აშშ და ევროპა შეშფოთებულნი არიან რუსეთში შავი ჭირით შესაძლო გარდაცვალების შესახებ გავრცელებული ცნობებით

აშშ-ის საელჩომ მოსკოვში საკუთარი მოქალაქეები გააფრთხილა ირკუტსკის ოლქში ფილტვის შავი ჭირის შესაძლო აფეთქების შესახებ და შეახსენა მათ რუსეთის დატოვების მოქმედი რეკომენდაცია. დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ უახლოეს მომავალში ვლადიმირ პუტინთან განიხილავს ციმბირში არსებულ ეპიდემიოლოგიურ ვითარებას, სადაც, ოფიციალური ვერსიით, მძიმე პნევმონიისგან გარდაიცვალა ირკუტსკის შავი ჭირის საწინააღმდეგო ინსტიტუტის თანამშრომელი. რუსეთში შავი ჭირის შესაძლო აფეთქებაზე საუბრობენ ბრიუსელშიც.

აშშ-ის საელჩოს განცხადებაში ნათქვამია, რომ დიპლომატიური მისიისთვის ცნობილია ირკუტსკის ოლქში ფილტვის შავი ჭირით სავარაუდო ინფიცირების შემთხვევის შესახებ, რომელსაც ადამიანის გარდაცვალება მოჰყვა, ასევე ამ ფაქტთან დაკავშირებით შემოღებული საკარანტინო ზომებისა და რეგიონში საავადმყოფოების დახურვის შესახებ.

„აშშ-ის მოქალაქეებმა, რომლებიც ამ რეგიონში იმყოფებიან, უნდა დაიცვან ადგილობრივი ჯანდაცვის ორგანოების მითითებები, თავი აარიდონ აფეთქებით დაზარალებულ დაწესებულებებში ვიზიტს და ცხელების ან რესპირატორული სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში დაუყოვნებლივ მიმართონ სამედიცინო დახმარებას“, — ნათქვამია აშშ-ის საელჩოს განცხადებაში.

დიპლომატიურმა მისიამ ასევე შეახსენა მოქალაქეებს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მოქმედი რეკომენდაცია, თავი შეიკავონ რუსეთში მოგზაურობისგან. ეს გაფრთხილება ადრე, სხვა მიზეზებთან ერთად, უკანონო დაკავების გაზრდილი რისკებისა და უსაფრთხოების საფრთხეების გამოც გაიცა.

დონალდ ტრამპმა სამშაბათს განაცხადა, რომ ირკუტსკის ოლქში არსებულ ვითარებას ვლადიმირ პუტინთან ტელეფონით განიხილავს. აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, ეს საუბარი „უახლოეს მომავალშია“ დაგეგმილი. კვირის დასაწყისში ტრამპმა თქვა, რომ აშშ ირკუტსკის ოლქში მიმდინარე მოვლენებს „ძალიან ყურადღებით აკვირდება“.

„ჩვენ ამის შესახებ ახლახან შევიტყვეთ და ისინი [რუსეთის ხელისუფლება] ამას პნევმონიას უწოდებენ. ადრე პნევმონიის მკურნალობა უფრო მარტივი იყო, მაგრამ მიკრობები და ბაქტერიები არაპროპორციულად გაძლიერდნენ“, — განაცხადა ტრამპმა ჟურნალისტების კითხვებზე პასუხისას. მან ასევე აღნიშნა, რომ აშშ მზადაა რუსეთს დაავადების აფეთქებასთან ბრძოლაში საჭირო დახმარება გაუწიოს.

ციმბირში შავი ჭირის შესაძლო აფეთქებას ევროპაშიც აკვირდებიან. ევროკომისია და ევროკავშირის ქვეყნების წარმომადგენლები 7 ოქტომბრის სხდომაზე ირკუტსკის ოლქში ფილტვის შავი ჭირის სავარაუდო აფეთქების საკითხის განხილვას გეგმავენ. ოთხშაბათს ბრიუსელში ჯანდაცვის უსაფრთხოების კომიტეტის სხდომა იყო დაგეგმილი, რომლის დღის წესრიგშიც ციმბირში არსებული ვითარების საკითხიც დაემატა.

