აქციის მონაწილეებს ხელისუფლების არ სჯერათ და პრეზიდენტს, რიგგარეშე სხდომის მოწვევისკენ მოუწოდებენ

რუსული კანონის წინააღმდეგ, პარლამენტთან შეკრებილი მოქალაქეები საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს მოუწოდებენ, სასწრაფოდ მოიწვიოს რიგგარეშე სხდომა, და გაფორმდეს დოკუმენტი, რითაც ხალხის მოთხოვნა აღსრულდება,  რადგან “ქართული ოცნების” დაპირებების არ სჯერათ. აღნიშნული მოთხოვნა, „ლელოს“ დეპუტატმა, ანა ნაცვლიშვილმა გააჟღერა და ასევე აღნიშნა, რომ თუ „ქართული ოცნება“ თავის დღევანდელ განცხადებაში გულწრფელია, მას მსგავსი დოკუმენტის გაფორმების საწინააღმდეგო არაფერი უნდა ჰქონდეს.

„მადლობა თქვენ ბრძოლისთვის, რომლითაც ამ „რუსულ ოცნებას“ აჩვენეთ, რომ არ დავიღლებით, არ დავნებდებით, სანამ შინ, ევროპაში არ ვიქნებით. გუშინ, ჩვენი ერთიანობით ბრძოლა მოვიგეთ და მათ უკან დაიხიეს, მაგრამ მხოლოდ ცარიელი სიტყვების არ გვჯერა. მათ სახელი გატეხილი აქვთ.

ხალხის ნება, ამ კანონის გაწვევასთან დაკავშირებით, უნდა გაფორმდეს სამართლებრივად, კონსტიტუციურად. ჩვენ ვიცით პრეზიდენტის პოზიცია ხელისუფლების მიმდინარე ძალადობრივ მოქმედებებზე. მის პოზიციას ვაფასებთ და ვთხოვთ, რომ რაც შეიძლება მალე, ამ კვირის დასაწყისშივე, მოიწვიოს რიგგარეშე სხდომა და გაფორმდეს დოკუმენტი, რითაც ხალხის მოთხოვნა აღსრულდება. თუ „ქართული ოცნება“ თავის დღევანდელ განცხადებაში გულწრფელია, მას ამის საწინააღმდეგო არაფერი უნდა ჰქონდეს“, – განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

აქვე შეგახსენებთ, რომ რამდენიმე წუთის წინ შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ 7 და 8 მარტს, პარლამენტთან გამართულ საპროტესტო აქციებზე ადმინისტრაციულ სამართალდარღევათა კოდექსის შესაბამისად დაკავებული ყველა პირი გათავისუფლებულია.

შეგახსენებთ, რომ  ხელისუფლებამ,  რამდენიმედღიანი მწვავე და მრავალათასიანი პროტესტის შემდეგ რუსული კანონპროექტის გაწვევისა და მეორე მოსმენით მისი ჩაგდების გადაწყვეტილება მიიღო. კანონპროექტებ გამოთხოვილია ვენეციის კომისიიდანაც.

ოცნების ერთ–ერთი ლიდერი ამბობს, რომ საქართველოში ჩეჩენი ბიზნესმენი და გროზნოს ყოფილი მერი იმყოფებოდნენ

ქართული ოცნების რეგიონული მდივანი დიმიტრი სამხარაძე ფეისბუქზე წერს,  რომ საქართველოში იმყოფებოდნენ ჩეჩენი ბიზნესმენი, გროზნოს...

“ივანიშვილის მთავრობა ამ გეგმის აღსრულებაში ეხმარება რუსეთს“…–ლაშა ბუღაძე

კლაუზევიცის ცნობილი აზრის მიხედვით, ომი პოლიტიკის გაგრძელებაა, ოღონდ სხვა მეთოდებით... ანუ ნებისმიერ ომს პოლიტიკური...

