აქტივისტ ნიკო მანაგაძეს თავს დაესხნენ

ვაკეში, თსუ-ს პირველ კორპუსთან მოძრაობა თავისუფლებისთვის აქტივისტ ნიკო მანაგაძეს ფიზიკურად გაუსწორდნენ.

“ოცნების 20 ლარიანი ტიტუშკები თავს დაესხნენ სტუდენტ ნიკო მანაგაძეს”, – წერს  “გირჩი – მეტი თავისუფლების” წევრი გელა ხასაია სოციალურ ქსელში  და თავდამსხმელების, გაქცევის კადრებს ავრცელებს.

ნიკო მანაგაძე აქციის – დახვდი კობახიძეს ერთ-ერთი ორგანიზატორია.

საპროტესტო აქცია პრემიერმინისტრის წინააღმდეგ ხვალ, დილის 09:00 საათზე, თსუ-ს მეორე კორპუსთანაა ჩანიშნული.