ჯანმო „დამატებით ინფორმაციას“ ელოდება

ციმბირში ლაბორატორიის თანამშრომლის გარდაცვალებამ გააჩინა ეჭვი, რომ მისი სიკვდილის მიზეზი შესაძლოა შავი ჭირი ყოფილიყო, — ამის შესახებ მანამდე ჟურნალისტებს ჯანმოს წარმომადგენელმა კრისტიან ლინდმაიერმა განუცხადა.

მან ხაზი გაუსვა, რომ ქალი, რომელიც „განსაკუთრებით საშიში ინფექციით“ გარდაიცვალა, მუშაობდა ორგანიზაციაში, რომელიც საშიშ პათოგენებს, მათ შორის შავი ჭირის გამომწვევს, იკვლევს.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა განაცხადა, რომ ამ ეტაპზე ჯანმო დაავადების აფეთქების რისკს ზომიერად აფასებს: „დაბალია ირკუტსკისთვის, დაბალია მთლიანად რუსეთის ფედერაციისთვის და ძალიან დაბალია ჯანმოს ევროპის რეგიონისთვის“. ამასთან, მან აღნიშნა, რომ ეს შეფასება ირკუტსკის ოლქში მომხდარის შესახებ ამჟამად ხელმისაწვდომ არასრულ ინფორმაციას ეფუძნება.

მისი თქმით, ლაბორატორიის თანამშრომლის გარდაცვალების ოფიციალური მიზეზი ჯერ დადასტურებული არ არის და ლაბორატორიული კვლევები გრძელდება.

ჯანმოს მოთხოვნის პასუხად რუსეთის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ბოლო პერიოდში ირკუტსკის ოლქში შავი ჭირის არც ერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა, — აღნიშნა გებრეიესუსმა.

„მათ გვაცნობეს, რომ კონტაქტირებულ პირებში მაღალი საფრთხის შემცველი პათოგენები არ გამოვლენილა და ყველა გამოვლენილ კონტაქტზე სამედიცინო მეთვალყურეობა დასრულებულია“, — განაცხადა ჯანმოს ხელმძღვანელმა.

გებრეიესუსმა აღნიშნა, რომ ჯანმომ „დამატებითი ინფორმაცია მოითხოვა“ იმ გამომწვევის შესახებ, რომელმაც ინსტიტუტის თანამშრომლის გარდაცვალება გამოიწვია.

მან ასევე თქვა, რომ ორგანიზაცია ამოწმებს მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას ინსტიტუტის მეორე თანამშრომლის შესახებ, რომელსაც „უცნობი მიზეზის პნევმონიის“ სიმპტომები აქვს.

ჯანმოში ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ მიუხედავად იმისა, რომ მკურნალობის გარეშე ფილტვის შავი ჭირი დაავადების დაწყებიდან ერთ დღეში შეიძლება ფატალურად დასრულდეს, ადრეული დიაგნოსტიკის შემთხვევაში „თანამედროვე ანტიბიოტიკებს პაციენტის მდგომარეობის სწრაფად სტაბილიზება შეუძლიათ“.

ფილტვის შავი ჭირი ადამიანიდან ადამიანზე ჰაერ-წვეთოვანი გზით გადადის და ბუბონურ ფორმაზე კიდევ უფრო საშიშია. ჯანმოს მონაცემებით, თუ პაციენტი ინფიცირებიდან პირველ 24 საათში ანტიბიოტიკებს არ მიიღებს, სიკვდილის ალბათობა 100%-ს აღწევს.

ფილტვის შავი ჭირის სიმპტომები, როგორც წესი, 24 საათში ვლინდება, ხოლო ბუბონური და სეპტიკური ფორმების ინკუბაციური პერიოდი ჩვეულებრივ რამდენიმე დღეს შეადგენს.

შავი ჭირის ჩხირი (ლათ. Yersinia pestis) — ბაქტერიაა, რომელიც შავ ჭირს იწვევს.

“განსაკუთრებით საშიში ინფექცია“

რუსეთის ხელისუფლების ინფორმაციით, ირკუტსკის შავი ჭირის საწინააღმდეგო ინსტიტუტის 28 წლის თანამშრომელი 29 სექტემბერს მძიმე პნევმონიის სიმპტომებით საავადმყოფოში გადაიყვანეს. 1-დან 2 ოქტომბრის ღამეს ის შელეხოვის საავადმყოფოში გარდაიცვალა, სადაც მანამდე ე.წ. „კოვიდ-ჰოსპიტალი“ ფუნქციონირებდა.

