კალასი აშშ-სა და რუსეთს შორის შეთანხმებაზე: ვამზადებთ სანქციების ყველაზე მასშტაბურ პაკეტს

აშშ-სა და რუსეთს შორის დიზელის შესახებ შეთანხმება მოსკოვს უკრაინაში „ომის საწარმოებლად დამატებით შემოსავალს“ მოუტანს, განაცხადა კაია კალასმა. მისი თქმით, ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ „ომის დაწყების შემდეგ ყველაზე მასშტაბურ სანქციების პაკეტს“ ამზადებს.

აშშ-ის მიერ რუსულ დიზელის საწვავზე სანქციების დროებით შეჩერება რუსეთს უკრაინის წინააღმდეგ „ომის საწარმოებლად დამატებით შემოსავალს“ მისცემს, განაცხადა შაბათს, 10 ოქტომბერს, ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში კაია კალასმა.

„ახლა რუსეთზე ზეწოლის შესუსტების დრო არ არის და ევროპა ამას არ გააკეთებს. ორშაბათს ევროკავშირის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები გეგმავენ ომის დაწყების შემდეგ ყველაზე მასშტაბური სანქციების პაკეტის დამტკიცებას, რომელიც რუსეთის სამხედრო მანქანის წინააღმდეგ იქნება მიმართული“, — დაწერა კალასმა სოციალურ ქსელ X-ში, აშშ-სა და რუსეთს შორის წინა დღეს გამოცხადებული დიზელის შეთანხმების კომენტირებისას.

დიპლომატმა თავის პოსტში ასევე აღნიშნა, რომ ბოლო ორი დღის განმავლობაში „რუსეთის დარტყმების შედეგად უკრაინაში 80-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა“. მისი თქმით, მოსკოვმა ასევე „გააძლიერა ჰიბრიდული თავდასხმები ევროპაზე“, მათ შორის ნატოს წევრ სახელმწიფოებზე.

ტრამპი და პუტინი რუსული დიზელის აშშ-სა და სხვა ქვეყნებში მიწოდებაზე შეთანხმდნენ

9 ოქტომბრის საღამოს აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან სატელეფონო საუბრის შემდეგ, განაცხადა, რომ მიღწეულია შეთანხმება რუსული დიზელის შეერთებულ შტატებსა და მსოფლიო ბაზარზე მიწოდების შესახებ.

თეთრი სახლის ხელმძღვანელის თქმით, რუსეთი „დაუყოვნებლივ მიაწვდის 300 000 ტონაზე მეტ დიზელის საწვავს ამერიკულ და მსოფლიო ბაზრებს, კიდევ 500 000 ტონას — ნოემბრის განმავლობაში, ხოლო შემდეგ — დამატებით 1 000 000 ტონას“.

შემდგომში, რუსული ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების მდგომარეობიდან გამომდინარე, მოსკოვმა მოკლე ვადებში კიდევ სამი მილიონი ტონა საწვავის მიწოდება უნდა უზრუნველყოს, განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა. კრემლმა შეთანხმება დაადასტურა.

გარიგების განსახორციელებლად აშშ-ის ფინანსთა სამინისტრომ გასცა ლიცენზია, რომელიც რუსულ დიზელთან დაკავშირებული და მანამდე სანქციებით აკრძალული ოპერაციების ჩატარებას უშვებს. ლიცენზია 2027 წლის 7 აპრილამდე იმოქმედებს. რუსეთის ხელისუფლებამ კი ამ ტიპის საწვავის ექსპორტზე დაწესებული შეზღუდვები ვადაზე ადრე მოხსნა.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ აშშ-სა და რუსეთს შორის შეთანხმებას „ომში ინვესტიცია“ უწოდა და ვაშინგტონს მოსკოვზე ზეწოლის გაძლიერებისკენ მოუწოდა, რათა ცეცხლის შეწყვეტა გახდეს შესაძლებელი.

