1.2 მილიონი ლარი თბილისის სანაცვლოდ: კომპანია იბეროილის და ყოფილი მინისტრის საიდუმლო გარიგება

„ამხილე კორუფცია. გააზიარე ფაქტები“ -ს კაპანიის ფარგლებში საერტაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო ყოფილი შს მინისტრის ალექსანდრე ჭიკაიძისა და კომპანია „იბეროილის“ შესახებ წერს.
„2026 წლის 14 აგვისტოს ნავთობპროდუქტების იმპორტიორმა და საბითუმო დისტრიბუტორმა, შპს „იბეროილმა“, რომლის მესაკუთრეებსაც ყოფილ შსს მინისტრ ალექსანდრე ჭიკაიძესთან საერთო კომპანია აქვთ, ელექტრონულ აუქციონზე 493 000 ლარად შეიძინა სახელმწიფო მიწის ორი ნაკვეთი (1 400 და 429 კვ.მ). ნაკვეთები თბილისში, იუმაშევის ქუჩაზე, კომპანიის ნავთობბაზასთან მდებარეობს.
ნაკვეთის შეძენიდან სამ დღეში, 17 აგვისტოს, „იბეროილის“ ოთხიდან სამმა მესაკუთრემ და კომპანიის დირექტორმა „ქართულ ოცნებას“ 160 000 ლარი შესწირეს. ირაკლი პეტრიაშვილმა და სიმონ გეგელაშვილმა თითომ 50 000 ლარი შესწირა, დავით ალიბეგაშვილმა და დირექტორმა მიხეილ ნიკოლეიშვილმა კი თითომ – 30 000 ლარი.
„იბეროილს“ ამ ქუჩაზე სახელმწიფო მიწა ადრეც აქვს შეძენილი. 2020 წლის ივლისში კომპანიამ მომიჯნავე, 5 702 კვ.მ ფართობის მიწის ნაკვეთი 521 000 ლარად შეიძინა. იმ დროს ნაკვეთი სარეკრეაციო ზონაში მდებარეობდა. კომპანიის მოთხოვნით, თბილისის საკრებულომ ნაკვეთს ჯერ სატრანსპორტო ზონის სტატუსი მიანიჭა (2020 წლის 8 დეკემბერი), შემდეგ კი სამრეწველო ზონის (2021 წლის 6 აგვისტო).
2023 წლის აპრილში ეს ნაკვეთი გადაეცა შპს „ატფ“-ს, ყოფილ შსს მინისტრ ალექსანდრე ჭიკაიძესთან დაკავშირებულ კომპანიას. „ატფ“-ში ჭიკაიძეს 17% ეკუთვნის, 50% კი შპს „იბერ ინვესტს“, რომელიც „იბეროილის“ მესაკუთრეებს და თავად „იბეროილს“ ეკუთვნის.

„იბეროილის“ მესაკუთრეებს და დირექტორს 2016 წლიდან „ქართულ ოცნებისთვის“ 1 220 000 ლარი აქვთ შეწირული“ – წერს არასამთავრობო ორგანიზაცია.

.

პოპულარული

სესხების გაცემის წესი იცვლება

ფიზიკური პირების დაკრედიტების წესში ცვლილებები შედის. საქართველოს ეროვნული ბანკის...

Flydubai-ს თვითმფრინავის მგზავრი აცხადებს, რომ ტელეშოუს ყურების შედეგად იცოდა, რა უნდა გაეკეთებინა ბორტის გადასარჩენად

ისრაელელმა მგზავრმა, რომელიც „Flydubai“-ს რეისზე თავდამსხმელი პილოტის განეიტრალებაში მონაწილეობდა,...

ძმებ ფეიქრიშვილებს ბრალდება უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციისთვისაც წარედგინათ

პროკურატურის განცხადებით, განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ბრალდებით...

სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილე, გირაოს სანაცვლოდ სხდომათა დარბაზიდან გათავისუფლდა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილე, კორუფციულ დანაშაულში ბრალდებული...

“საქართველოში დასაქმებას დაჰპირდნენ, წაართვეს პირადობა, ფული” – დაკავებულია 2 პირი

ბათუმში ჯგუფურად ჩადენილი გამოძალვის ბრალდებით უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე...

“მხოლოდ პოლიტიკური მისია ჰქონდათ” – პაპუაშვილი კონრად ადენაუერის ფონდზე

"მხოლოდ პოლიტიკური მისია ჰქონდათ" - შალვა პაპუაშვილი კონრად ადენაუერის...

მოსკოვში ქართველი ბიზნესმენის ყოფილი ცოლი და 19 წლის ქალიშვილი მოკლული იპოვეს

მოსკოვში ქართველი რესტორატორის, მამუკა წერეთლის ყოფილი მეუღლე, 53 წლის...

ოკუპანტებმა ხარკოვზე იერიშისთვის „ბანდეროლის“ ტიპის ფრთოსანი რაკეტები გამოიყენეს

რუსეთის საოკუპაციო ძალებმა უკრაინის ქალაქ ხარკოვის სამრეწველო რაიონზე მორიგი...