პაციენტის გარდაცვალებისთანავე შელეხოვის საავადმყოფო კარანტინისთვის დაიხურა, წერდა გამოცემა „Люди Байкала“ („ბაიკალის ხალხი“), რომელიც „უცხოეთის აგენტების“ რეესტრშია შეტანილი. კარანტინი ასევე დაწესდა ირკუტსკის შავი ჭირის საწინააღმდეგო ინსტიტუტში. გარდაცვლილ პაციენტთან კონტაქტში მყოფი ადამიანები იზოლაციაში გადაიყვანეს და რამდენიმე საავადმყოფოში განათავსეს, — იუწყებოდა მედია.

ტელეკომპანია REN TV აღნიშნავდა, რომ საუბარი დაახლოებით 200 კონტაქტზე იყო, თუმცა იმავე დღეს ეს ინფორმაცია წაშალა.

იმავე დღეს, 2 ოქტომბერს, ირკუტსკში რუსეთის მთავარი სახელმწიფო სანიტარული ექიმი ანა პოპოვა ჩავიდა, რომელმაც ირკუტსკის ოლქის ხელმძღვანელ იგორ კობზევთან ერთად რეგიონში „განსაკუთრებით საშიში ინფექციის“ შესაძლო შემთხვევასთან დაკავშირებით რიგგარეშე თათბირი ჩაატარა.

მედია და ტელეგრამ-არხები წყაროებზე დაყრდნობით წერდნენ, რომ 25 სექტემბერს დარია შიპილოვამ სამუშაო ადგილზე შავი ჭირის გამომწვევით სავსე სინჯარა გატეხა. თუმცა ოფიციალურ დონეზე ხელისუფლებას ეს ინფორმაცია არ დაუდასტურებია.

როსპოტრებნადზორმა 4 ოქტომბერს განაცხადა, რომ შავი ჭირის საწინააღმდეგო ინსტიტუტში მომუშავე ორმა კომისიამ დაადგინა: „პათოგენურ მიკროორგანიზმებთან მუშაობისას ავარიული სიტუაციები არ გამოვლენილა“.

ოფიციალური ვერსიით, ინსტიტუტის გარდაცვლილ თანამშრომელს დიაგნოზად „დაუდგენელი ეტიოლოგიის პნევმონია“ ჰქონდა. როსპოტრებნადზორმა აღნიშნა, რომ „პაციენტის მასალაში მის პროფესიულ საქმიანობასთან დაკავშირებული მიკროორგანიზმები არ გამოვლენილა“.

„არც ერთ კონტაქტირებულ პირს ინფექციურ პათოლოგიასთან დაკავშირებული ჯანმრთელობის მდგომარეობის ცვლილება არ გამოუვლენია“, — განაცხადა რუსეთის უწყებამ.

იმ პათოგენის შესაძლო საფრთხეზე, რომელმაც ლაბორანტის გარდაცვალება გამოიწვია, შესაძლოა ადგილობრივი ხელისუფლების ზოგიერთი განცხადება და ქმედებაც მიუთითებდა. გასულ კვირას ირკუტსკის ოლქის ქალაქ ბაიკალსკის ადმინისტრაციამ საკუთარ ტელეგრამ-არხზე გამოაქვეყნა მოწოდება, მოქალაქეებს შელეხოვში არ ემგზავრათ — ქალაქში, სადაც იმ დროისთვის „საშიში ინფექციის“ შემთხვევა იყო ეჭვმიტანილი. ამ შეტყობინებაზე ყურადღება „Люди Байкала“-მ გაამახვილა.

შელეხოვის რაიონის ხელისუფლებამ მანამდე განაცხადა, რომ ადგილობრივი საავადმყოფო კარანტინისთვის დაიხურა, მოგვიანებით კი ირკუტსკის ოლქის ხელმძღვანელმა იგორ კობზევმა თქვა, რომ რეგიონში „განსაკუთრებით საშიში ინფექციის“ შესაძლო შემთხვევა იყო ეჭვმიტანილი.

მედიაში ვრცელდებოდა ცნობები, რომ 28 წლის ლაბორანტი თითქოს ტაილანდიდან დაბრუნდა, სხვა წყაროები კი ბურიატიაში მივლინებას ახსენებდნენ.

