვილისთვის, ერთადერთი რამე არის საინტერესო როცა საქმე ეხება ამერიკის შეერთებულ შტატებს – ჩვენ გვინდა სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენა და ამაზე აქტიურად ვმუშაობთ.
არ არის საინტერესო, ჩვენ შეხვედრებზე საერთოდ არ ვახსენებთ ხოლმე ამ საკითხს, რადგან არც ბიძინა ივანიშვილისთვის არ არის საინტერესო და შესაბამისად, არც ჩვენთვის არ არის საინტერესო ეს საკითხი. ერთადერთი, რაც გვაინტერესებს, ეს არის სტრატეგიული პარტნიორობა”
ასე უპასუხა ირაკლი კობახიძემ კითხვას, თუ რატომ რჩება ბიძინა ივანიშვილი აშშ-ს სანქციების სიაში. კობახიძის მტკიცებით, შეხვედრებზე საერთოდ არ ახსენებენ სანქციების საკითხს და მთავარი ინტერესი ამერიკასთან სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენაა.


