პოლიციამ რენუარის ორი ნახატი იპოვა, რომლებიც საფრანგეთის რივიერაზე მდებარე მუზეუმიდან მოიპარეს

საფრანგეთის პოლიციამ პიერ ოგიუსტ რენუარის ორი ნახატი იპოვა, რომლებიც ერთი თვის წინ საფრანგეთის ქალაქ კან-სიურ-მერში მდებარე მხატვრის მუზეუმიდან მოიპარეს. ინფორმაცია ქალაქის ადმინისტრაციამ დაადასტურა.

საუბარია ტილოებზე „მადამ კოლონა რომანო“ (1910 წ.) და „ახალგაზრდა ქალი ჭასთან“ (1886 წ.). მერიის ინფორმაციით, ნახატები ხუთშაბათს, 8 ოქტომბერს იპოვეს.

„ეს ორი ნახატი უბრალოდ ხელოვნების ნიმუშებზე მეტია. ისინი ჩვენი ქალაქის ისტორიის, ჩვენი კულტურული მემკვიდრეობისა და იმ წვლილის ნაწილია, რომელიც ოგიუსტ რენუარმა კან-სიურ-მერს დაუტოვა“, — განაცხადა კან-სიურ-მერის მერმა ბრიან მასონმა.

პოლიციის განცხადებაში არ არის გამჟღავნებული, რა გარემოებებში იპოვეს ნახატები. გაზეთი Nice-Matin წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ ისინი საფრანგეთში, ერთ-ერთ ავტოფარეხში აღმოაჩინეს, თუმცა პროვანსი — ალპები — ლაჟვარდოვანი სანაპიროს რეგიონის ფარგლებს გარეთ.

გამოცემის ინფორმაციით, რენუარის ორივე ნამუშევარი, როგორც ჩანს, კარგ მდგომარეობაშია.

ამ კვირის დასაწყისში ცნობილი გახდა, რომ ნიცის პოლიციამ ქურდობაში მონაწილეობის ეჭვით ექვსი ადამიანი დააკავა.

Nice-Matin-ის ცნობით, ეჭვმიტანილები ქვეყნის რამდენიმე დეპარტამენტში დააკავეს: ზღვისპირა ალპებსა და ვარში (პროვანსი — ალპები — ლაჟვარდოვანი სანაპიროს რეგიონი), ეროში (ოქსიტანია) და დუში (ბურგუნდია — ფრანშ-კონტე). BFMTV-ის ინფორმაციით, დაკავებულთაგან ორი უშუალოდ ქურდობის ჩადენაშია ეჭვმიტანილი.

Nice-Matin-ის ცნობით, დაკავებულები, სავარაუდოდ, ორგანიზებული დანაშაულებრივი დაჯგუფების წევრები არიან და მასში სხვადასხვა ფუნქციას ასრულებენ. გაზეთის თანახმად, მათ შორის არის ორი ადამიანი, რომლებმაც მუზეუმიდან ნახატები მოიპარეს.

გახმაურებული ქურდობა ლაჟვარდოვანი სანაპიროს მუზეუმში

ნახატები ერთი თვის წინ მოიპარეს. 8 სექტემბერს, დილით ადრე, ორმა მძარცველმა კან-სიურ-მერში მდებარე რენუარის მუზეუმის მავთულის ღობე გადაჭრა, შემდეგ კი ფანჯრები ჩაამსხვრია და მუზეუმში შეაღწია.

მათ ნახატები კედლიდან ელექტროხერხის დახმარებით ჩამოხსნეს — სამაგრები გადახერხეს.

