ფორმულას ერთ-ერთმა დამფუძნებელმა გიორგი ლიფონავამ დროებითი მოთავსების იზოლატორი დატოვა.
“განსაკუთრებული მიზეზი ამათ არ სჭირდებათ, რომ დაგიჭირონ, როცა აქციაზე ხარ. შეშინების მცდელობაა, მაგრამ ამით ვერავის შეაშინებენ. […] რა თქმა უნდა, აქციაზე ვიქნები. ბრძოლა გრძელდება”, – თქვა გიორგი ლიფონავამ.
გიორგი ლიფონავა 16 ნოემბერს, ცესკოსთან მშვიდობიანი მსვლელობის დროს დააკავეს.