ტრამპი თითოეულ სრულწლოვან ამერიკელს 5 ათას დოლარს დაჰპირდა, თუ რესპუბლიკელები კონგრესზე კონტროლს შეინარჩუნებენ

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა პირობა დადო, რომ თითოეულ სრულწლოვან ამერიკის მოქალაქეს 5 ათას დოლარს გადაუხდის იმ შემთხვევაში, თუ რესპუბლიკელები ნოემბერში დაგეგმილი შუალედური არჩევნების შედეგად წარმომადგენელთა პალატასა და სენატზე კონტროლს შეინარჩუნებენ.

ტრამპმა ეს განცხადება ტეხასის შტატის ქალაქ დალასში, რესპუბლიკური პარტიის ისტორიაში პირველ ყრილობაზე გააკეთა, რომელიც შუალედურ არჩევნებს მიეძღვნა.

„თუ რესპუბლიკელები აშშ-ის წარმომადგენელთა პალატასა და სენატზე კონტროლს შეინარჩუნებენ, ჩვენი წარმოუდგენელი ეკონომიკური წარმატების წყალობით… მე ამერიკის შეერთებული შტატების თითოეულ სრულწლოვან მოქალაქეს 5 ათასი დოლარის ოდენობის დივიდენდს გადავუხდი“, — განაცხადა პრეზიდენტმა.

მისი თქმით, ეს იქნება „იმის მსგავსი, როგორც წარმატებული კომპანიები უხდიან დივიდენდებს ინვესტორებს“.

„ერთადერთი შეზღუდვა ის იქნება, რომ დივიდენდი აშშ-ში უნდა დაიხარჯოს“, — დასძინა ტრამპმა. „ჩვენ არ გვინდა, რომ კანადაში წახვიდეთ და ფული იქ დახარჯოთ. არ გვინდა, რომ ჩინეთში, გერმანიაში წახვიდეთ… ეს ფული აშშ-ში უნდა დახარჯოთ“, — განაცხადა მან.

პრეზიდენტს არ განუმარტავს, როგორ განხორციელდება ეს გეგმა და საიდან იქნება აღებული თანხა იმ გადახდებისთვის, რომლებსაც თავად „ტრამპის დივიდენდები“ უწოდა.

აშშ-ში ფედერალური ბიუჯეტის ხარჯებს კონგრესი ამტკიცებს, თუმცა დალასში სიტყვით გამოსვლისას ტრამპს არ დაუკონკრეტებია, აპირებს თუ არა კანონმდებლებისთვის მსგავსი გადახდების დასამტკიცებლად მიმართვას.

დემოკრატებმა ტრამპის სიტყვებს მაშინვე „ცარიელი დაპირება“ უწოდეს, ხოლო ბევრმა კომენტატორმა მსგავსი განცხადების კანონიერება ეჭვქვეშ დააყენა.

აშშ-ის ფედერალური კანონმდებლობა პირდაპირ კრძალავს ისეთი ფულადი გადახდების განხორციელებას, რომელთა მიზანიც ამომრჩევლის გადაწყვეტილებაზე ზემოქმედებაა. თუმცა ზოგიერთი ექსპერტის აზრით, ტრამპის განცხადება შეიძლება განიხილებოდეს როგორც წინასაარჩევნო დაპირება გადასახადების შემცირების შესახებ, რაც თავისთავად კანონიერია.

საარჩევნო სამართლის ექსპერტმა, რომელსაც New York Times ესაუბრა, აღნიშნა, რომ ტრამპის განცხადებას აშშ-ის კონსტიტუციის პირველი შესწორება — სიტყვის თავისუფლების უფლება — იცავს და მისი დაპირება შეიძლება წინასაარჩევნო პროგრამის გამოქვეყნებად ჩაითვალოს, რომლის აკრძალვის უფლებაც სახელმწიფოს არ აქვს.

წარსულშიც ამერიკელი პოლიტიკოსები ამომრჩევლებს არჩევნებში წარმატების შემთხვევაში ფულად დახმარებას ჰპირდებოდნენ.

მაგალითად, COVID-19-ის პანდემიის დროს ჯორჯიის შტატში დემოკრატები ამომრჩევლებს 2 ათასი დოლარის დახმარების გადახდის მიღწევას ჰპირდებოდნენ, თუ პარტია სენატზე კონტროლს მოიპოვებდა.

