უკრაინული დრონების თავდასხმის გამო პუტინის თვითმფრინავები მოსკოვში ვერ ეშვებოდნენ

დღეს, 9 ოქტომბერს, უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატებისა და მცირე საჰაერო ბუშტების იერიშის გამო მოსკოვის საჰაერო სივრცეში საგანგებო შეზღუდვები დაწესდა.

როსავიაციამ მოსკოვის ოთხივე აეროპორტში -შერემეტიევოში, ვნუკოვოში, დომოდედოვოსა და ჟუკოვსკში დროებითი შეზღუდვები გამოაცხადა, რამაც ასობით ფრენის დაყოვნება და გაუქმება გამოიწვია.

როგორც საერტაშორისო მედია წერს, ამ ფონზე, თურქმენეთში ოფიციალური ვიზიტის დასრულების შემდეგ მოსკოვისკენ მიმავალი ვლადიმერ პუტინის სამთავრობო თვითმფრინავების კორტეჟი იძულებული გახდა, მარშრუტი შეეცვალა ან მოლოდინის ზონაში დარჩენილიყო.

დამოუკიდებელი მედიასაშუალებები აღნიშნავენ, რომ Flightradar24-ის მონაცემებით, პრეზიდენტის სპეციალური საფრენი რაზმის „როსიას“ რამდენიმე სამთავრობო ბორტი მოსკოვის შემოგარენში მოლოდინის ზონაში ტრიალებდა და ნაწილი ალტერნატიულ აეროპორტებში გადაამისამართეს.

დამოუკიდებელი რუსული პროექტი Astra მოსკოვის სამხრეთ რაიონების მცხოვრებლებზე დაყრდნობით წერს, რომ დედაქალაქში აქტიურად მუშაობდნენ საჰაერო თავდაცვის სისტემები. თავდასხმა ხორციელდებოდა როგორც დრონებით, ისე სპეციალური მცირე ზომის საჰაერო ბუშტებით, რაც უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ გამოყენებული ახალი ტაქტიკური საშუალებაა.

კრემლის ოფიციალური სტრუქტურები და სახელმწიფო სააგენტოები ადასტურებენ მოსკოვზე საჰაერო იერიშს, თუმცა ვლადიმერ პუტინის კორტეჟის მანევრებსა და რუსეთის პრეზიდენტის ამჟამინდელ ადგილსამყოფელზე დუმილს ინარჩუნებენ.

ბოლო ინფორმაციით, რუსეთის ფედერალური საავიაციო უწყების  და ადგილობრივი მედიის ცნობით, მოსკოვის საჰაერო სივრცეში შემოღებული ყველა საგანგებო შეზღუდვა უკვე სრულად მოიხსნა: აეროპორტებმა ფრენების ჩვეულ რეჟიმში მიღება განაახლეს. პრეზიდენტის სპეციალური საფრენი რაზმის „როსიას“ ის 4 სამთავრობო ბორტი კი, რომლებიც საჰაერო იერიშის გამო მოსკოვის ცაზე საათობით წრეებს აკეთებდნენ, საშიშროების გავლის შემდეგ უსაფრთხოდ დაეშვნენ

პოპულარული

შეწყალების თხოვნით არ მიმიმართავს..ყველა ვართ გარეთ საჭირო – ნიკოლოზ ჯავახიშვილი

"შეწყალების თხოვნით არ მიმიმართავს.. ყველა ვართ გარეთ საჭირო.არავინ არ...

ფონიჭალაში მაშველებმა ნანგრევებიდან კიდევ ერთი პირის ცხედარი ამოიყვანეს

ფონიჭალაში, სადაც სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის დაგროვების შედეგად აფეთქება მოხდა,...

თუ აუცილებლობა იქნება, 90-ვე ოჯახს დავაბინავებთ – კალაძე ფონიჭალაში აფეთქებაზე

კახა კალაძის განცხადებით, საჭიროების შემთხვევაში, ფონიჭალაში აფეთქების შედეგად დაზიანებული...

დანია ევროკავშირს რუსებისთვის შენგენის ვიზების გაცემის შეწყვეტას სთავაზობს

დანიამ ევროკავშირის ქვეყნებს მოუწოდა, რუსეთის მოქალაქეებისთვის შენგენის ზონაში შესვლის...

ქუთაისში მრავალბინიან კორპუსში აფეთქება მოხდა

ქუთაისში, ავტოქარხნის დასახლებაში, მრავალბინიან საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება მოხდა. სავარაუდო მიზეზი...

ქართულ მხარეს რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის ინიციატივით არ მოუმართავს – ზახაროვა

საქართველოს რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის ინიციატივით არ მოუმართავს-  ამის...

