აქციაზე გოგოს კრიმინალი პოლიციელები გაუსწორდნენ..სთხოვდნენ ოქმში დაეწერა ვითომ არ იცოდა დაზიანებები ვისგან მიიღო” – ადვოკატი

“30 ნოემბერს, აქციაზე ახალგაზრდა გოგოს შსს-ს ნიღბიანი კრიმინალი პოლიციელები გაუსწორდნენ ფიზიკურად რამდენიმე ეტაპად:

1)დარბევის დროს ერთ-ერთმა კრიმინალმა პოლიციელმა ხელი კრა და დააგდო ძირს.

2) როდესაც ძირს დავარდა, მივარდა ნიღბიანი პოლიციელი და ფეხში ჩაარტყა, ამის შემდეგ გაისმა ყვირილი: “გოგოა, თავი დაანებეთ”.

ამ ყვირილში და ქაოსში მოასწრო გაქცევა, მაგრამ მაინც არ შეეშვნენ – ნიღბიანი კრიმინალები მას და სხვა მოქალაქეებს სდიეს მეტრომდე – მეტროში როცა წაიქცა გაუსაძლისი ტკივილის გამო, პატრულის თანამშრომლები მივიდნენ და მას სთხოვდნენ, რომ გასაუბრების ოქმში დაეწერა ვითომ არ იცოდა დაზიანებები ვისგან მიიღო…

ხვალ 11:00 საათზე დაბარებულია გამოკითხვაზე… სპეციალური საგამოძიებო სამსახური ისევ აპირებს გამოძიობანას თამაშს!! დღემდე 1 კრიმინალი – ზონდერიც არ არის დასჯილი”.

წერს ამის შესახებ, ადვოკატი, ლაშა ტყეშელაძე Facebook-ზე.