უზარმაზარი თანხების გადახდა რესპუბლიკური პარტიის ყრილობაზე ამ ოთხშაბათს ტრამპის გამოსვლის მთავარი თემა არ ყოფილა. მან ამის შესახებ თავისი ვრცელი სიტყვის პირველი საათის ბოლოს ახსენა — სწორედ იმ დროს, როცა აუდიტორიის ყურადღება შესუსტებას იწყებდა.

პრეზიდენტს არ უთქვამს, ვინ და როგორ დააფინანსებს ტრილიონ დოლარზე მეტი მოცულობის გადახდებს და რა გზით გადანაწილდება ეს თანხა.

დამატებითი ინფორმაციის მოთხოვნის პასუხად თეთრმა სახლმა განაცხადა, რომ ეს სიტყვები „კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ პრეზიდენტი ტრამპი აკეთებს იმას, რასაც ე.წ. ‘ექსპერტები’ შეუძლებლად მიიჩნევდნენ: მისი მუშაობა ამერიკელი ხალხის სასარგებლოდ შედეგს იძლევა“. აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციას დამატებითი დეტალები იმის შესახებ, თუ როგორ იმუშავებს ეს სქემა, არ გაუვრცელებია.

„ხმების ყიდვის სოციალისტური სქემა“

ტეხასის შტატის ქალაქ დალასში ყრილობის მონაწილეები ტრამპის დაპირებას მხიარული აპლოდისმენტებით შეხვდნენ.

თუმცა ყრილობაზე არ ჩასულა იმ რესპუბლიკელი კანდიდატების უმრავლესობა, რომლებიც ნოემბრის არჩევნებზე ძლიერ კონკურენციას აწყდებიან და მერყევი ამომრჩევლების ხმებისთვის იბრძვიან — იმ ადამიანების, რომლებიც პოლიტიკურ არჩევანს ხშირად ცვლიან.

რესპუბლიკური პარტიის კონსერვატიულად განწყობილმა წევრებმა, რომლებიც პრეზიდენტს წარსულშიც არაერთხელ დაპირისპირებიან – განსაკუთრებით მუდმივად მზარდი სახელმწიფო ვალის საკითხზე, მის განცხადებას განსაკუთრებით მკაცრად უპასუხეს.

კენტუკის შტატიდან წარმომადგენელთა პალატის რესპუბლიკელმა წევრმა თომას მასიმ, რომელმაც წელს პრაიმერიზში დამარცხდა მას შემდეგ, რაც ტრამპმა იგი გააკრიტიკა, X-ზე დაწერა: „თქვენი არ ვიცი, მაგრამ მე, გულწრფელად რომ ვთქვა, შეურაცხმყოფლად მიმაჩნია აზრი, რომ ნოემბრის არჩევნებზე ჩემი ხმის ყიდვა ხუთი ათას დოლარად შეიძლება. აღარაფერს ვამბობ ინფლაციაზე, რასაც ეს გამოიწვევს. ყველაფრის გათვალისწინებით, სრულ ჭკუაზე მყოფი 10 ათას დოლარზე ნაკლებს ერთ ცენტსაც არ ავიღებ!“

სენატორმა სიუზან კოლინზმა, რომელიც დალასში არ ჩავიდა და მეინის შტატში ხელახლა არჩევისთვის დაძაბულ საარჩევნო კამპანიას აწარმოებს, განაცხადა: „გადასახადებსა და სახელმწიფო ხარჯებთან დაკავშირებული გადაწყვეტილებები ამერიკელი ხალხის საჭიროებებისა და ეკონომიკის მდგომარეობის გათვალისწინებით უნდა მიიღებოდეს. მათი არჩევნების შედეგებთან დაკავშირება არ შეიძლება.“

დემოკრატებმა კი ტრამპის სიტყვებს „ცარიელი დაპირებები“ უწოდეს.

იურისტების შეფასებით, აშშ-ის პრეზიდენტი ასეთი მასშტაბის გადახდების დამტკიცებას მხოლოდ აღმასრულებელი ბრძანებით, სავარაუდოდ, ვერ შეძლებს. თუმცა ტრამპმა ხუთშაბათს მიანიშნა, რომ კონგრესისთვის ნებართვის თხოვნას არ აპირებს.