მძარცველები ცნობილი მხატვრის ოთხი ნახატის წაღებას ცდილობდნენ: „კოკო კითხულობს“ (1905 წ.), „მადამ კოლონა რომანოს პორტრეტი“ (1910 წ.), „მადამ სტივენ პიშონის პორტრეტი“ (1895 წ.) და „ახალგაზრდა ქალი ჭასთან“ (1886 წ.). თუმცა მოგვიანებით გაირკვა, რომ ოთხი ნახატიდან ორი — „კოკო კითხულობს“ და „მადამ სტივენ პიშონის პორტრეტი“ — ქურდებმა დანაშაულის ადგილიდან გაქცევისას მუზეუმთან მდებარე ბაღში დატოვეს.

ნახატებს შორის, რომელთა წაღებასაც მძარცველები ცდილობდნენ, თუმცა შემდეგ მუზეუმის ბაღში დატოვეს, იყო რენუარის ნამუშევარი „კოკო კითხულობს“ (1905 წ.).

კან-სიურ-მერის მერმა ბრიან მასონმა ქურდობის დღეს ჟურნალისტებს უთხრა, რომ მოპარული ნახატების ღირებულება დაახლოებით 9 მილიონ ევროს (10,5 მილიონ აშშ დოლარს) შეადგენდა. მან ეს მაშინ განაცხადა, როდესაც ვარაუდობდნენ, რომ სამი ნახატი იყო მოპარული. იმ დროს მას არ განუმარტავს, რას ეფუძნებოდა ნახატების ღირებულების ასეთი შეფასება.

რენუარის მუზეუმი მდებარეობს კან-სიურ-მერში, ლაჟვარდოვანი სანაპიროს ქალაქში, ნიციდან სულ რამდენიმე წუთის სავალზე. მუზეუმი 1960 წელს გაიხსნა და განთავსებულია იმ მამულის ტერიტორიაზე, სადაც მხატვარმა სიცოცხლის ბოლო 11 წელი გაატარა.

მუზეუმის კოლექციაში რენუარის 12 ნახატია, რომლებიც 1995 წელს ორსეს მუზეუმმა კან-სიურ-მერს გადასცა. მუზეუმში ასევე ინახება მხატვრის მიერ შექმნილი ათობით ქანდაკება.

ნახატების მოპარვიდან მალევე მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ერთ-ერთ მოპარულ ტილოზე — „ახალგაზრდა ქალი ჭასთან“ — პრეტენზიას აცხადებენ პარიზელი გალერისტის, იადვიგა ზაკის მემკვიდრეები. იადვიგა ზაკი 1944 წელს ოსვენციმში დაიღუპა.

გამოცემა ART News-ის ინფორმაციით, ჯერ კიდევ ერთი წლის წინ კანადურმა კომპანია Mondex Corporation-მა, რომელიც ხელოვნების ნიმუშების რესტიტუციაზე სპეციალიზდება, საფრანგეთის მთავრობას მიმართა შუამდგომლობით, რენუარის ეს ნახატი ზაკის ოჯახისთვის დაებრუნებინა.

გამოცემის ცნობით, იადვიგა ზაკმა 1928 წელს პარიზში გახსნა სამხატვრო გალერეა Galerie Zak, სადაც თანამედროვე ევროპელი და სამხრეთამერიკელი მხატვრების ნამუშევრებს გამოფენდა. გალერისტი რუსულ-პოლონელი მხატვრის, ევგენი ზაკის მეუღლე იყო. 1941 წელს ნაცისტებმა მისი სახლი, გალერეა და მის საკუთრებაში არსებული ხელოვნების ყველა ნიმუში ჩამოართვეს, ხოლო 1944 წელს ის და მისი ვაჟი ოსვენციმში დაიღუპნენ.

ორსეს მუზეუმის კურატორმა პოლ პერენმა დაადასტურა, რომ მეორე მსოფლიო ომის დროს ნახატი „ახალგაზრდა ქალი ჭასთან“ მის მფლობელებს ჩამოართვა გერმანულმა ორგანიზაციამ Otto-მ, რომელიც შავ ბაზარზე ხელოვნების ნიმუშების შესყიდვით იყო დაკავებული.

