უკრაინელებმა რუსეთში, კალუგის ოლქში მდებარე Yandex DC-ის კიდევ ერთ მონაცემთა ცენტრზე მიიტანეს იერიში. როგორც ცნობილია, თავდასხმამ მონაცემთა ცენტრი “ნაწილობრივ მწყობრიდან გამოიყვანა” და მისი ინფრასტრუქტურის ნაწილიც დააზიანა.
“მონაცემთა ცენტრის რამდენიმე მოდული მთლიანად გაითიშა. ამან, შესაძლოა, Yandex-ის ზოგიერთ სერვისზე მიუწვდომლობა გამოიწვიოს”. – წერია Yandex-ის განცხადებაში.
კომპანიაში აცხადებენ, რომ იერიშის შედეგად არავინ დაშავებულა, ზარალს კი ითვლიან.