მოგვიანებით ბურიატიის ხელმძღვანელმა ალექსეი ციდენოვმა დაწერა, რომ „შავი ჭირით გარდაცვლილი ქალი“ რეგიონში არ ჩასულა. შემდეგ მან პოსტი ჩაასწორა და ფორმულირება შეცვალა — „ქალი, რომელიც შესაძლოა შავი ჭირით გარდაიცვალა“.

ბოლო დღეებში ხელისუფლება თანმიმდევრულად უარყოფს, რომ „საშიში ინფექცია“ ფილტვის შავი ჭირის გამომწვევია.

ამასთან, ირკუტსკის შავი ჭირის საწინააღმდეგო ინსტიტუტი ორ კვირაში — 21 და 22 ოქტომბერს — რეგიონულ ცენტრში დსთ-ის ქვეყნების სახელმწიფოთაშორისი კონფერენციის ჩატარებას გეგმავს თემაზე: „ტერიტორიის სანიტარული დაცვის თანამედროვე პრობლემები შავი ჭირისა და სხვა საშიში ინფექციური დაავადებების შემოტანისა და გავრცელებისგან“.

BBC-ის მიერ აღმოჩენილი კონტრაქტის მიხედვით, ინსტიტუტი კონფერენციაზე 13 მილიონი რუბლის დახარჯვას გეგმავს. სტუმრებს აუნაზღაურებენ მგზავრობას ათი დედაქალაქიდან — პეკინიდან, ულან-ბატორიდან, მინსკიდან, ბაქოდან, ერევნიდან, ტაშკენტიდან, ბიშკეკიდან, ასტანიდან, აშხაბადიდან და დუშანბედან — ასევე ვიზებს, სამედიცინო დაზღვევასა და ჩინური ენიდან თარგმანის ხარჯებს.

კონფერენციის გაუქმების ან გადადების შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.

პოპულარული

ერთთვიანი პატიმრობის შემდეგ, ვახო სანაიამ მცხეთის იზოლატორი დატოვა

ვახო სანაიამ დღეს, 18 ნოემბერს, ერთთვიანი პატიმრობის შემდეგ მცხეთის...

სოფელ ენაგეთში პირმა ძმა მუშტების და ბლაგვი საგნის გამოყენებით მოკლა – პროკურატურა

პროკურატურამ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში დამამძიმებელ გარემოებებშ ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე...

ელისო კილაძეს 10-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ ელისო კილაძეს 10-წლიანი პატიმრობა მიესაჯა - გადაწყვეტილება თბილისის...

ფონიჭალაში, კორპუსში მომხდარი აფეთქების შედეგად, 3 ადამიანი დაშავდა

ფონიჭალაში, სადაც სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად აფეთქება მოხდა,...

ანა ყურაშვილი „ოლე ოლას“ სიმღერისთვის 3 ათასი ლარით დაჯარიმდა – ვიდეომტკიცებულებები ძირითადად უხმოა

პარტია „გირჩი - მეტი თავისუფლების“ წევრი, ანა ყურაშვილი,  საქალაქო...

“ოცნების” წარმომადგენლებს სურვილი არ აქვთ ჩამოსვლის, რადგან არ ვიწვევთ მათ უმაღლეს დონეზე – კოსი

"ოცნების" წარმომადგენლებს სურვილი არ აქვთ ჩამოსვლის, რადგან არ ვიწვევთ...

მაიამის საერთაშორისო აეროპორტში ორი თვითმფრინავი ერთმანეთს შეეჯახა

შაბათს ღამით მაიამის საერთაშორისო აეროპორტის ტერიტორიაზე ორი თვითმფრინავი ერთმანეთს...

ყველა ამბავი

დანია ევროკავშირს რუსებისთვის შენგენის ვიზების გაცემის შეწყვეტას სთავაზობს

დანიამ ევროკავშირის ქვეყნებს მოუწოდა, რუსეთის მოქალაქეებისთვის შენგენის ზონაში შესვლის დამატებითი შეზღუდვები დააწესონ. კოპენჰაგენი წინადადებებს ბრიუსელში 23 ნოემბერს წარადგენს. დანია...

ტატიანა კიმმა ევროკავშირის სანქციების დაწესების შემდეგ Wildberries-ის ხელმძღვანელის თანამდებობა დატოვა

ტატიანა კიმმა Wildberries-ის გენერალური დირექტორის თანამდებობა მას შემდეგ დატოვა, რაც ევროკავშირმა ის სანქციების სიაში შეიყვანა. კომპანიაში აცხადებენ, რომ კიმი...

