“დასავლეთის პასუხი არ უნდა იყოს საქართველოს შესვლაზე უარის თქმა, არამედ მკაფიო პირობების დაწესება, რაც შეწყვეტს ბოლოდროინდელ ანტიდემოკრატიულ ქმედებებს.
ჩემ საქართველოში ვიზიტამდე ცოტა ხნით ადრე სახელმწიფო დეპარტამენტმა გამოაცხადა, რომ სანქციებს უწესებდა ოთხ ქართველ მოსამართლეს, რომლებიც დამნაშავენი იყვნენ კორუფციაში. ეს სანქციები უნდა გავრცელდეს ამჟამინდელი ხელისუფლების სხვა წევრებზე და განსაკუთრებით იმ ოლიგარქზე, რომელიც აკონტროლებს მოვლენებს კულისებიდან.
ივანიშვილს ქონების გარკვეული ნაწილი უკვე აქვს გაყინული შვეიცარიაში, რაც მას ამერიკის გავლენის შედეგად მიაჩნია.
შეერთებულმა შტატებმა ღიად უნდა იმოქმედოს მისი სხვა აქტივების წინააღმდეგ, რომლებიც გამოიყენება ქართული დემოკრატიისთვის ძირის გამოსათხრელად. ივანიშვილი გაცილებით მეტს აკეთებს რუსეთის დასახმარებლად, ვიდრე სანქციების სიაში მყოფი მრავალი რუსი ოლიგარქი”.
წერს ამერიკელი პოლიტოლოგი ფრენცის ფუკუიამა.