ტაივანის სრუტეში აშშ-ისა და ჩინეთის სამხედრო ხომალდები ლამის ერთმანეთს შეეჯახა (ვიდეო)

კანადურ-ამერიკული ერთობლივი მისიის დროს ჩინეთის სამხედრო ხომალდი ტაივანის სრუტეში კინაღამ შეეჯახა ამერიკულ გამანადგურებელს. ამის...

ვაგნერელებს ჯერ კიდევ არ დაუტოვებიათ ბახმუტი – მალიარი

"ქალაქ ბახმუტში მდგომარეობა სტაბილურია. ჩვენ ვაკონტროლებთ ქალაქის სამხრეთ-დასავლეთ გარეუბნებს. ვაგნერელებს ჯერ კიდევ არ დაუტოვებიათ...

ყურადღებით ვაკვირდებით მათ საქმეებს, ვინც პარლამენტთან აქციაზე დააკავეს – აშშ-ის საელჩო

"აშშ-ის საელჩო ყურადღებით აკვირდება იმ პირთა საქმეებს, რომლებიც 2 ივნისს პარლამენტის წინ მშვიდობიანი აქციის...

ვინახულეთ დაკავებულები, დღევანდელ აქციას მონიტორინგს გავუწევთ – ომბუდსმენის მოადგილე

"ვინახულეთ დაკავებულები, დღევანდელ აქციას მონიტორინგს გავუწევთ" - ამის შესახებ, სახალხო დამცველის მოადგილემ ელენე ღუდუშაურმა ფორმულასთან...

3 ადამიანის დაღუპვის შემდეგ, ზელენსკიმ უკრაინის მთელ ტერიტორიაზე  თავშესაფრების შემოწმების ბრძანება გასცა

მას შემდეგ, რაც  რამდენიმე დღის წინ უკრაინაში საჰაერო დაბომბვას 9 წლის გოგონა, მისი დედა...

ლევან ნიშნიანიძეს პატიმრობა გაუხანგრძლივეს, ოჯახს საჭმლის შეგზავნის უფლება არ მისცეს – გირჩი-მეტი თავისუფლება

გუშინ, 2 ივნისს პარლამენტთან დაკავებულ ლევან ნიშნიანიძეს პატიმრობა ხვალამდე გაუხანგრძლივეს და ოჯახს საჭმლის შეგზავნის...

მეტეოროლოგები მსოფლიოს კიდევ ერთ ცხელ ზაფხულს უწინასწარმეტყველებენ. გამოქვეყნდა განახლებული 5 წლიანი პროგნოზი

ბოლო რვა წელი ყველაზე ცხელი იყო პლანეტის ისტორიაში, ევროპამ და ჩინეთმა კი გასულ წელს უპრეცედენტო ცხელი ზაფხული გადაიტანეს.  მეტეოროლოგები გვაფრთხილებენ, რომ ეს მხოლოდ დასაწყისია...

“იწვევს სუნთქვის ცენტრის დათრგუნვას და სიკვდილს” – ნარკოლოგი ზურაბ სიხარულიძე განცხადებას ავრცელებს

"ძალიან ბევრ ე.წ. კლუბურ ნარკოტიკში, რომლებიც ითვლება უსაფრთოხოდ, გარეულია "ფენტანილი". "ფენტანილი" კი იწვევს ზედოზირებას - სუნთქვის ცენტრის დათრგუნვას და სიკვდილს" - ამის შესახებ ნარკოლოგი...

„მე ისევ რუსი ვარ“: დეპარდიე ამბობს, რომ უკრაინაში შეჭრის შემდეგ მისი დამოკიდებულება რუსეთის მიმართ არ შეცვლილა

მსახიობმა ჟერარ დეპარდიემ განაცხადა, რომ მისი დამოკიდებულება რუსეთის მიმართ უკრაინაში შეჭრის შემდეგაც არ შეცვლილა. მისი თქმით, ის „ჯერ კიდევ რუსია“. ამის შესახებ ფრანგმა კულტურის...