შეერთებულმა შტატებმა რუსული პროპაგანდისტული მედიები, და მისი თანამშრომლები დაასანქცირა. აშშ-ის ფინანსთა სამინისტრო სანქციებს აწესებს მედიაჯგუფ რაშა თუდეისა და მისი შვილობილი კომპანიების – „რია ნოვოსტის“, ტელეარხ რაშა თუდეის, Ruptly-სა და Sputnik-ის წინააღმდეგ. როგორც გენერალური პროკურორი, მერიკ გარლანდი ამბობს რუსული მედიასტრუქტურები ცდილობენ, გავლენა მოახდინონ აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებზე და შეარყიონ ამომრჩევლების ნდობა შეერთებული შტატების საარჩევნო პროცესების მიმართ. სანქცირებულთა შორის არიან Russia Today-ს მთავარი რედაქტორი, მარგარიტა სიმონიანი , მისი მოადგილეები ელიზავეტა ბროდსკა და ანტონ ანისიმოვი, ინგლისურენოვანი მაუწყებლობის დირექტორის მოადგილე, ანდრეი კიაშკო, ციფრული მედიის პროექტების ხელმძღვანელი კოსტიანტინ კალაშნიკოვი და მისი ხელქვეითი ოლენა აფანასიევა.
,,რაშა თუდეის’’ მთავარმა რედაქტორმა უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ განაცხადა,რომ შექმნა მთელი იმპერია ფარული პროექტებისთვის,საზოგადოებრივი აზრის ჩამოსაყალიბებლად დასავლეთის საზოგადოებაში. მიგვაჩნია,რომ როგორც ამ ძალისხმევის ნაწილი ,,რაშა თუდეიმ’’ და მისმა თანამშრომლებმა შექმენეს დაახლოებით 10 მილიონ დოლარიანი სქემა ტენესიში ბაზირებული კომპანიის დასაფინანსებლად,რათა შეექმნა და გაევრცელებინა კონტენტი რუსეთის მთავრობის ფარული გზავნილებით”. – განაცხადა მერიკ გარლანდიმ.
სანქციები ასევე შეეხო კრემლის მომხრე ჰაკერულ ჯგუფ RaHDit-ს და მის ხელმძღვანელს, ფსბ-ს ყოფილ ოფიცერ ალექსეი გერაშჩენკოს. სანქციების შესახებ ცნობის გამოქვეყნების შემდეგ მარგარიტა სიმონიანმა ტელეგრამში დაწერა: „ოჰო გაიღვიძეს“. მანამდე, CNN-ი წყაროებზე დაყრდნობით იტყობინებოდა, რომ თეთრი სახლი აპირებს მოსკოვი აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნებზე გავლენის მოხდენის მცდელობაში დაადანაშაულოს მის კონტროლქვეშ მყოფი მედიისა და სოციალური ქსელების გამოყენებით. CNN-ის წყაროებმა განმარტეს, რომ ვაშინგტონის ყურადღება მიმართულია, კერძოდ, ტელეარხ Russia Today -ზე, როგორც „კრემლის პროპაგანდისტული ძალისხმევის ძირითად ელემენტზე“.