ტრამპი: უკრაინას ახალი პრეზიდენტი სჭირდება

უკრაინისთვის დროა, აირჩიოს ახალი პრეზიდენტი, რომელსაც „შეთანხმების მიღწევა“ შეუძლია, განაცხადა დონალდ ტრამპმა. მისი თქმით, ვოლოდიმირ ზელენსკის „მსოფლიოსთვის პრობლემების შექმნა სურს“ და სწორედ ამიტომ უკრაინის შეიარაღებული ძალები რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებს უტევენ.

უკრაინამ ვოლოდიმირ ზელენსკის ნაცვლად სახელმწიფოს ახალი მეთაური უნდა მოძებნოს, რომელსაც „შეთანხმების მიღწევა შეუძლია“, განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჟურნალისტებთან საუბრისას შაბათს, 10 ოქტომბერს.

„იცით, რას ვთავაზობ? ვთავაზობ მათ (უკრაინელებს — რედ.), მოძებნონ ახალი ლიდერი, რომელსაც შეთანხმების მიღწევა შეუძლია, რადგან მას (ზელენსკის — რედ.) მრავალი შეთანხმების მიღწევა შეეძლო, მაგრამ რატომღაც ეს არასოდეს გაუკეთებია. <…> ვფიქრობ, უკრაინისთვის დროა, ახალი პრეზიდენტი აირჩიოს“, — განაცხადა თეთრი სახლის ხელმძღვანელმა ერთ-ერთი ჟურნალისტის საპასუხოდ, რომელმაც აღნიშნა, რომ უკრაინელები ყოველდღიურად რუსეთის დარტყმებს განიცდიან.

თეთრი სახლის ხელმძღვანელის თქმით, აშშ ზელენსკის ეუბნებოდა, რომ მას „რუსეთთან მიმართებით ყველაფრის გაკეთება შეუძლია“, თუმცა ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებს არ უნდა დაარტყას, რადგან ეს „მსოფლიოს პრობლემაა“. ტრამპმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ქარხნებზე დარტყმები მაინც არ შეწყვეტილა.

„მას (ზელენსკის — რედ.) მსოფლიოსთვის პრობლემების შექმნა სურს. მას სურს, დიზელის საწვავის გამო ჩვენს ფერმერებს პრობლემები შეუქმნას, რადგან რუსეთი მთელ მსოფლიოში დიზელის საწვავის მნიშვნელოვან ნაწილს აწვდის. <…> აჯობებს, მან (ზელენსკიმ — რედ.), ჯანდაბა, ეს შეწყვიტოს (ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე დარტყმები — რედ.)“, — დასძინა ამერიკელმა ლიდერმა.

ტრამპმა რუსეთთან „დიზელის შეთანხმების“ შესახებ განაცხადა

აშშ-ის პრეზიდენტმა ზელენსკი გააკრიტიკა მას შემდეგ, რაც წინა დღეს ამერიკულ და სხვა ბაზრებზე რუსული დიზელის საწვავის მიწოდების შესახებ რუსეთთან შეთანხმება გამოაცხადა. შეთანხმების განსახორციელებლად აშშ-ის ფინანსთა სამინისტრომ გასცა ლიცენზია რუსული დიზელის საწვავით იმ ოპერაციების განხორციელებაზე, რომლებიც მანამდე სანქციების გამო აკრძალული იყო. ლიცენზია 2027 წლის 7 აპრილამდე მოქმედებს. რუსეთის ხელისუფლებამ კი ამ ტიპის საწვავის ექსპორტზე შეზღუდვების ვადაზე ადრე მოხსნის შესახებ განაცხადა.

თეთრი სახლის ხელმძღვანელმა რუსეთთან „დიზელის შეთანხმება“ მას შემდეგ დადო, რაც ზელენსკიმ უგულებელყო მისი არაერთი თხოვნა, შეეწყვიტა რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე დარტყმები, — ამის შესახებ საინფორმაციო პორტალმა Axios-მა წყაროებზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია. უკრაინის ლიდერი ასეთი შეტევების შეწყვეტას რუსეთის მიერ უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე დარტყმების შეწყვეტის სანაცვლოდ სთავაზობდა, თუმცა, გავრცელებული ცნობით, ტრამპი ამ ქმედებებს თანაბარმნიშვნელოვნად არ მიიჩნევდა.

