ვან გოგის „აყვავებული წაბლები“ Sotheby’s-ზე რეკორდულ ფასად გაიყიდა

ვინსენტ ვან გოგის „აყვავებული წაბლები“ მხატვრის ყველაზე ძვირადღირებული ნამუშევარი გახდა. აუქციონამდე ნახატის ამჟამინდელმა მფლობელებმა და მისი წინა მფლობელების მემკვიდრეებმა მრავალწლიანი დავა მოაგვარეს.

ვინსენტ ვან გოგის ნახატი „აყვავებული წაბლები“ ნიუ-იორკში, Sotheby’s-ის აუქციონზე რეკორდულ 190 მილიონ 430 ათას დოლარად გაიყიდა. ამით ის აუქციონზე ოდესმე გატანილ მხატვრის ნამუშევრებს შორის ყველაზე ძვირადღირებული გახდა. აუქციონამდე ნახატის ამჟამინდელ მფლობელებსა და გერმანელი გამომცემლის, სამუელ ფიშერის (Samuel Fischer) ოჯახის მემკვიდრეებს შორის დავა მიმდინარეობდა. ნახატი მეორე მსოფლიო ომამდე ფიშერების ოჯახს ეკუთვნოდა. მხარეებმა ვაჭრობის წინა დღეს შეთანხმებას მიაღწიეს, რამაც ნამუშევრის გაყიდვას დაბრკოლება მოუხსნა.

ფიშერის მემკვიდრეები ნახატის გაყიდვას ეწინააღმდეგებოდნენ

ნახატი 1890 წლის მაისში, საფრანგეთის ქალაქ ოვერ-სიურ-უაზში დაიხატა — მხატვრის გარდაცვალებამდე სულ რაღაც ორი თვით ადრე. მასზე გზის გასწვრივ აყვავებული წაბლის ხეებია გამოსახული; გზაზე ერთი მამაკაცი და სამი ქალი მიდიან.

აუქციონის სახლის, Sotheby’s-ის ცნობით, გამომცემლობა S. Fischer-ის დამფუძნებელმა, ებრაელმა კოლექციონერმა სამუელ ფიშერმა, ნამუშევარი 1909 წელს პარიზში შეიძინა. ფიშერის გარდაცვალების შემდეგ ნახატი მის მეუღლეს დარჩა, 1936 წელს კი სხვა ოჯახს მიჰყიდეს. მოგვიანებით, 1975 წელს, ნახატი არგენტინულმა ბლაკიე-არიეტას ოჯახმა შეიძინა, რომელიც მას დაახლოებით ნახევარი საუკუნის განმავლობაში ფლობდა.

აუქციონამდე ცოტა ხნით ადრე სამუელ ფიშერის მემკვიდრეები ნახატის გაყიდვას შეეწინააღმდეგნენ. მათი აზრით, ფიშერების ოჯახმა ნახატი 1936 წელს ნებაყოფლობით არ დათმო — ეს ებრაელთა დევნის პირობებში, ნაცისტურ გერმანიაში მოხდა. მემკვიდრეების ადვოკატი გუნარ შნაბელი (Gunnar Schnabel) მოითხოვდა მტკიცებულებებს, რომ 1936 წლის გარიგება საბაზრო ფასად შედგა და ებრაული ოჯახის დისკრიმინაციის შედეგი არ ყოფილა.

Sotheby’s-მა ქონებრივ დავაზე მიღწეული შეთანხმება დაადასტურა

Sotheby’s-მა განაცხადა, რომ ნახატის მფლობელობის ისტორია საფუძვლიანად შეისწავლა. აუქციონის სახლის ცნობით, 1932-1933 წლებში ნამუშევარი ამსტერდამელ გალერისტს ეკუთვნოდა, ხოლო 1936 წლის ივნისში 68 ათას შვეიცარიულ ფრანკად გაიყიდა. Sotheby’s-ის მტკიცებით, გამოძიებამ ვერ გამოავლინა მტკიცებულებები, რომ ნახატი იძულებით ან შემცირებულ ფასად გაიყიდა.

