აშშ–ს კონგრესმა უკრაინისთვის 13.6 მილიარდიან დახმარებას მხარი დაუჭირა

აშშ–ს კონგრესის ქვედა პალატამ დაამტკიცა უკრაინისთვის 13.6 მილიარდი დოლარის ფინანსური დახმარება.

ამ თანხიდან 6.7 მილიარდი პენტაგონს გამოეყო უკრაინისთვის სამხედრო სფეროში დასახმარებლად, დანარჩენი კი სხვა უწყებებს ჰუმანიტარული და ეკონომიკური დახმარებისთვის.

ეს დახმარება 2022 საფინანსო წლისთვის ფედერალური მთავრობის ფინანსირების კანონპროექტის ნაწილია. ბიუჯეტის დროული დამტკიცება აშშ–ს მთავრობას საშუალებას მისცეს თავი აარიდოს მორიგ “შათდაუნს“ – ყველა სამთავრობო სტრუქტურის მუშაობის დროებით შეწყვეტას.

სენატში ბიუჯეტის პროექტისთვის კენჭი ჯერ არ უყრიათ, თუმცა არის მოლოდინი, რომ ის დამტკიცდება.

“მამაცი, თავისუფლებისმოყვარე უკრაინელი ხალხი და ჩვენი მოკავშირეები რეგიონში სასწრაფოდ მიიღებენ საჭირო ინვესტიციებს ვლადიმერ პუტინთან საბრძოლველად და უკანონო და ამორალურ რუსულ შეჭრასთან გასამკლავებლად“– თქვა კანონპროექტის კომენტირებისას პალატის სპიკერმა ნენსი პელოსიმ.