ტექნიკური კუთხით, ეს მხოლოდ სამოგზაურო შეზღუდვაა. ასეთი სამოგზაურო შეზღუდვა სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ ხშირად გამოიყენება როგორც გამაფრთხილებელი ნიშანი. ეს არაა სანქცია იმ გაგებით, რომ ამ ოთხ პირს არ აქვს ქონება გაყინული, ამერიკელებს არ ეკრძალებათ მათთან ბიზნეს-ურთიერთობა. ეს არაა ფინანსური სანქცია. მაგრამ ესაა საჯაროდ გამოცხადებული სავიზო აკრძალვა და სიგნალი იმის შესახებ, რომ ამერიკა შეშფოთებულია ზოგადად ქართული დემოკრატიის მდგომარეობით და შესაძლებელია, რომ ამას დამატებითი ნაბიჯები მოჰყვეს. არ ვიცი, რა იქნება ეს, მაგრამ იმაზეა დამოკიდებული, რას გააკეთებს საქართველო.
თქვა ამერიკელმა დიპლომატმა და ატლანტიკური საბჭოს უფროსმა მკვლევარმა, დენიელ ფრიდმა.