ზელენსკი: „დიზელის შეთანხმება“ ომში ინვესტიციაა

9 ოქტომბერს უკრაინის პრეზიდენტმა გააკრიტიკა აშშ-სა და რუსეთს შორის დიზელის საწვავის მიწოდების შესახებ შეთანხმება და მას თეთრი სახლის მხრიდან „ომში ინვესტიცია“ უწოდა. „პუტინისთვის საჩუქრები მშვიდობას არ მოიტანს. <…> რუსეთი დიზელის სანაცვლოდ შემდგომი ტერორითა და მზაკვრობით „გადაგვიხდის მადლობას“, — დაწერა ზელენსკიმ.

მან ასევე მოუწოდა ვაშინგტონს, ცეცხლის შეწყვეტის მისაღწევად მოსკოვზე ზეწოლა გააძლიეროს. „უკრაინა არ დაწვავს რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებს, თუ რუსეთი ჩვენს ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურას არ გაანადგურებს. ამერიკას სწორედ ასეთ შეთანხმებას ვთავაზობთ და მიგვაჩნია, რომ შეერთებულ შტატებს საკმარისი ძალა აქვს ასეთი კომპრომისის მისაღწევად“, — აღნიშნა ზელენსკიმ.

გარდა ამისა, 10 ოქტომბერს უკრაინის პრეზიდენტმა სატელეფონო საუბრები გამართა ოთხ ევროპელ ლიდერთან: ფინეთისა და საფრანგეთის პრეზიდენტებთან — ალექსანდერ სტუბთან და ემანუელ მაკრონთან, ასევე ნორვეგიისა და დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრებთან — იონას გარ სტიორესა და ენდი ბერნემთან. ყველა საუბრისას, სხვა საკითხებთან ერთად, განიხილებოდა რუსეთზე ზეწოლის გაძლიერება, მათ შორის სანქციების მეშვეობით. ევროპაში უკრაინის მხარდაჭერისადმი ერთგულება, სხვებთან ერთად, გამოხატეს გერმანიის მთავრობამ და ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში კაია კალასმა.

პოპულარული

ბრიუსელის ბიუროკრატია ცდილობს, თვალებზე ხელი აიფაროს, სიმართლე არ დაინახოს – მათიკაშვილი

კომიკურ მდგომარეობაში მყოფი ბრიუსელის ბიუროკრატია ცდილობს, თვალებზე ხელი აიფაროს,...

გურამ როგავაზე თავდამსხმელ სპეცრაზმელს 5 წელი მიესაჯა

ჟურნალისტ, გურამ როგავაზე თავდასხმის საქმეზე სპეცრაზმელ გურამ (გოგა) კირკიტაძეს...

დარტყმა ყირიმის ხიდზე: ვრცელდება ცნობები თაღის ჩამოშლის შესახებ

ყირიმის ხიდი, რომელიც რუსეთს ანექსირებულ უკრაინულ ნახევარკუნძულ ყირიმთან აკავშირებს,...

უკრაინამ ვოლგოგრადში “ლუკოილის” ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე იერიში მიიტანა

12-13 ნოემბრის ღამის საათებში უკრაინული დრონებით იერიშის შემდეგ რუსეთის...

უსმან ნურმაგომედოვი და მისი თანაგუნდელები აბუ-დაბის ციხიდან გაათავისუფლეს

დაღესტნელი მებრძოლი უსმან ნურმაგომედოვი და მისი გუნდის წევრები არაბთა...

ყველა ამბავი

დარტყმა ყირიმის ხიდზე: რას ამბობენ ექსპერტები ზიანზე, აღდგენასა და ნახევარკუნძულისთვის მოსალოდნელ შედეგებზე

უკრაინის თავდასხმის შედეგად ყირიმის ხიდი სერიოზულად დაზიანდა: რუსეთის ხელისუფლებაც კი საუბრობს ანექსირებულ ნახევარკუნძულზე ტვირთების მიწოდების „ალტერნატიულ მარშრუტებზე“. ექსპერტების აზრით,...