ყველა ამბავი

უკრაინამ მოსკოვის ოლქზე იერიშები მიიტანა – ხანძარი გაჩნდა რეგიონის უდიდესი ნავთობობიექტი

უკრაინამ მოსკოვის ოლქზე დრონებით იერიში მიიტანა.დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და ცხრა დაშავდა. ამის შესახებ მოსკოვის ოლქის გუბერნატორმა ანდრეი...

რუსეთში პატიმრების ექსტრადირება უნდა შეწყდეს: სოციალური სამართლიანობის ცენტრი

სოციალური სამართლიანობის ცენტრი ეხმიანება რუსეთში საქართველოდან ექსტრადირებული პატიმრის, 43 წლის დმიტრი პუშკარევის მკვლელობის ფაქტს და საქართველოდან რუსეთის ფედერაციაში პატიმრების...

ითხოვენ ჩემგან, რომ ვთქვა ის, რაც იმ კადრებში არ არის – იოსელიანი პატიმარ დავითაძეზე

"ითხოვენ ჩემგან, რომ ვთქვა ის, რაც იმ კადრებში არ არის" -  ამის შესახებ, სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა   ტვ პირველის...

მე-6 ციხეში ვითარება დაძაბულია. პატიმარმა ვენები გადაიჭრა. პატიმრების ნაწილმა შიმშილობა დაიწყო, ითხოვენ გავრცელებულ კადრებში მყოფი თანამშრომლების დაუყოვნებლივ გათავისუფლებას – საბა სხვიტარიძე

"მე-6 ციხეში ვითარება დაძაბულია. პატიმარმა ვენები გადაიჭრა. პატიმრების ნაწილმა შიმშილობა დაიწყო, ითხოვენ გავრცელებულ კადრებში მყოფი თანამშრომლების დაუყოვნებლივ გათავისუფლებას" -...

რუსული დრონი თურქულ გემს მოხვდა – არის მსხვერპლი

რუსული დრონი, შავ ზღვაში, რუმინეთის სანაპიროსთან თურქულ გემს მოხვდა - შედეგადაც ეკიპაჟის 2 წევრი დაიღუპა, მათ შორის გემის კაპიტანი.  ინფორმაცია...

აშშ ყურადღებით აკვირდება რუსულ ლაბორატორიაში შავი ჭირის შესაძლო გავრცელების ცნობებს

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ განაცხადა, რომ შეერთებული შტატები ყურადღებით აკვირდება ციმბირში მდებარე რუსულ სამეცნიერო ლაბორატორიაში შავი ჭირის შესაძლო...

სოფელ ინგირში, განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის, მრავალჯერ ნასამართლევი პირი დააკავეს

შსს-ს ცნობით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის ძებნილი, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი პირი დააკავეს. მიმდინარე წლის 13 სექტემბერს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის...

პროკურატურის განცხადებით,ზოდელავამ და ბერიძემ დანაშაული აღიარეს და მოინანიეს

პროკურატურა აცხადებს, რომ 4 ოქტომბრის საქმეზე სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობის, ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობის...

პენიტენციური სამსახური პატიმარ დავითაძის ოჯახს პასუხობს და კიდევ ერთ ვიდეოს ასაჯაროებს

სპეციალური პენიტენციური სამსახური მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის დედის განცხადებას ეხმაურება და აცხადებს, რომ მე-6 დაწესებულების მსჯავრდებულთა დეესკალაციის საკნებში გადაყვანა არ...

რუსული ჭურვი მოლდოვის საზღვარზე ჩამოვარდა და სამგზავრო ავტობუსი დააზიანა

დღეს დილით, მოლდოვა-უკრაინის საზღვარზე ვითარება უკიდურესად დაიძაბა. უკრაინის სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე რუსეთის მორიგი საჰაერო იერიშის დროს, ჭურვი მოლდოვის საზღვართან მდებარე...

რამდენიმე სტუდენტს აღენიშნა ალკოჰოლური თრობის შედეგად გამოწვეული შეუძლოდ ყოფნა – კავკასიის უნივერსიტეტი

"რამდენიმე სტუდენტს აღენიშნა ალკოჰოლური თრობის შედეგად გამოწვეული შეუძლოდ ყოფნა"-კავკასიის უნივერსიტეტი Welcome Party-ზე რამდენიმე სტუდენტის მოწამვლის ფაქტს ეხმაურება."კავკასიის უნივერსიტეტი ეხმაურება...

“ჩვეულებრივი სპექტაკლია” – შარმანაშვილი მსჯავრდებულ დავითაძეზე

ეს ჩვეულებრივი სპექტაკლია. მათ ჰგონიათ, რომ ასეთი ტიპის მოქმედებებით შანტაჟს გაუწევენ სახელმწიფოს, სახელმწიფო კი გამოაჩენს სისუსტეს, თავში ხელს შემოირტყამს...