ვაჭრობამდე ერთი დღით ადრე აუქციონის სახლმა განაცხადა, რომ ბლაკიე-არიეტას ოჯახსა და სამუელ და ჰედვიგ ფიშერების ყველა კანონიერ მემკვიდრეს შორის შეთანხმება შედგა. მისი პირობები არ გახმაურებულა. Sotheby’s-ის განცხადებით, შეთანხმება ფიშერების ოჯახის წევრებს ჰოლოკოსტის წლებში გადატანილი ტანჯვის აღიარების საშუალებას იძლევა და ამავე დროს ხელოვნების ნიმუშის გაყიდვას შესაძლებელს ხდის.

აქამდე ვან გოგის ყველაზე ძვირადღირებული ნამუშევარი იყო „ხეხილის ბაღი კვიპაროსებით“, რომელიც 2022 წელს 117,2 მილიონ დოლარად გაიყიდა.

პოპულარული

ტრამპი, ეპშტეინი და პუტინის ოლიგარქები: რა გაირკვა Deutsche Bank-ის დოკუმენტების გაჟონვის შედეგად

Deutsche Bank-ის შიდა დოკუმენტების მასშტაბურმა გაჟონვამ გამოააშკარავა ბანკის საქმიანი...

უსმან ნურმაგომედოვი და მისი თანაგუნდელები აბუ-დაბის ციხიდან გაათავისუფლეს

დაღესტნელი მებრძოლი უსმან ნურმაგომედოვი და მისი გუნდის წევრები არაბთა...

უკრაინელებმა ფინეთის ყურეში რუსულ სამხედრო ხომალდზე იერიში მიიტანეს

უკრაინამ 11 ნოემბერს ფინეთის ყურეში რუსულ სამხედრო ხომალდს "ნარო-ფომინსკს"...

ამოიღეს 605 შეკვრად დაფასოებული “ალფა-პვპ” – უცხო ქვეყნის 2 მოქალაქე დააკავეს

თერჯოლაში, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული...

“კაწრო” ახალ ბრალდებაში თავს დამნაშავედ არ ცნობს – ადვოკატი

ავთანდილ ბილანიშვილის, იგივე "კაწროს" ადვოკატის, თამარ აბესაძის თქმით, მისი...

დავით ფეიქრიშვილზე ძალადობის საქმეზე ბრალდებულებს – გიორგი პატარიძესა და რამაზ ფირცხალავას აღკვეთის ღონისძიების სახით 10 000 ლარიანი გირაო შეეფარდათ

დავით ფეიქრიშვილის მიმართ ციხის საკანში განხორციელებული ძალადობის საქმეზე ბრალდებულების,...

GWP წყალსადენის დაზიანების შედეგად დაზარალებულებს ზარალს სრულად აუნაზღაურებს – კალაძე

საბურთალოზე, მიცკევიჩისა და გამრეკელის ქუჩების კვეთაზე კომპანია GWP  წყალსადენის დაზიანების...

ყველა ამბავი

არსებობს კორპუსის ნგრევის საფრთხე – აფეთქების მიზეზი და კერა იდენტიფიცირებულია – სულხან თამაზაშვილი

ნგრევის საფრთხე რეალურად არის, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა სულხან თამაზაშვილმა ჟურნალისტებთან ფონიჭალაში განაცხადა, სადაც აფეთქება მოხდა. აფეთქების...

ჩინეთში დონალდ ტრამპისა და ვლადიმერ პუტინის პირისპირ შეხვედრა მიმდინარეობს

შენჭენში, აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის სამიტის ფარგლებში აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპისა და რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის პირისპირ შეხვედრა...

ფონიჭალაში, კორპუსში მომხდარი აფეთქების შედეგად, 3 ადამიანი დაშავდა

ფონიჭალაში, სადაც სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად აფეთქება მოხდა, 3 ადამიანი დაშავდა. როგორც ცნობილია სამივე პირი, კონტაქტურ მდგომარეობაში, სამედიცინო...