ნახატებს „ახალგაზრდა ქალი ჭასთან“ და „მადამ კოლონა-რომანო“ აქვთ MNR-ის (Musées Nationaux Récupération) სტატუსი. ეს ნიშნავს, რომ ისინი მიეკუთვნება კულტურულ ფასეულობებს, რომლებიც ნაცისტებმა მოიპარეს და 1945 წლის შემდეგ საფრანგეთში დააბრუნეს.

რატომ გახშირდა ქურდობა ევროპის მუზეუმებში?

ბოლო თვეებში ევროპულ, მათ შორის ფრანგულ მუზეუმებში ქურდობის შემთხვევები საგრძნობლად გახშირდა. მაგალითად, გასული წლის ოქტომბერში ლუვრიდან ექსპონატები მოიპარეს. მძარცველებმა შვიდ წუთში გაიტაცეს სამკაულები და ძვირფასეულობა, რომელთა ღირებულებაც 88 მილიონ ევროდ არის შეფასებული.

ლუვრიდან სამეფო ძვირფასეულობის მოპარვიდან რამდენიმე საათში გაძარცვეს საფრანგეთის ჩრდილო-აღმოსავლეთში, ქალაქ ლანგრში მდებარე Maison des Lumières-ის მუზეუმი, რომელიც ფილოსოფოს დენი დიდროს ეძღვნება. იქიდან მოიპარეს დაახლოებით 2 000 ოქროსა და ვერცხლის მონეტა, რომელთა ღირებულებაც დაახლოებით 104 ათასი აშშ დოლარია.

აგვისტოს ბოლოს ავსტრიის დედაქალაქში ორმა მძარცველმა ვენის გამოყენებითი ხელოვნების მუზეუმში (MAK) მინის ვიტრინა ჩაამსხვრია და ბრილიანტებით შემკული პლატინის ყელსაბამი მოიპარა. ვარაუდობენ, რომ მისი ღირებულება 4 მილიონ დოლარს აღემატება.

2026 წლის ზაფხულში ევროპაში მუზეუმების კიდევ რამდენიმე გახმაურებული ძარცვა მოხდა.

ვენის გამოყენებითი ხელოვნების მუზეუმის გაძარცვამდე რამდენიმე დღით ადრე ესპანეთის ალიკანტეს პროვინციაში, ვილიენის არქეოლოგიური მუზეუმიდან, უცნობმა პირებმა მოიპარეს ე.წ. „ვილიენის განძი“ — ბრინჯაოს ხანის ძვირფასეულობა, რომელიც სულ მცირე 1,7 მილიონ ევროდ არის შეფასებული. ქურდებმა ოპერაციის განხორციელება ოთხ წუთზე ნაკლებ დროში შეძლეს.

ამ კვირაში საფრანგეთის ქალაქ ისუარის მუზეუმიდან მოიპარეს ჟოზეფ ფორეს „აპოკალიფსის წიგნის“ ბრინჯაოს ყდა, რომელიც სალვადორ დალიმ შექმნა. მძარცველებს ხელი არ შეუშალა ექსპონატის დიდმა წონამ — დაახლოებით 150 კილოგრამმა.

ქურდობების სერიამ ევროპული კულტურული დაწესებულებების უსაფრთხოების შესახებ კითხვები გააჩინა.

ევროპოლმა ადრე განაცხადა, რომ მუზეუმებში ქურდობა „სულ უფრო აგრესიული ხდება და ძალადობრივ და ძალისმიერ მეთოდებზე გადადის“. უწყებამ დასძინა, რომ ეს „შესაძლოა ახალი დანაშაულებრივი ქსელების მონაწილეობაზე მიუთითებდეს“.