ყველა ამბავი

ბიძინა ივანიშვილი არის პირველი პირი ჩვენს პოლიტიკურ გუნდში, მე ვარ მეორე – კობახიძე

"ბიძინა ივანიშვილი არის პირველი პირი ჩვენს პოლიტიკურ გუნდში, მე ვარ მეორე პირი, შესაბამისად, ლოგიკურია, რომ ყველაზე მჭიდრო ურთიერთობა არსებობს...

ქუთაისიდან ბერლინში გაფრენილი Wizz Air-ის თვითმფრინავი თბილისში დაეშვა

დღეს დილით Wizz Air-ის  ქუთაისიდან–ბერლინის რეისის თვითმფრინავი აფრენიდან მალევე თბილისში დაეშვა. როგორც მოგვიანებით გაირკვა, აფრენიდან რამდენიმე წუთში თვითმფრინავი ტურბულენტურ...

საქართველოდან უცხო ქვეყნის 83 მოქალაქე გააძევეს

ბოლო დღეების განმავლობაში საქართველოდან უცხო ქვეყნის 83 მოქალაქე  გააძევეს. ქვეყნიდან გააძევეს პაკისტანის, უზბეკეთის, თურქმენეთის, ინდოეთის, იორდანიის, ეგვიპტის, ლიბანის, ნიგერიის,...

2 წლიანი პატიმრობის შემდეგ ანატოლი გიგაურმა ციხე დატოვა

2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში მიმდინარე საპროტესტო აქციებზე დაკავებულმა, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, მსჯავრდებულმა ანატოლი გიგაურმა გლდანის პენიტენციური დაწესებულება დატოვა.გიგაურს სასჯელის ვადა...

74 შოლტი „ზნეობის შეურაცხყოფისთვის“–ირანში ცნობილი მომღერალი ჰიჯაბის გარეშე გამოსვლისთვის დასაჯეს

ირანის ხელისუფლებამ ცნობილი მომღერალი პარსთუ აჰმადი და მისი მუსიკალური ჯგუფისა და გადამღები ჯგუფის ოთხი წევრი გააშოლტინა: თითოეულმა 74 დარტყმა...

რუსეთმა ესტონეთი უკრაინის შეიარაღებული ძალების დრონებისთვის საჰაერო სივრცის დათმობაში დაადანაშაულა

ესტონეთის საქმეთა დროებითი რწმუნებული რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს. რუსეთის საგარეო უწყების ცნობით, მარკუს იუხტეგის „ტალინის მახლობლად თავდაცვის მრეწველობის...

ევროპარლამენტი ბურჭულაძის საქმეს და საქართველოში პოლიტპატიმრების საკითხს განიხილავს

ევროპარლამენტის 25 ნოემბრის დღის წესრიგში საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებული დებატებია შეტანილი. განხილვის თემა იქნება „პაატა ბურჭულაძის საქმე და პოლიტიკური...

რუსეთის ნოვოშახტინსკის ქარხანაში ხანძარი სატელიტიდან ჩანს – უკრაინა

უკრაინულმა ძალებმა რუსეთის როსტოვის ოლქში ნოვოშახტინსკის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაარტყეს. ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ადასტურებს და აცხადებს, რომ საწარმოს...

ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ გავაერთიანოთ ერი.როდემდე უნდა გაგრძელდეს ეს დაპირისპირება? – მეუფე იობი

"როდემდე უნდა გაგრძელდეს ეს დაპირისპირება? ჩვენ ვერ ვიქნებით ვინმესთან დაპირისპირებული - არც პოზიციასთან და არც ოპოზიციასთან. ჩვენ უნდა გავაერთიანოთ...

სუროგაციის აკრძალვა იქნება ძალიან დიდი წინ გადადგმული ნაბიჯი – პატრიარქი

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, შიო მესამემ, ქადაგებისას საქართველოში სუროგაციის აკრძალვის გეგმაზე ისაუბრა. პატრიარქის თქმით, სუროგაციასთან დაკავშირებულია არაერთი ძალიან მძიმე ცოდვა...

ბედნიერები ვართ, ეკლესიასთან ერთიანობით შეგვიძლია ვიზრუნოთ ჩვენს ქვეყანაზე – კობახიძე

"ქართული ოცნების" პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით განაცხადა, რომ ბედნიერია, რადგან ეკლესიასთან ერთიანობით ზრუნავენ ქვეყანაზე."გილოცავთ წმინდა...

შეწყალების თხოვნით არ მიმიმართავს..ყველა ვართ გარეთ საჭირო – ნიკოლოზ ჯავახიშვილი

"შეწყალების თხოვნით არ მიმიმართავს.. ყველა ვართ გარეთ საჭირო.არავინ არ ვართ ციხეში საჭირო " - ამბობს რეჟიმის პატიმარი, ნიკოლოზ ჯავახიშვილი...