„უკრაინა არ დაწვავს რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ინფრასტრუქტურას, თუ რუსეთი ჩვენს ენერგეტიკას არ გაანადგურებს. სწორედ ასეთ შეთანხმებას ვთავაზობთ ამერიკას და მიგვაჩნია, რომ შეერთებული შტატების ძალა საკმარისია ასეთი კომპრომისის მისაღწევად“, — განაცხადა უკრაინის ლიდერმა.

პოპულარული

აშშ ყურადღებით აკვირდება რუსულ ლაბორატორიაში შავი ჭირის შესაძლო გავრცელების ცნობებს

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ განაცხადა, რომ შეერთებული შტატები...

რა გამოწვევაც არ უნდა გვქონდეს წინ, ევროკავშირს კვლავ სჯერა საქართველოს ევროპული მომავლის – მარტა კოსი

"რა გამოწვევაც არ უნდა გვქონდეს წინ, ევროკავშირს კვლავ სჯერა...

რუსეთში შავი ჭირის გავრცელების გამო, ყაზახეთი ყირგიზეთი და უზბეკეთი საზღვრის კონტროლს აძლიერებს

ყაზახეთმა, ყირგიზეთმა და უზბეკეთმა საზღვრებზე კონტროლი გაამკაცრეს რუსეთში შესაძლო...

აშშ და ევროპა შეშფოთებულნი არიან რუსეთში შავი ჭირით შესაძლო გარდაცვალების შესახებ გავრცელებული ცნობებით

აშშ-ის საელჩომ მოსკოვში საკუთარი მოქალაქეები გააფრთხილა ირკუტსკის ოლქში ფილტვის...

გიორგი კირვალიძეს ივანიშვილის გინებისთვის 7-დღიანი პატიმრობა შეუფარდეს

4 ოქტომბრის საქმეზე ბრალდებულ გიორგი კირვალიძეს ბიძინა ივანიშვილის გინებისთვის...

“არ მინდა წასვლა, არ მინდა მოედნის დატოვება“… ლიონელ მესიმ არგენტინის ნაკრებში თავისი ბოლო მატჩი ჩაატარა

ლიონელ მესიმ არგენტინის ნაკრებში თავისი ბოლო მატჩი ჩაატარა. გამოსამშვიდობებელ...

დაწყებული გამოძიების გამო ნანა ყეინიშვილს ეროვნული ბანკის საბჭოს სხდომებიდან დროებით ჩამოაშორებენ

ეროვნული ბანკის საბჭოს წევრს ნანა ყეინიშვილს, რომლის წინააღმდეგაც პროკურატურამ...

პოლიციამ რენუარის ორი ნახატი იპოვა, რომლებიც საფრანგეთის რივიერაზე მდებარე მუზეუმიდან მოიპარეს

საფრანგეთის პოლიციამ პიერ ოგიუსტ რენუარის ორი ნახატი იპოვა, რომლებიც...

ყველა ამბავი

მოგზაურმა კარლ ბუშბიმ ჩილედან დიდ ბრიტანეთამდე ფეხით იმოგზაურა-ამას 28 წელი დასჭირდა

ბრიტანელმა მოგზაურმა კარლ ბუშბიმ ამ კვირაში ლა-მანში გადაცურა და სამშობლოში დაბრუნდა, საითაც ჩილედან დაახლოებით 28 წლის წინ გაემგზავრა. მთელი...

წინა ანგარიში გამანადგურებელი იყო საქართველოსთვის, მას შემდეგ ვითარება კიდევ უფრო გაუარესდა: პაველ ჰერჩინსკი

ხედავს თუ არა ევროკავშირის ელჩი „ქართული ოცნების“ რაიმე მზაობას - აღადგინონ ურთიერთობა ევროკავშირთან? პაველ ჰერჩინსკის ეს კითხვა ჟურნალისტებმა დაუსვეს....

