აშშ მხარს უჭერს ოლიგარქების ჩამორთმეული ქონებიდან შემოსავლის უკრაინისთვის გადაცემას

ბაიდენის ადმინისტრაცია კონგრესისგან საკანონმდებლო ცვლილებებს ითხოვს, რაც იუსტიციის დეპარტამენტს გაუადვილებს, რუსი ოლიგარქის აქტივების და ქონების ჩამორთმევა განახორციელოს და თანხების ნაწილი უკრაინას გადასცეს. გენერალურმა პროკურორმა მერიკ გარლანდმა ამის შესახებ სამშაბათს განაცხადა.

„ჩვენ ამ საკითხს ყურადღებით განვიხილავთ, და მოველი, რომ მოვითხოვთ საკანონმდებლო ცვლილებებს“, – განუცხადა გარლანდმა სენატის ასიგნებების ქვეკომიტეტს.

ქონების ჩამორთმევა სასამართლოს გადაწყვეტილებით ხორციელდება და საშუალებას აძლევს მთავრობას დაეუფლოს ქონებას, რომელიც არაკანონიერი ქმედებების შედეგად იქნა მოპოვებული ან დანაშაულებრივ ქმედებებში გამოიყენება.

უძრავი ქონება და სხვა აქტივები, რომლებიც რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მდიდარ მოკავშირეებს და წრეს უკავშირდება, რომელიც დაყადაღებულია და იუსტიციის დეპარტამენტის მიერ არის ჩამორთმეული, დეპარტამენტის გაყინული აქტივების ფონდში გროვდება. გარლანდმა განაცხადა, რომ იუსტიციის დეპარტამენტი და ადმინისტრაცია მხარს დაუჭერენ გარკვეული აქტივებისგან მიღებული შემოსავალი „პირდაპირ უკრაინას გადაეცეს“.

„ჩვენ ამაზე ბევრს ვმუშაობთ, და მოველი რომ ძალიან მალე, რამდენიმე დღეში სავარაუდოდ, ადმინისტრაცია [კონგრესში] წარადგენს მოთხოვნებს“, – თქვა გარლანდმა.

ქვეკომიტეტის წევრებმა გამოხატეს მხარდაჭერა, რომ პუტინის მოკავშირეების სამიზნეში ამოღების პროცესი დაჩქარდეს.

ამერიკა ამ წინადადებით იმ ფონზე გამოვიდა, როცა ბაიდენის ადმინისტრაციაზე იზრდება ზეწოლა მეტი გააკეთონ აქტივების ჩამორთმევის და უკრაინისთვის გადაცემის კუთხით. იურისტები ამბობენ, რომ ბაიდენს ამის უფლებას 1977 საკანონმდებლო აქტი აძლევს.

გასულ თვეში, იუსტიციის დეპარტამენტმა“კლეპტო-დაჭერის“ სამუშაო ჯგუფი შექმნა, რათა რუსეთის მთავრობის წინააღმდეგ სანქციები აღასრულოს და ოლიგარქებს არაკანონიერი გზებით მოპოვებული ქონება, მათ შორის იახტები, უძრავი ქონება და სხვა ტიპის აქტივები გაუყინოს.

მიზანი რუსეთზე ზეწოლის გაზრდაა, რათა მოსკოვმა უკრაინაში ომი შეწყვიტოს. იუსტიციის და ხაზინის დეპარტამენტებმა ასევე შექმნეს მეორე ჯგუფი ე.წ. „რეპო“, რომელიც რუსული ელიტის, მოკავშირეების და ოლიგარქების წინააღმდეგ სანქციების გატარებაზე მუშაობს.

აპრილის დასაწყისში, იუსტიციის დეპარტამენტმა განაცხადა, რომ მისი პირველი ნაბიჯი 90 მილიონი დოლარის ღირებულების, 77 მეტრი სიგრძის იახტის დაყადაღება იყო, რომელიც რუს ოლიგარქს და პუტინის მოკავშირეს ვიკტორ ვეკსელბერგს უკავშირდება და რომელიც ესპანელმა სამართალდამცავებმა დაიკავეს, ვაშინგტონის თხოვნის შესაბამისად. ვექსელბერგი ერთ-ერთია იმ 50 რუსს შორის, რომლებზეც სანქციების დაწესება და ქონების გაყინვაც, ხაზინის დეპარტამენტის განცხადებით, პრიორიტეტს წარმოადგენს.