18 ნოემბრის #საკვირველიდღეები

18 ნოემბრის #საკვირველიდღეები:30 000 მბ + ულიმიტო წთ (საქართველოში) - 25₾9 000 მბ - 10₾4 000 მბ - 5₾400...

სოფელ ენაგეთში პირმა ძმა მუშტების და ბლაგვი საგნის გამოყენებით მოკლა – პროკურატურა

პროკურატურამ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში დამამძიმებელ გარემოებებშ ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. უწყების ცნობით, ბრალდებულმა 15 ნოემბერს საკუთარი...

ამერიკის დაზვერვის ცნობით, ირანი ვაშინგტონში „ბინძური ბომბის“ აფეთქებას გეგმავს

CNN-ის ინფორმაციით, აშშ-ის დაზვერვის მიერ მოპოვებული ახალი მონაცემები მიუთითებს, რომ ირანი დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის მაღალჩინოსნების წინააღმდეგ ვაშინგტონში ე.წ. „ბინძური...

ელისო კილაძეს 10-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ ელისო კილაძეს 10-წლიანი პატიმრობა მიესაჯა - გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოში გამოცხადდასაქართველოს პროკურატურამ თაღლითობისა და ფულის გათეთრების ბრალდებით...

ოკუპაციის სიმბოლოს ბზარი გაუჩნდა – უკრაინის გენშტაბი ყირიმის ხიდზე

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის განცხადებით, ყირიმის ხიდზე დარტყმები უკრაინელი მებრძოლების მრავალეტაპიანი ერთობლივი ოპერაციის შედეგია, რომელიც რამდენიმე კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა."უკრაინის...

შევახსენეთ, რონ ომი იქ დაბრუნდება საიდანაც დაიწყო – ზელენსკი ყირიმის ხიდზე

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ყირიმის ხიდზე განხორციელებულ დარტყმებს ეხმაურება და მადლობას უხდის უკრაინის უსაფრთხოების სამსახურს, უკრაინის თავდაცვის ძალების ყველა...

ამდენი წურბელა რომ გეყოლება ქვეყანაში, რამდენს აიტანს – მამა ლევანი ჯიქური კორუფციაზე

კას­პის წმინ­და გი­ორ­გის ტაძ­რის და ე.წ სა­ზღვრის­პი­რა სოფ­ლე­ბის ღვთის­მსა­ხუ­რი, მღვდე­ლი ლე­ვან ჯი­ქუ­რი კორუფციასა და თანამდებობის პირების პასუხისმგებლობაზე წერს."მაღალ თანამდებობზე მყოფებს...

უსმან ნურმაგომედოვი და მისი თანაგუნდელები აბუ-დაბის ციხიდან გაათავისუფლეს

დაღესტნელი მებრძოლი უსმან ნურმაგომედოვი და მისი გუნდის წევრები არაბთა გაერთიანებულ საამიროების ციხიდან გაათავისუფლეს, - ინფორმაციას რუსული მედია  ავრცელებს.გამოცემა Lovin Dubai-ის...

საქართველოდან უცხო ქვეყნის 74 მოქალაქე გააძევეს

საქართველოდან, ბოლო დღეების განმავლობაში, უცხო ქვეყნის 74 მოქალაქე გააძევეს.შსს-ს ცნობით, ქვეყნიდან გააძევეს ინდოეთის, იორდანიის, პაკისტანის, სამხრეთ აფრიკის, სომხეთის, ავღანეთის,...

დარტყმა ყირიმის ხიდზე: ვრცელდება ცნობები თაღის ჩამოშლის შესახებ

ყირიმის ხიდი, რომელიც რუსეთს ანექსირებულ უკრაინულ ნახევარკუნძულ ყირიმთან აკავშირებს, სამშაბათს, 17 ნოემბერს, ღამით, ბოლო 24 საათში მეორედ გახდა თავდასხმის...

ამოიღეს 605 შეკვრად დაფასოებული “ალფა-პვპ” – უცხო ქვეყნის 2 მოქალაქე დააკავეს

თერჯოლაში, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა - შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით, უცხო...