აშშ-ის პრეზიდენტის შვილს, ჰანტერ ბაიდენის იარაღის უკანონო შეძენასთან დაკავშირებით ბრალი წაუყენეს

პრეზიდენტ ჯო ბაიდენის შვილს, ჰანტერს, ბრალად ედება ცეცხლსასროლი იარაღის შეძენისას საკუთარი თავის შესახებ ყალბი ცნობების მიწოდება.

ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც აშშ–ს მოქმედი პრეზიდენტის ვაჟის ან ქალიშვილის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა.

ბრალდებები ბაიდენის შვილს მას შემდეგ წაუყენეს, რაც ივლისში შეთავაზებული   საპროცესო შეთანხმება საგადასახადო თაღლითობისა და იარაღის უკანონო შეძენაში ბრალის აღიარების შესახებ ჩაიშალა.

სამივე  ბრალდება უკავშირდება იმას, თითქოსდა ჰანტერ ბაიდენმა ფედერალური ბლანკების შევსებისას ტყუილი ჩაწერა, როცა ცეცხლსასროლ იარაღს ყიდულობდა, და არ აღიარა, რომ ის ნარკომანი იყო.

ბლანკში მან აღნიშნა, რომ არ მოიხმარს არალეგალურ ნარკოტიკებს და არ არის მათზე დამოკიდებული, თუმცა რეალურად იმ დროს აქტიურად იყენებდა  კოკაინს.

ამ ფორმალობების შემდეგ, სასამართლო დოკუმენტების თანახმად, ჰანტერმა 2018 წლის ოქტომბერში დელავერის იარაღის მაღაზიიდან იყიდა კოლტის რევოლვერი. ის იარაღს  11 დღე ინახავდა.

აშშ-ს ფედერალური კანონები დანაშაულად მიიჩნევს ასეთ დოკუმენტეში ტყუილის ჩაწერას ან ცეცხლსასროლი იარაღის ფლობას ნარკოტიკების მოხმარებისას.

იუსტიციის დეპარტამენტის განცხადებაში ნათქვამია, რომ ბაიდენს ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 25 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. თუმცა, ფედერალური დანაშაულებისთვის რეალური სასჯელი ჩვეულებრივ მაქსიმალურ სასჯელზე  ნაკლებია ხოლმე.

მანამდე, შეთანხმებაზე მოლაპარაკებების დროს, ბაიდენი მზად იყო ეღიარებინა დანაშაული. ეს აღიარება გახდებოდა ივნისში  პროკურორებსა და ბაიდენის ადვოკატებს შორის მიღწეული ორმხრივი შეთანხმების ნაწილი.

შეთანხმების პირობების თანახმად, მას ბრალი წაუყენეს გადასახადების დროულად გადაუხდელობის ორი მუხლით, 2017 და 2018 წლებში. გარდა ამისა, მას ასევე უნდა ეღიარებინა ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა.

გარიგება ჩაიშალა მას შემდეგ, რაც აშშ-ის საოლქო სასამართლოს მოსამართლემ მერილენ ნორეიკამ თქვა, რომ ის ვერ დაამტკიცებდა  შეთანხმებას არსებული ფორმით. მან აღნიშნა, რომ შემოთავაზებული გამოსავალი იარაღთან  დაკავშირებული დანაშაულისთვის უჩვეულო იყო.

იმავდროულად, ამ კვირაში, რესპუბლიკელებმა აშშ-ს წარმომადგენელთა პალატაში გამოაცხადეს გამოძიების დაწყების შესახებ, რომელიც შესაძლოა საფუძვლად დაედოს იმპიჩმენტის პროცესს  ჯო ბაიდენის წინააღმდეგ.

2021 წელს თურნავა იყო ჩართული ბინძურ გარიგებებში ფარცხალაძესთან – ხოშტარია

"მინდა საზოგადოებას მივაწოდო ინფორმაცია ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, ნათია თურნავას ბინძურ, ანტისახელმწიფოებრივ კავშირებზე ოთარ ფარცხალაძესთან...

