„ყველაზე დიდი საშიშროება არის ის, რომ უკრაინის კონფლიქტში რუსეთის სტრატეგიული მარცხის მიყენების აგრესიული პოლიტიკით მათ საკუთარი თავის პროვოცირება მოახდინეს. აშშ და ნატო აგრძელებენ ფსონების აწევას და სამხედრო დაპირისპირებაში უფრო ღრმად ჩათრევას. აშკარაა, რომ ასეთ პოლიტიკას შეუძლია გამოიწვიოს პირდაპირი შეიარაღებული შეტაკება ბირთვულ ძალებს შორის. ვფიქრობ, არ არის საჭირო კიდევ ერთხელ ავხსნათ ამ კუთხით წარმოქმნილი სტრატეგიული რისკების არსი და მოვლენების შემდგომი განვითარების პოტენციურად კატასტროფული ხასიათი უარესი სცენარის შემთხვევაში.[..] სიტუაციის შემდგომ გაუარესებაზე მთელი პასუხისმგებლობა დასავლეთის დედაქალაქებს ეკისრება. ჩვენი მხრივ, მხოლოდ მტკიცედ შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ რუსეთს მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი, დაიცვას საკუთარი უსაფრთხოების ინტერესები და არ ვურჩევდით დასავლეთს ამაში ეჭვის შეტანას“,
ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, მარია ზახაროვამ განაცხადა.