აშშ-მა საქართველოში სამხედრო ინფრასტრუქტურა უნდა განათავსოს – ოპოზიციური პარტიების მიმართვა მაიკ პომპეოს

ოპოზიციური პარტიების აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს ვიზიტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ, რომელსაც გთავაზობთ უცვლელად:

“აშშ-ს სახელმწიფო მდივანი მაიკლ პომპეო საქართველოში იმ დროს ჩამოვიდა, როცა ჩვენი ქვეყნისთვის, რეგიონისთვის და მთელი ევროატლანტიკური სივრცისთვის მნიშვნელოვანი საფრთხეები და ახალი შესაძლებლობები გამოჩნდა.

პუტინის რუსეთი და სხვა ტოტალიტარული რეჟიმები მნიშვნელოვან საფრთხეს უქმნიან რეგიონში მშვიდობას და თავისუფალი სამყაროს უსაფრთხოებას. სახელმწიფო მდივნის ვიზიტი მკაფიო გზავნილია რომ აშშ რჩება რეგიონში და დგას მისი პარტნიორების გვერდით, იცავს მეგობრების სუვერენიტეტსა და თავისუფლებას.

პოლიტიკური გარღვევისთვის ახლა საჭიროა უსაფრთხოების სფეროში დინამიკის ჩვენება, რაც აშშ-საქართველოს ორმხრივი თანამშრომლობის ახალ ეტაპზე გადაყვანას გულისხმობს, როგორიცაა ამერიკული სამხედრო ინფრასტრუქტურის საქართველოში განთავსება და NATO-ში გაწევრიანების გზაზე შემდგომ ეტაპზე გადასვლა.

პუტინის რუსეთი თავისუფალი ქვეყნების სუვერენიტეტს, ამ ქვეყნებში დემოკრატიული სისტემის ეროზიის გზითაც ებრძვის, სწორედ ამიტომაა განსაკუთრებული შეშფოთების საგანი ის რასაც ივანიშვილი აკეთებს საქართველოში. არჩევნების გაყალბება, სასამართლოს პოლიტიზაცია და პოლიტპატიმრები, პოლიტიკური ოპონენტების დევნა, დასავლური ინვესტიციებისთვის ხელის შეშლა და სტრატეგიული მნიშვნელობის საერთაშორისო პორტის ანაკლიის მშენებლობაზე უარის თქმა – ეს ის ნიშნებია, რაც სწორედ საქართველოს დემოკრატიულ უკუსვლაზე მიუთითებს. აღსანიშნავია რომ რეგიონის ეკონომიკური უსაფრთხოებისთვის ანაკლიის პორტის მნიშვნელობაზე სახელმწიფო მდივანმა პომპეომ 2019 წლის ივნისში ისაუბრა. ივანიშვილის მხრიდან ეს იმ გზის განმეორებაა, რაც იანუკოვიჩმა უკრაინაში მოახდინა. თავისუფალმა სამყარომ ფხიზლად უნდა მიადევნოს თვალი დემოკრატიული უკუსვლის ამ ნიშნებს საქართველოში.

ტოტალიტარული და ავტორიტარული რეჟიმების თავისუფალ სამყაროსთან დაპირისპირებაში, დემოკრატიასთან ერთად საკვანძო მნიშვნელობისაა ეკონომიკური თავისუფლების მოპოვება. ეს რეჟიმები აკრძალული მეთოდებით იბრძვიან თავისუფალი ბაზრის წინააღმდეგ. საჭიროა დასავლეთის მოკავშირეებს ჰქონდეთ ლეგიტიმური უპირატესობა, რაც თავისუფალ ვაჭრობაზე ხელშეკრულებასა და მეტ ამერიკულ ინვესტიციას გულისხმობს, მათ შორის გეოპოლიტიკურად მნიშვნელოვან პროექტებში, როგორიცაა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა.

საქართველომ უნდა მოახერხოს დემოკრატიზაციის ახალ ეტაპზე გადასვლა, რასაც საფრთხეს უქმნის ივანიშვილის მხრიდან ძალაუფლების მიტაცება და დემოკრატიული ინსტიტუტების რღვევა. ჩვენი ვალდებულებაა ხელი შევუშალოთ ამ პროცესს, მივაღწიოთ გამჭვირვალე არჩევნების ჩატარებას თავისუფალ სამყაროსთან ერთად და მოვახერხოთ თავისუფალი ქვეყნის მშენებლობა.