CBS News-თან ინტერვიუში მან გამოთქვა მოსაზრება, რომ ამ ხარჯებისთვის კონგრესის თანხმობა აუცილებელი არ არის და ამავე დროს დასძინა: „ვფიქრობ, ისინი ამას გააკეთებენ, თუ დაგვჭირდება.“

თუმცა ბევრი რესპუბლიკელი სახელმწიფო ხარჯების მიმართ კონსერვატიულ პოზიციას ინარჩუნებს და, დიდი ალბათობით, ასეთ დანახარჯებს მხარს არ დაუჭერს.

ყოფილმა რესპუბლიკელმა კონგრესმენმა ბობ გუდმა „ტრამპის დივიდენდებს“ „ხმების ყიდვის სოციალისტური სქემა“ უწოდა.

თუმცა რესპუბლიკელთა ამჟამინდელმა ყრილობამ კიდევ ერთხელ შეახსენა ყველას, რომ ტრამპი პარტიაში კვლავ მთავარი ფიგურაა. წარსულში პრეზიდენტს არაერთხელ მოუხერხებია, სულ მცირე, წარმომადგენელთა პალატის პოზიციის შეცვლა იმ გადაწყვეტილებების მხარდასაჭერად, რომლებიც ტრადიციულ კონსერვატიულ შეხედულებებს არ შეესაბამებოდა.

პოპულარული

სამწუხაროა, რომ ყოფილი პრემიერმინისტრი დავიდა კონკრეტული შავბნელი გაზეთის ბლოგერის დონეზე – კობახიძე ღარიბაშვილზე

ერთადერთი კომენტარი, რაც ამ წერილებთან დაკავშირებით შემიძლია ვთქვა, არის...

ნატომ პირველად ჩაატარა სამხედრო წვრთნები აშშ-ის მონაწილეობის გარეშე

ნატოს ქვეყნებმა ალიანსის ისტორიაში პირველად ჩაატარეს სამხედრო წვრთნები აშშ-ის...

დივერსიების ტალღა თუ შემთხვევითობების ჯაჭვი – ევროპაში საეჭვო ინციდენტები გახშირდა

ლაიფციგის აეროპორტში მომხდარი ინციდენტი, სადაც ზუსტად ერთი თვის წინ...

აშშ-მა ხუთი ირანული ნავთობტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა

აშშ-ის შეიარაღებული ძალების ცენტრალურმა სარდლობამ (CENTCOM) სამშაბათს, 8 სექტემბერს,...

ხელისუფლების პანიკურმა რეაქციამ სისტემის სრული ლუსტრაცია მოახდინა: ღარიბაშვილის მორიგი წერილი

ირაკლი ღარიბაშვილის მორიგი - მე-6 წერილი ციხიდან. პატიმრობაში მყოფი...

რეკორდული ტენდერები „ოცნების“ შემწირველისთვის

რეკორდული სისწრაფით მოგებული ტენდერი: „ქართული ოცნებისთვის“ 60 ათასის ჩარიცხვის...

რუმინეთმა განაცხადა, რომ რუსეთის მიერ დაგეგმილი დივერსია აღკვეთა

რუმინეთის შიდა დაზვერვის სამსახურმა (SRI) განაცხადა, რომ ქვეყნის ტერიტორიაზე...

ყველა ამბავი

საქართველოში ადამიანი არ უნდა ისჯებოდეს ჩვენი წინაპრების შეურაცხყოფისათვის პასუხის გაცემის გამო! – მეუფე გიორგი ჯამდელიანი

საქართველოში ადამიანი არ უნდა ისჯებოდეს ჩვენი წინაპრების შეურაცხყოფისათვის პასუხის გაცემის გამო!, - ამის შესახებ მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსი, გიორგი...

რუსეთის 26 მსხვილ აეროპორტში თვითმფრინავების საწვავით შევსება შეზღუდეს

რუსეთში საწვავის კრიზისის ფონზე აეროპორტებმა თვითმფრინავების საწვავით შევსებაზე შეზღუდვების მასობრივად დაწესება დაიწყეს. 7 სექტემბრის მდგომარეობით, ასეთი ზომები სულ მცირე...

