აშშ–ის საელჩოს განცხადებით, ტყის ხანძრებთან ბრძოლაში საქართველოს დასახმარებლად ამერიკის მთავრობამ ქვეყანას $232 170-ის ღირებულების სახანძრო მანქანა გადასცა, რომელიც ოთხი წამყვანი თვლითა და მთიან რელიეფზე ცეცხლთან საბრძოლველად გაზრდილი შესაძლებლობებითაა აღჭურვილი.
“ახალი სახანძრო მანქანა მოემსახურება საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სამცხე-ჯავახეთის რეგიონულ განყოფილებას, რომელიც ხშირი ტყის ხანძრების საფრთხის მიმართ ერთერთი ყველაზე მოწყვლადი ტერიტორიაა. ეს დახმარება მხოლოდ ნაწილია აშშ-ს თავდაცვის დეპარტამენტის დიდი ძალისხმევისა, ჰუმანიტარული დახმარების პროგრამით გვერდში დაუდგეს საქართველოს საგანგებო სიტუაციების მზადყოფნის გაუმჯობესებაში”. – წერს საელჩო განცხადებაში.