ევროპული საქართველო

სტრატეგია აღმაშენებელი

ახალი პოლიტიკური ცენტრი გირჩი

მოძრაობა ლელო საქართველოსთვის

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა

ლეიბორისტული პარტია

მოქალაქე

თავისუფალი დემოკრატები

ახალი საქართველო

რესპუბლიკური პარტია

ეროვნულ დემოკრატიული პარტია

ევროპული დემოკრატები

ქრისტიან კონსერვატიული პარტია

მოძრაობა სახელმწიფო ხალხისათვის

ემსახურე საქართველოს

სამართლიანობისთვის

სამოქალაქო ალიანსი თავისუფლებისათვის

თავისუფლება

ქრისტიან დემოკრატიული მოძრაობა

ახალი ქრისტიან დემოკრატები

კანონი და სამართალი

გამარჯვებული საქართველო

თავისუფალი საქართველო

საქართველოში კორონავირუსის 3071 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

დღეის მდგომარეობით, ბოლო 24 საათის განმავლობაში გამოვლენილია ვირუსით ინფიცირების 3 071 ახალი დადასტურებული შემთხვევა, -...

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 34 ადამიანი გარდაიცვალა

ბოლო 24 საათში, COVID-19-ით კიდევ 34 პაციენტი გარდაიცვალა. 2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე, საქართველოში...

პირობა დავდეთ, რომ უკრაინა და საქართველო ნატოს წევრები გახდებიან. შესაძლოა, ეს მოხერხდეს რაიმე ახალი,...

"ატლანტიკური საბჭოს" მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე, ნატოს გენერალური მდივნის ყოფილმა მოადგილემ, ალექსანდერ ვერშბოუმ განაცხადა, რომ...

კალაძის განცხადებით, უკანონო შენობების დემონტაჟი დღესვე დაიწყება

თბილისის მერის კახა კალაძის თქმით, ქვეყანაში უკანონო მიწების მითვისება ხდება ეს კი დაუშვებელია და...

სიტუაცია ძალიან მძიმეა, მივექანებით მწვავე პიკისაკენ, რასაც ჯანდაცვის სექტორი ვერ გაუძლებს-ზურაბ გურული

სიტუაცია ძალიან მძიმეა, მივექანებით მწვავე პიკისაკენ და ამ პიკს ჯანდაცვის სექტორი ვერ გაუძლებს -...

ეკატერინე ტიკარაძის თქმით, COVID-19-ის ვაქცინაცია საქართველოს მოქალაქეებისთვის უფასო იქნება

ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის თქმით, COVID-19-ის ვაქცინაცია საქართველოს მოქალაქეებისთვის უფასო იქნება. ამის შესახებ მან...

შავებს ჩაიცვამს ქართველი ხალხი, ნუ ჩავეჭიდებით თანამდებობებს, საქმე აკეთონ პროფესიონალებმა – კლინიკების ასოციაციის პრეზიდენტი

"შავებს ჩაიცვამს ქართველი ხალხი ნუ ჩავეჭიდებით თანამდებობებს საქმე აკეთონ პროფესიონალებმა "-  - ამის შესახებ...

აუცილებლად დადგება მომენტი, როცა საექიმო საზოგადოება შეწყვეტს ჰუმანურ ექიმობას – რატიანი

"კოლაფსი, იმიტომ, რომ ამ წუთში, რეანიმაციას არ აქვს საშუალება არც ერთი პაციენტის მიღების საწოლფონდის...

სხვა სიახლეები

აშშ-ში covid19-ის რისკჯგუფებს ვაქცინაზე წვდომა სავარაუდოდ წლის ბოლომდე იქნებათ

ამერიკის ჯანდაცვისა და სოციალური სამსახურის მდივნის, ალექს აზარის ინფორმაციით შეერთებულ შტატებს საკმარისი უსაფრთხო და ეფექტური ვაქცინა ექნება 2020 წლის ბოლომდე იმისთვის, რომ ყველაზე მაღალი...

ჯანმრთელობა

საქართველოს კლინიკების ასოციაცია ჯანდაცვის მინისტრის გადადგომას ითხოვს

საქართველოს კლინიკების ასოციაცია ჯანდაცვის სისტემაში შექმნილი კრიზისისა და მძიმე მდგომარეობის გამო ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის თანამდებობიდან გადადგომას მოითხოვს. ამის შესახებ კლინიკების ასოციაციის მიერ გავრცელებულ...

შოუ ბიზნესი

ტრანსგენდერი მოდელის შიშველმა ფოტომ დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია

26 წლის თეოდორა ქუინლივანი (Theodora Quinlivan) მთლიანად გაშიშვლდა. ამერიკელმა ტრანსგენდერმა მოდელმა ინტიმური ადგილები ფოტოზე ხელით დაიფარა. Louis Vuitton–ის კრეატიული დირექტორის, ნიკოლა ჟასკერის საყვარელმა მოდელმა, რომელიც...

ვიდეო