“აღდგეს დიალოგი ყველა დონეზე” – ირმა ინაშვილი პუტინს მიმართავს

პრორუსული პარტიის, პატრიოტთა ალიანის ლიდერი ირმა ინაშვილი რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს მიმართავს.

მისი თქმით, ქართული პოლიტიკა ორი მსახიობის, ქართული ოცნებისა და ნაციონალური მოძრაობის თეატრს დაემსგავსა, ამ “თეატრის რეჟისორი” კი, მისი მტკიცებით, ამერიკის შეერთებული შტატებია”.

“ვფიქრობ, ასევე, ყველასათვის ნათელია, რომ საქართველოში ნატოს უსასრულო წვრთნები რუსეთის გამოწვევაა და სხვა არაფერი. ეს რომ გამოწვევაა, ამას ღიად აცხადებენ რუსეთის სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირები და ეს განცხადებები კვლავ მოვისმინეთ გასული კვირის განმავლობაში.

კერძოდ, სამხრეთის სამხედრო ოლქის ჯარების სარდალმა ალექსანდრე დვორნიკოვმა განაცხადა, რომ შავ ზღვაში ნატოს სამხედრო-საზღვარო ძალების უწყვეტი წვრთნები მუდმივი კონტროლის ქვეშაა და რომ არამეგობარი სახელმწიფოების შეიარაღებული ძალების მხრიდან ყველა პროვოკაციულ მცდელობას გაეცემა მკაცრი პასუხი. რუსეთის პრეზიდენტის პრეს-მდივანმა დმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ ნატო თავისი სამხედრო ინფრასტრუქტურით უკვე შეხებაშია რუსეთის საზღვრებთან და ეს ავალდებულებს რუსეთს, მიიღოს უსაფრთხოების ზომები. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე გრუშკომ განაცხადა, რომ მოსკოვი აკვირდება ნატოს წვრთნებს საქართველოში და საკუთარი ინტერესების უზრუნველსაყოფად მიიღებს სამხედრო-ტექნიკურ და სხვა აუცილებელ ზომებს. ანალოგიური განცხადებები გაკეთდა სოხუმსა და ცხინვალში.

ამგვარად, რუსეთი ღიად აცხადებს, რომ საქართველოში ნატოს წვრთნების საპასუხოდ სამხედრო-ტექნიკურ ზომებს მიიღებს. ეს კი, სავარაუდოდ ნიშნავს, რომ უშუალოდ ჩვენს სიახლოვეს განათავსებს ახალ სარაკეტო დანადგარებს, ახალ თვითმფრინავებს, დამატებით სამხედრო ტექნიკასა და საჯარისო ნაწილებს და ყოველივე ამისი მიზეზი ორი მსახიობის თეატრია: ქართული ოცნებისა და ნაციონალური მოძრაობის თეატრია!”- წერს ირმა ინაშვილი Facebook-ზე.

მისივე თქმით, ნაციონალური მოძრაობის მიერ შექმნილი დაძაბულობის ჩასაქრობად პატრიოტთა ალიანსის წევრები რუს დეპუტატებს ხვდებოდნენ და ” შესაძლოა, ვინმეს ეს დაუჯერებლად მოეჩვენოს, მაგრამ ამ შეხვედრებმა არაერთხელ განმუხტა დაძაბული ვითარება და მე არ ვიცი, შესაძლოა, ომსაც კი გადაგვარჩინა”.

ინაშვილის აზრით, მმართველმა პარტიამ ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ ეს შეხვედრები და  დიალოგი გაყინულიყო. ის პუტინს დიალოგის განახლებისკენ მოუწოდებს.

“დღეს, ვგრძნობთ რა პასუხისმგებლობას, განსხვავებით გამყალბებელი კობახიძისგან, ვგრძნობთ რა პასუხისმგებლობას, განსხვავებით ერთმანეთთან შერწყმული ქართული ოცნებისა და ნაციონალური მოძრაობისაგან, საჯაროდ მივმართავთ რუსეთის პრეზიდენტს, რათა კვლავ განიმუხტოს დაძაბულობა, აღდგეს დიალოგი ყველა დონეზე, განახლდეს კულტურულ-სოციალური ურთიერთობა და რაც მნიშვნელოვანია, ორმხრივად გაიხსნას საინფორმაციო სივრცე, რათა ბოლოს და ბოლოს გამოვნახოთ საერთო ენა!”- წერია ირმა ინაშვილის განცხადებაში.