რეჟიმს მორალი არ აქვს–მზია ამაღლობელის პასუხი ციხიდან შალვა პაპუაშვილს

გუშინ, 9 სექტემბერს, „ოცნების“ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა პარლამენტში ბრიფინგი გამართა, სადაც მზია ამაღლობელთან დაკავშირებით კვლავაც ყალბი ინფორმაცია გაავრცელა....

ბრიტანეთმა, ნორვეგიამ და აშშ-მ, რუსეთის საიდუმლო წყალქვეშა ოპერაცია აღკვეთს

Reuters-მა  ექსკლუზიური მასალა გამოაქვეყნა იმის შესახებ, თუ როგორ აღკვეთეს აშშ-ის, დიდი ბრიტანეთისა და ნორვეგიის სპეცსამსახურებმა ჩრდილოეთ ყინულოვან ოკეანეში რუსეთის...

გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის მშობლების წერილები პატიმრობაში მყოფ ღარიბაშვილსა და ლილუაშვილს

გარდაცვლილი პროგრამისტის თამარ ბაჩალიაშვილის მშობლებმა პატიმრობაში მყოფ ექსპრემიერ ირაკლი ღარიბაშვილსა და სუს-ის ყოფილ უფროსს გრიგოლ ლილუაშვილს ციხეში წერილები გაუგზავნეს.მშობლები...

ივანიშვილთან შეხვედრა ჩემი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი შეხვედრა იყო, ამით ვამაყობთ – იაგო ხვიჩია

„თავისუფალი ხალხის პარტიის“ ლიდერმა იაგო ხვიჩიამ „ფორმულას“ ეთერში ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრის დეტალებზე ისაუბრა. მისი თქმით, შეხვედრა 2025 წლის დეკემბერში,...

მოსკოვში ბრიტანეთის საელჩოს დაცვის თანამშრომელი დააკავეს: ლონდონი ФСБ-ს ბრალდებებს სკეპტიკურად ხვდება

რუსეთის ფედერალურმა უსაფრთხოების სამსახურმა (ФСБ) ოფიციალურად განაცხადა მოსკოვში დიდი ბრიტანეთის საელჩოს ყოფილი დაცვის თანამშრომლის დაკავების შესახებ.უწყების მტკიცებით, რუსეთის მოქალაქე...

შეწყვიტეთ თორნიკე რაზმაძის წინააღმდეგ საქმე! – საია შსს-ს მიმართავს

"შეწყვიტეთ თორნიკე რაზმაძის წინააღმდეგ საქმე!" - ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია facebook-ზე დაწერილი კომენტარის გამო, აქტივისტ თორნიკე რაზმაძის მიმართ საქმის წარმოების...

ნია იმნაძე ალექსანდრე გაბაშვილს დაჟინებით ეუბნებოდა, რომ მას ემოქმედა და არა სხვას, იმიტომ, რომ ის იყო მისი შეყვარებული – პროკურორი

ნია იმნაძე, მის შეყვარებულს დაჟინებით აწვდიდა ინფორმაციას და დაჟინებით ეუბნებოდა, რომ მას ემოქმედა და არა სხვას, მაგალითად პოლიციას...

სიყალბეზეა აგებული გარეჯთან დაკავშირებული კამპანია – კობახიძე

გარეჯთან დაკავშირებულ კამპანიას, სხვა კამპანიებს, რომლებსაც აწარმოებენ შავ-ბნელი მედიის მეშვეობით, აქვს ერთადერთი შეფასება  - ამის შესახებ "ქართული ოცნების"  პრემიერ-მინისტრმა...

თბილისში არასრულწლოვანმა არასრულწლოვანი მოკლა

შსს-ს ინფორმაციით, თბილისში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე არასრულწლოვანი მოკლეს. ფაქტზე განზრახ მკვლელობის ბრალდებით დაკავებულია ასევე არასრულწლოვანი პირი. დაკავებულმა არასრულწლოვანს ცივი იარაღის...

იოსელიანმა აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტში შეხვედრები გამართა

სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი ოფიციალური ვიზიტით ვაშინგტონში იმყოფება და შეხვედრები გამართა აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ევროპის და ევრაზიის საქმეთა ბიუროს...