ნიდერლანდელმა დეტექტივმა არტურ ბრანდმა, რომელიც ხელოვნების ნიმუშებთან დაკავშირებულ საქმეებზე მუშაობს, ლუვრში მომხდარი ქურდობის შემდეგ თქვა, რომ ასეთი ცნობილი მუზეუმიდან ძვირფასი ექსპონატების მოპარვას, სავარაუდოდ, სხვა მუზეუმებში ქურდობაც მოჰყვებოდა.

„მსგავს შემთხვევებს უფრო ხშირად ვნახავთ, რადგან თუ ლუვრის გაძარცვა გამოგდით, ქურდები მთელ მსოფლიოში, ამის შემხედვარე, ჯერ იტყვიან: „ვაუ!“, შემდეგ კი დაფიქრდებიან: „ჩვენთანაც ხომ არის ადგილობრივი მუზეუმი, სადაც ოქრო და ვერცხლი ინახება?““ — თქვა არტურ ბრანდმა.

მისი თქმით, ევროპის სხვა მუზეუმებში მომხდარი ქურდობები, რომლებიც ლუვრის გაძარცვას მოჰყვა, უკვე „მიმბაძველების“ ნახელავია. არტურ ბრანდის განცხადებით, ამჟამად საფრთხე თითქმის ყველა მუზეუმს ემუქრება.

პოპულარული

გერმანიის ელჩი: ჩვენი პოლიტიკური ფონდები იძულებულნი გახდნენ, დროებით შეეჩერებინათ მუშაობა

გერმანიის ახლად დანიშნულმა ელჩმა საქართველოში, ბარბარა ფოსმა, თბილისში, გერმანიის...

„ქართულმა ოცნებამ“ ტელევიზიებს 93 სიტყვის გამოყენება აუკრძალა“ – TI

ბოლო 6 თვეში, კომისიამ კრიტიკულ ტელევიზიებს – „ტელეკომპანია პირველსა“...

უკრაინული დრონების თავდასხმა და ხანძარი Yandex-ის უმსხვილეს მონაცემთა ცენტრში

რუსეთის რიაზანის ოლქის ქალაქ სასოვოში, უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატების...

ელენე ხოშტარია: სისტემა კლავს – დამნაშავე ავადმყოფები არიან შემსრულებლებიც, დამკვეთებიც, „გამპრავებლებიც“

დამნაშავე ავადმყოფები არიან შემსრულებლებიც, დამკვეთებიც, დამნერგავებიც, დავალების გამცემებიც, "გამპრავებლებიც"...

უკრაინელებმა რუსეთის სიღრმეში მდებარე ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე იერიში მიიტანეს

უკრაინელებმა მორიგი მაღალი სიზუსტის დარტყმები განახორციელეს რუსეთის ტერიტორიაზე მდებარე...

კადრები აჩვენებს, რომ პენიტენციური სისტემა, სტანდარტების შესაბამისად მოქმედებს – კობახიძე პატიმარ დავითაძეზე

"აჩვენებს, რომ პენიტენციური სისტემა, სტანდარტების შესაბამისად მოქმედებს" - "ქართული...

ყველა ამბავი

უკრაინული დრონების თავდასხმის გამო პუტინის თვითმფრინავები მოსკოვში ვერ ეშვებოდნენ

დღეს, 9 ოქტომბერს, უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატებისა და მცირე საჰაერო ბუშტების იერიშის გამო მოსკოვის საჰაერო სივრცეში საგანგებო შეზღუდვები დაწესდა.როსავიაციამ...

ძიუდოისტი ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონი გახდა

ძიუდოისტი ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონი გახდა. აზერბაიჯანის დედაქალაქში, ბაქოში, ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატი მიმდინარეობს. -100 კილოგრამ წონით კატეგორიაში, ილია სულამანიძე...

გიორგი კირვალიძეს ივანიშვილის გინებისთვის 7-დღიანი პატიმრობა შეუფარდეს

4 ოქტომბრის საქმეზე ბრალდებულ გიორგი კირვალიძეს ბიძინა ივანიშვილის გინებისთვის 7-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე თორნიკე ქოჩქიანმა მიიღო. გადაწყვეტილების...