ისინი, ვინც ფარცხალაძესთან ტრანზაქციებს ახორციელებენ, „საკუთარ თავს სანქცირების რისკის ქვეშ აყენებენ“ – სახელმწიფო დეპარტამენტი

„ვწუხვართ საქართველოს ეროვნული ბანკის გადაწყვეტილების გამო. დაწესებულებები და ინდივიდუალური პირები, რომლებიც ახორციელებდნენ ტრანზაქციებს ფარცხალაძესთან...

30 000-ზე მეტ სტუდენტს დავალიანება სრულად გაუნულდება – ამილახვარი

„საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, 15 სექტემბერს გამართულ მთავრობის სხდომაზე გამოაცხადა გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც ფინანსური...

“ფამფალა”, “ტონი”, “როკო” – შსს-მ ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 13 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, თბილისში, ბათუმში, ლანჩხუთსა და ცაგერში "ქურდულ სამყაროსთან" კავშირში მყოფი 13 პირი...

ამ ეტაპზე, Freeuni-სა და Agruni-ს სტუდენტებს დავალიანება ვერ გაუნულდებათ – ამილახვარი

"ირაკლი ღარბაშვილმა 15 სექტემბერს გამოაცხადა გადაწყვეტილება, რომლის მიხედვით, ფინანსური დავალიანების გამო სტატუსშეჩერებულ სტუდენტებს დავალიანება...

პრეზიდენტთან დაიბარეს სებ-ის კანდიდატები, სთხოვეს უარის დაწერა – კობახიძე

"კიდევ ერთხელ მოხდა ალიანსის ლუსტრაცია, რაც არის სალომე ზურაბიშვილსა და რადიკალურ ოპოზიციას შორის. მეტიც,...

ეროვნული ბანკი გასუფთავდა, ზოგი ჭირი მარგებელია – კობახიძე

"ეროვნული ბანკი გასუფთავდა. იდეალური სურათი მიიღო სახელმწიფომ ამ ყველაფრიდან. ზოგი ჭირი მარგებელია - არის...

ეს არის პირდაპირი ზეწოლა დამოუკიდებელი სტრუქტურის ხელმძღვანელზე, თურნავაზე – კალაძე

"რა თქმა უნდა, ეს არის პირდაპირი ზეწოლა დამოუკიდებელი სტრუქტურის ხელმძღვანელზე, ამ შემთხვევაში, ქალბატონ ნათია...

5 ჰობი, რომელიც სიცოცხლის გახანგრძლივებაში დაგეხმარებათ

არსებობს ბევრი მარტივი ჰობი, რომელსაცსიცოცხლის გახანგრძლივება შეუძლია. კითხვითა და მუსიკის მოსმენით თქვენი ტვინის აქტიურობის  შენარჩუნებიდან  დაწყებული,  ყოველდღიურ აქტივობებამდე, როგორიცაა მებაღეობა ან გაჭიმვა. გთავაზობთ ექსპერტების...

სალმონელოზის შემთხვევების გამო დაგროვილ კითხვებს ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი პასუხობს

ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი სოციალურ ქსელში წერს სალმონელოზის შესახებ, რომელიც ნიკორა ტრეიდის პროდუქციაში აღმოჩნდა და 8 ადამიანის ინტოქსიკაცია გამოიწვია. “ნიკორასთან დაკავშირებული სალმონელოზის შემთხვევების გამო ბევრი შეკითხვაა...

გარდაიცვალა იტალიელი მომღერალი ტოტო კუტუნიო

80 წლის ასაკში გარდაიცვალა ცნობილი იტალიელი მომღერალი, ტოტო კუტუნიო. 2007 წლიდან ის სიმსივნეს ებრძოდა. ამ წელს მას პროსტატის კიბოს დიაგნოზი დაუსვეს. მოგვიანებით კი მარჯვენა თირკმელი...