FT: ტრამპი ცდილობს, უკრაინის საკითხზე „სამშვიდობო შეთანხმებას“ წლის ბოლომდე მიაღწიოს

Financial Times-ის წყაროების ინფორმაციით, თეთრი სახლი ყველა ღონეს ხმარობს, რათა უკრაინასა და რუსეთს შორის სამშვიდობო შეთანხმება 2027 წლის დასაწყისამდე...

ქუთაისში მრავალბინიან კორპუსში აფეთქება მოხდა

ქუთაისში, ავტოქარხნის დასახლებაში, მრავალბინიან საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება მოხდა. სავარაუდო მიზეზი ბუნებრივი აირის დაგროვებაა.აფეთქება იმდენად ძლიერი იყო, რომ კორპუსის მეხუთე სართულიდან...

ზელენსკი:პუტინმა უნდა გაიგოს, რომ ყირიმის ხიდი ვერ გადარჩება

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ყირიმის ხიდი განადგურდება და რუსეთის ლიდერმა ვლადიმირ პუტინმა ეს უნდა გაიგოს.ამერიკულ ტელეკომპანია NBC-სთან...

CNN: SpaceX შეიძლება მილიარდობით დოლარის ზარალის წინაშე აღმოჩნდეს Starshield-ის შეზღუდვების გამო, რომლებიც უკრაინას რუსული დრონების ჩამოგდებაში უშლიდა ხელს

აშშ-ის კონგრესში დემოკრატები SpaceX-ის პროექტების დაფინანსების შეზღუდვით იმუქრებიან, თუ არ გაირკვევა, ვინ და რატომ ზღუდავდა სამხედრო სატელიტური სისტემის Starshield-ის...

თაია ჩამონგრეული სამი სართულის ბეტონის ქვეშ, სავარძელსა და კედელს შორის იყო მოყოლილი – მაშველი

თაია იმყოფებოდა შენობის პირველ სართულზე, სამი სართულის შენობა - ნაგებობა ჩამოშლილი იყო და თაია ქვეშ იყო მოყოლილი, იყო ხის...

28 ოჯახი დარჩა სახლის გარეშე, შევუძენთ და გადავცემთ საცხოვრებელ ბინებს – ივანიშვილები ფონიჭალაში აფეთქებაზე

"28 ოჯახი დარჩა სახლის გარეშე, შევუძენთ და გადავცემთ საცხოვრებელ ბინებს" - ბიძინა და ეკატერინა ივანიშვილების სამძიმრის წერილს ავრცელებენ."ღრმა მწუხარებას...

რუსული რაკეტების აფეთქების შემდეგ, პოლონეთმა Patriot-ის სარაკეტო კომპლექსები საბრძოლო მზად ყოფნაში მოიყვანა

პოლონეთის ვიცე-პრემიერმა და თავდაცვის მინისტრმა ვლადისლავ კოსინიაკ-კამიშმა განაცხადა, რომ რუსული რაკეტების აფეთქების შემდეგ პოლონეთმა Patriot-ის სარაკეტო კომპლექსები საბრძოლო მზადყოფნაში...

მთელი ქვეყანა შეძრა ფონიჭალაში მომხდარმა ტრაგედიამ. დიდია ჩვენი მწუხარება – შიო III

"მთელი ქვეყანა შეძრა ფონიჭალაში მომხდარმა ტრაგედიამ, რომელმაც ექვსი ადამიანის, მათ შორის – ორი ბავშვის, სიცოცხლე შეიწირა. დიდია ჩვენი მწუხარება! "...

ფონიჭალაში მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებული ორი ბავშვის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია

ინგოროყვას საუნივერსიტეტო კლინიკის ბავშვთა რეანიმაციის ხელმძღვანელის, გია ბიბილაშვილის თქმით, ქვემო ფონიჭალაში მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებული  ბავშვების ჯანმრთელობის მდგომარეობა, დამაკმაყოფილებელია....

ქართულ მხარეს რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის ინიციატივით არ მოუმართავს – ზახაროვა

საქართველოს რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის ინიციატივით არ მოუმართავს-  ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა მარია ზახაროვამ, რუსეთის საგარეო...