უკრაინამ Yandex-ის კიდევ ერთ მონაცემთა ცენტრზე მიიტანა იერიში

უკრაინელებმა  რუსეთში, კალუგის ოლქში მდებარე Yandex DC-ის კიდევ ერთ მონაცემთა ცენტრზე მიიტანეს იერიში.  როგორც ცნობილია, თავდასხმამ მონაცემთა ცენტრი "ნაწილობრივ...

უკრაინელებმა რუსეთის სიღრმეში მდებარე ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე იერიში მიიტანეს

უკრაინელებმა მორიგი მაღალი სიზუსტის დარტყმები განახორციელეს რუსეთის ტერიტორიაზე მდებარე სტრატეგიულ ობიექტებზე, მათ შორის ომსკის უმსხვილეს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანასა და უკრაინის...

აშშ-ის ისტორიაში პირველად — სიკვდილით დასჯის პირდაპირ ეთერში გადაცემა იგეგმება

აშშ-ის თავდაცვის სამინისტრო ნიდალ ჰასანის სიკვდილით დასჯის პირდაპირ ეთერში გადაცემას გეგმავს, — ამის შესახებ Reuters-ი იუწყება. ჰასანი არმიის ყოფილი...

ნიდერლანდების პარლამენტმა საქართველოს წინააღმდეგ სტრასბურგში საჩივრის შეტანა მოითხოვა

ნიდერლანდების სამეფოს პარლამენტის წარმომადგენელთა პალატამ დაამტკიცა რეზოლუცია, რომელიც ქვეყნის აღმასრულებელ ხელისუფლებას მოუწოდებს, პარტნიორ სახელმწიფოებთან ერთად, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში...

„ქართულმა ოცნებამ“ ტელევიზიებს 93 სიტყვის გამოყენება აუკრძალა“ – TI

ბოლო 6 თვეში, კომისიამ კრიტიკულ ტელევიზიებს – „ტელეკომპანია პირველსა“ და „ფორმულას“ „ქართული ოცნებისთვის“ მიუღებელი სიტყვებისა და ფრაზების გამოყენებისთვის“ მოხსენებითი...

სანქციები არაფერს ნიშნავს, ბიძინა ივანიშვილისთვის ეს არ არის საინტერესო – კობახიძე სანქციებზე

"მე ვერ გეტყვით, თავად ბიძინა ივანიშვილისთვის ეს არ არის საინტერესო, ჩვენთვის, ყველასთვის, მთლიანად გუნდისთვის, მათ შორის ბიძინა ივანიშვილისთვის, ერთადერთი...

ამ ეტაპზე არ განიხილება არ განიხილება – კობახიძე საწვავის აქციზის შემცირებაზე

ამ ეტაპზე ასეთი საკითხი არ განიხილება. თქვენ იცით, რომ საწვავის ფასების მატება გამოიწვია ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტმა. იმედი უნდა...

მიგრაციის დეპარტამენტმა საქართველოში არალეგალურად მყოფი უცხო ქვეყნის 64 მოქალაქე დააკავა

შსს-ს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ქვეყნის მასშტაბით ჩატარებული სპეციალური საიმიგრაციო კონტროლის ღონისძიებების შედეგად, 64 არალეგალურად მყოფი უცხოელი დააკავეს. დაკავებულები არიან...

დაწყებული გამოძიების გამო ნანა ყეინიშვილს ეროვნული ბანკის საბჭოს სხდომებიდან დროებით ჩამოაშორებენ

ეროვნული ბანკის საბჭოს წევრს ნანა ყეინიშვილს, რომლის წინააღმდეგაც პროკურატურამ გამოძიება დაიწყო, გამოძიების მიმდინარეობის პერიოდში, ეროვნული ბანკის საბჭოს სხდომებს დროებით...