“მოძალადესთან ერთ სივრცეში ყოფნას არ ვაპირებ”- მელიამ მერობის კანდიდატების დებატები დატოვა

"მოძალადესთან ერთ სივრცეში ყოფნას არ ვაპირებ" - ამის შესახებ, ენმ-ის თავჯდომარემ, ნიკა მელიამ,  საზოგადოებრივ...

ენმ-ის ლიდერებს ძალიან უხარიათ ეს ინციდენტი, მომხდარს არანაირი გამართლება არ აქვს – მდინარაძე დმანისზე

" ახლა „ნაცებს“ და „ნაცმოძრაობის“ ლიდერებს ძალიან უხარიათ ეს ინციდენტი, რადგან ამ დღეებში მცდელობების...

რა პასუხისმგებლობა უნდა ავიღო, დეგენერატმა დაჭრა ვიღაც კაცი – კობახიძე დმანისის ინციდენტზე

"რა პასუხისმგებლობა უნდა ავიღო, დეგენერატმა დაჭრა ვიღაც კაცი"- ასე ეხმაურება, "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი...

ენმ ითხოვს, დმანისის ინციდენტის გამო, “ოცნების” კანდიდატმა კანდიდატურა მოხსნას

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა დმანისის თავდასხმაში ქართული ოცნების წევრებს ადანაშაულებს და დამნაშავეების დასჯასთან ერთად ითხოვს, პარტიის...

შეიძლება თვითონ დააზარალეს ერთმანეთი – ოცნების მაჟორიტარობის კანდიდატი 2 პირის დაჭრაზე

დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ განთიადში 2 პირის დაჭრას ეხმიანება ოცნების დეპუტატობის კანდიდატი მიხეილ დაუთაშვილი და...

სიცოცხლის ფასადაც რომ დამიჯდეს, არ შეგარჩენთ – ნიკა მელია დმანისის ინციდენტზე

''სიცოცხლის ფასადაც რომ დამიჯდეს, არ შეგარჩენთ"- ამის შესახებ, ენმ-ის თავჯდოამრე, ნიკა მელია სოციალურ ქსელში...

ზვიადაძემ ჩუბინიძეს სთხოვა, კანონიერი ქურდი ქვეყანაში 10 დღით შემოეშვა – ფაილები

სახელმწიფო უშიშროების სამსახურიდან გამოჟონილი ფაილებიდან ირკვევა, 2019 წლის 30 აგვისტოს პროტოპრესვიტერმა გიორგი ზვიადაძემ სახელმწიფო...

ლარი კვლავ გაუფასურდა – ახალი კურსი

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 21 სექტემბრის ვაჭრობის შედეგად ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით 0.64 თეთრით...

ის ძალიან გავს ებოლას – გვინეაში კიდევ ერთი მომაკვდინებელი ვირუსი გამოჩნდა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ  და გვინეის ხელისუფლებამ ოფიციალურად დაადასტურებს მარბურგის დაავადებით გარდაცვალების პირველი შემთხვევა. მას ვირუსი იწვევს, რომელიც თვისებებით ძალიან გავს ებოლას ვირუსს. კორონავირუსის მსგავსად,...

როგორ ვმართოთ კოვიდი სახლის პირობებში და როდის არის საჭირო ჰოსპიტალიზაცია–ნანა გეგეჭკორის და ზურაბ გურულის განახლებული რეკომენდაციები

აშშ–ში მცხოვრები ქართველი ექიმები,  ნიუ-იორკის მაიმონდის ჰოსპიტლის ექიმი, ნანა გეგეჭკორი და მონტგომერის სახელობის ფედერალური კლინიკის ანესთეზიოლოგია-რეანიმაციისა და ქირურგიის დეპარტამენტების ხელმძღვანელი, მისისიპის უნივერსიტეტის ანესთეზიოლოგიის კათედრის...

ჟან-პოლ ბელმონდო 88 წლის ასაკში გარდაიცვალა

გარდაიცვალა ცნობილი ფრანგი მსახიობი ჟან პოლ ბელმონდო. ის 88 წლის იყო. მას პოპულარობა ჟან-ლუკ კოდარის "უკანასკნელ ამოსუნთქვაში" შესრულებულმა მიშელ პუაკარის როლმა მოუტანა. ბელმონდოს კინოკარიერა 50 წელს...