წყარო: ამერიკის ხმა

ევროპულმა საბჭომ გადაწყვიტა საქართველოსთვის ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივის საკითხი, ვკისრულობთ ვალდებულებას შემდგომ მხარდაჭერაზე–შარლ მიშელი

“გასულ კვირას ევროპულმა საბჭომ გადაწყვიტა საქართველოსთვის ევროკავშირში გაწევრიანების  პერსპექტივის საკითხი, ვკისრულობთ ვალდებულებას შემდგომ მხარდაჭერაზე,...

შესაძლო სცენარების უმრავლესობაში რუსეთი კიდევ უფრო დიდი საფრთხე გახდება–ბრიტანეთის გენშტაბის ახალი უფროსი

ბრიტანეთის შეიარაღებული ძალების ახალი მეთაურის, გენერალ პატრიკ სანდერსის თქმით რუსეთი, სავარაუდოდ უკრაინასთან ომის დასრულების...

რუსეთმა პენტაგონის კოორდინატები გაასაჯაროვა

რუსეთის კოსმოსურმა სააგენტომ დასავლური ქვეყნების თავდაცვის უწყებების და სხვა სამთავრობო შენობების კოორდინატები გაასაჯაროვა, მათ...

აშშ განაგრძობს საქართველოს მისწრაფებების მხარდაჭერას NATO-ში გაწევრიანებასთან დაკავშირებით – შაჰინი

"სასიამოვნო იყო საქართველოს დელეგაციიდან პრემიერ-მინისტრთან შეხვედრა. ჩვენ განვაგრძობთ საქართველოს მისწრაფებების მხარდაჭერას ნატოში გაწევრიანებასთან დაკავშირებით. ვცდილობთ ვიყოთ...

ქართველი ხალხი ყოველდღე ცხოვრობს რუსული აგრესიის ფრონტის ხაზზე – ჯონსონი

„ქართველი ხალხი ყოველდღე ცხოვრობს რუსული აგრესიის ფრონტის ხაზზე. პუტინს არ უნდა მივცეთ უფლება, გამოიყენოს...

პრემიერმა მიშელს უთხრა, რომ EU-ს კანდიდატობისთვის საქართველო აქტიურად იმუშავებს – მთავრობა

"პრემიერმინისტრმა აღნიშნა, რომ  საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭება ისტორიული გადაწყვეტილება იყო. ამით ევროპულმა საბჭომ და...

უკრაინამ აზოვსტალის მცველი 95 მებრძოლი ტყვეობიდან გამოიხსნა

უკრაინული ტელეგრამ არხები და მედია ავრცელებენ ინფორმაციას, რომ უკრაინამ აზოვსტალის დამცველი 95 მებრძოლი ტყვეობიდან...

“ბიძინას მთავარი მტერი დღეს არის მისივე ამპარტავნება…“–გია ხუხაშვილი

“ბიძინას მთავარი მტერი დღეს არის მისივე ამპარტავნება…მითი მის შეუმცდარობასა და უძლეველობაზე, რომელიც მასზე მიტმასნილმა...

“პრეზიდენტზე ზეწოლა მისი ოჯახის მეშვეობით შესაძლებელია“–ელენა ზელენსკას ინტერვიუ

უკრაინაში რუსეთის ფართომაშტაბიანი შეჭრის შემდეგ ელენა ზელესკას შვილებთან, ალესანდრასთან და კირილთან ერთად უკრაინის ტერიტორია არ დაუტოვებია, თუმცა რეგულარულად იცვლიდა ადგილს უსაფრთხოების მიზნით. ამის შესახებ...

ლუდმა შეიძლება ნაწლავების მუშაობა გააუმჯობესოს – მეცნიერების ახალი კვლევა

ითვლება, რომ მიკრობული მრავალფეროვნება ადამიანის ნაწლავებში თავად ნაწლავების ჯანმრთელობის საფუძველია. ახალი კვლევა ვარაუდობს, რომ ლუდის ზომიერი მოხმარება შეიძლება დადებითად მოქმედებდეს ამ მრავალფეროვნების შენარჩუნებაზე. ამასთან,...

ერთი სიგარეტის კოლოფიც კი არ მახსოვს ივანიშვილისგან–თემურ თათარაშვილს ლანძღვა მობეზრდა და ოცნების აქტიურ მხარდაჭერას აღარ აპირებს

მომღერალ თემურ თათარაშვილს ოცნების ღია მხარდაჭერას აღარ აპირებს. ამის შესახებ მომღერალი ფეისბუქზე წერს. ის ამბობს, რომ ოცნების მხარდაჭერის გამო თავდასხმების მსხვერპლია: "ბევრი ვიფიქრე მეგობრებო და...