აშშ-ის საელჩო საკუთარ მოქალაქეებს თბილისის სამ სავაჭრო ცენტრში აფეთქების საფრთხის შესახებ აფრთხილებს

აშშ-ის საელჩო საკუთარ მოქალაქეებს თბილისის სამ სავაჭრო ცენტრში, ისთ ფოინთში, გალერეა თბილისსა და თბილისი მოლში ბომბის არსებობის საფრთხის შესახებ აფრთხილებს და ამ ტერიტორიებზე მისვლისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებს.

“გთხოვთ, მიაქციოთ ყურადღება, რომ აშშ-ის საელჩომ მიიღო ინფორმაცია ბომბის მუქარებთან დაკავშირებით თბილისში მდებარე სამ სავაჭრო ცენტრზე :
East Point-ის სავაჭრო ცენტრი – ალექსანდრე ტყალჩერილიძის ქუჩა N2
Galleria Tbilisi სავაჭრო ცენტრი – შოთა რუსთაველის გამზირი N2/4
თბილისის სავაჭრო არეალი – დავით აღმაშენებლის გამზირი N16
საელჩოს რეგიონული უსაფრთხოების სამსახურმა ურჩია საელჩოს ყველა თანამშრომელს თავი აარიდონ აღნიშნულ ადგილებს დამატებითი შეტყობინების მიღებამდე.
გთხოვთ, აკონტროლოთ ადგილობრივი საინფორმაციო წყაროები განახლებული ინფორმაციისთვის.
როგორც კი დამატებითი დეტალები გვექნება, დამატებით შეტყობინებას გამოგიგზავნით”.-ნათქვამია ინფორმაციაში.