რუსეთში ქართული ღვინოებისა და მინერალური წყლის შეტანა შეიზღუდა – რომელ კომპანიებს ეხება აკრძალვა

რუსეთში ქართული ღვინოებისა და მინერალური წყლის შეტანა აიკრძალა. როგორც გამოცემა Business Press Media იუწყება, შეზღუდვები ეხება ალკოჰოლური სასმელების მსხვილ...

პროკურატურა: პატიმარ დავითაძის მიმართ სექსუალური ძალადობის ფაქტი არ დადგინდა, საქმე შეწყვეტილია

პროკურატურამ რუსთავის N6 საპატიმრო დაწესებულებაში მოთავსებული მსჯავრდებულის, გიორგი დავითაძის მიმართ განხორციელებული შესაძლო სექსუალური ძალადობის ფაქტზე მიმდინარე გამოძიება დაასრულა და...

დამანგრეველი სტიქია პანამაში: 7.7 მაგნიტუდის მიწისძვრამ ცენტრალურ პროვინციებში შენობები და გზები გაანადგურა

პანამის რესპუბლიკის ცენტრალურ და სამხრეთ რეგიონებში ბოლო წლების განმავლობაში ყველაზე მძლავრი, 7.7 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა. მიუხედავად იმისა, რომ სტიქიას...

ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების რეკორდულ გაფართოებას ამზადებს

ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების სიების ყველაზე მასშტაბურ გაფართოებას ამზადებს — სიებს 1600-ზე მეტი ადამიანი და ორგანიზაცია დაემატება. ვინ მოხვდება...

პოლიციამ რენუარის ორი ნახატი იპოვა, რომლებიც საფრანგეთის რივიერაზე მდებარე მუზეუმიდან მოიპარეს

საფრანგეთის პოლიციამ პიერ ოგიუსტ რენუარის ორი ნახატი იპოვა, რომლებიც ერთი თვის წინ საფრანგეთის ქალაქ კან-სიურ-მერში მდებარე მხატვრის მუზეუმიდან მოიპარეს....

უკრაინული დრონების თავდასხმის გამო პუტინის თვითმფრინავები მოსკოვში ვერ ეშვებოდნენ

დღეს, 9 ოქტომბერს, უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატებისა და მცირე საჰაერო ბუშტების იერიშის გამო მოსკოვის საჰაერო სივრცეში საგანგებო შეზღუდვები დაწესდა.როსავიაციამ...

ძიუდოისტი ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონი გახდა

ძიუდოისტი ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონი გახდა. აზერბაიჯანის დედაქალაქში, ბაქოში, ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატი მიმდინარეობს. -100 კილოგრამ წონით კატეგორიაში, ილია სულამანიძე...

გიორგი კირვალიძეს ივანიშვილის გინებისთვის 7-დღიანი პატიმრობა შეუფარდეს

4 ოქტომბრის საქმეზე ბრალდებულ გიორგი კირვალიძეს ბიძინა ივანიშვილის გინებისთვის 7-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე თორნიკე ქოჩქიანმა მიიღო. გადაწყვეტილების...

უკრაინამ Yandex-ის კიდევ ერთ მონაცემთა ცენტრზე მიიტანა იერიში

უკრაინელებმა  რუსეთში, კალუგის ოლქში მდებარე Yandex DC-ის კიდევ ერთ მონაცემთა ცენტრზე მიიტანეს იერიში.  როგორც ცნობილია, თავდასხმამ მონაცემთა ცენტრი "ნაწილობრივ...

უკრაინელებმა რუსეთის სიღრმეში მდებარე ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე იერიში მიიტანეს

უკრაინელებმა მორიგი მაღალი სიზუსტის დარტყმები განახორციელეს რუსეთის ტერიტორიაზე მდებარე სტრატეგიულ ობიექტებზე, მათ შორის ომსკის უმსხვილეს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანასა და უკრაინის...