Reuters: დრონების თავდასხმებმა რუსეთში ნავთობის გადამუშავება 45%-ით შეამცირა

ოქტომბრის ბოლოდან უკრაინული დრონების თავდასხმებმა რუსულ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებში ნავთობის გადამუშავების მოცულობა 45%-ით შეამცირა, წერს Reuters ინდუსტრიის ორი წყაროს მითითებით....

კრიმინალს თუ საქმეში გაიყვან, ბუნებრივია მკვლელობებიც იქნება სად „შავი სამყაროა“ და სად ხელისუფლება, ვერ გაიგებ – ხუხაშვილი

კრიმინალს თუ საქმეში გაიყვან, ბუნებრივია მკვლელობებიც იქნება სად „შავი სამყაროა“ და სად ხელისუფლება, ვერ გაიგებ -  ამის შესახებ პოლიტოლოგმა...

ნია იმნაძეს სწორედ ოჯახმა, ახლობლებმა დაუშავეს, მისგან გამოცდილი მანიპულატორი ჩამოაყალიბეს – ეკა კუპატაძე

"ოჯახის წევრები არიან ტიპური მანიპულატორები, დარწმუნებული ვარ, რომ ნია იმნაძე ამ გარემოცვაში სხვაგვარი ვერ გაიზრდებოდა, მას სწორედ ოჯახმა, ახლობლებმა...

ყიფშიძის ქუჩაზე ერთი პირია მოკლული – სავარაუდო ბრალდებული გადაყვანილია პოლიციის განყოფილებაში

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ვაკეში, ყიფშიძის ქუჩაზე ერთი პირია მოკლული.  როგორც უწყება აცხადებს,  მკვლელობა ცხელ კვალზე გაიხსნა.„გამოძიება სისხლის სამართლის...

დაუსჯელი არავინ დარჩება – კალაძე 41 მილიონის მითვისების საქმეზე

საქმე გვაქვს სავარაუდო საბუთების გაყალბებასთან. დაველოდოთ გამოძიებას, დაუსჯელი არავინ დარჩება! ვისაც დანაშაული აქვს ჩადენილი, პასუხს აგებს კანონის წინაშე! -...

დაზიანდა 24-მდე მანქანა, დაზარალდა 8 ოჯახამდე – ზიანს მთლიანად ანაზღაურებს კომპანია – საბურთალოს რაიონის გამგებელი

GWP-ის ცენტრალურ მილზე ავარიის შედეგად დაზიანდა 24-მდე მანქანა, დაზარალდა 8 ოჯახამდე, - ამის შესახებ საბურთალოს რაიონის გამგებელმა გიზო ვასაძემ...

პარლამენტს არ მივიჩნევ ლეგიტიმურად, მაგრამ მის მიერ მიღებულ კანონებს, დიახ, ვასრულებ! – გვარამია

ეს პრეზიდენტი, ჩემთვის, როგორც ამ პარლამენტის მიერ ნომინირებული და არჩეული, ლეგიტიმური პირი არ არის - ყაველაშვილს ჰყავს ხალხიც შეწყალებული,...

“ძილის დროს ბავშვებს თავზე ბალიშებს აფარებენ და ისე აძინებენ” – წალკის  საბავშვო ბაღშიბავშვების მიმართ შესაძლო ძალადობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო

წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ საყდრიონის საბავშვო ბაღში აღსაზრდელების მიმართ შესაძლო ძალადობის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.  გამოძიება სისხლის სამართლის...

ჰაერიდან არ მოგვიტანია ევროკავშირის შედარება საბჭოთა კავშირთან – მათიკაშვილი

ჩვენ ჰაერიდან არ მოგვიტანია ევროკავშირის შედარება საბჭოთა კავშირთან - ამ რელსებზე გადადის ევროკავშირის ბიუროკრატია, - ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო...