აშშ–ს მოქალაქეების უმრავლესობა ნატოს გაფართოებას, მათ შორის საქართველოს და უკრაინის გაწევრიანებას უჭერს მხარს–კვლევა

ამერიკელების უმრავლესობა მხარს უჭერს ჩრდილო ატლანტიკური ალიანსის გაფართოებას. ამის შესახებ ჩიკაგოს საბჭოს მიერ გამოქვეყნებულ სოციოლოგიურ კვლევაშია საუბარი.

კვლევის მთავარი შედეგები ასეთია: ჯამში ამერიკელების 81% ამბობს, რომ აშშ–მ უნდა შეინარჩუნოს(61%) ან გაზარდოს (19%)  მხარდაჭერა ნატოს მიმართ, რაც ყველაზე მაღალი მაჩვენებელია 1974 წლის შემდეგ, ანუ მას შემდეგ, რაც ჩიკაგოს საბჭომ მსგავსი კვლევები დაიწყო.

მხარდაჭერა ორპარტიულია, თუმცა ნატოს უფრო მეტად დემოკრატები უჭერენ მხარს. მხარდაჭერის მაჩვენებელი დემოკრატებიში 90 პროცენტია, დამოუკიდებელ ამომრჩევლებში 78%, რესპუბლიკელებში კი 75%.

ორპარტიული უმრავლესობა მხარს უჭერს ნატოში ახალი წევრების – ფინეთის, შვედეთის, უკრაინის და საქართველოს მიღებას.

გამოკითხულთა მხოლოდ 11% ამბობს, რომ ამერიკამ უნდა შეამციროს, 5% კი ამბობს, რომ საერთოდ უნდა შეწყვიტოს ნატოს მხარდაჭერა.

ამერიკულ საზოგადოებაში დიდი ნდობა აქვთ ნატოს ლიდერებს. ამერიკელების 64% თვლის, რომ ნატოს ლიდერები შეძლებენ ისეთი პოლიტიკის გატარებას, რაც ამერიკისთვის ხელსაყრელია.

რაც შეეხება ახალი წევრების მიღებას, კითხვაზე, ემხრობით თუ არა NATO-ში ჩამოთვლილი ქვეყნების გაწევრიანებას, მაშინაც კი თუ NATO-ს წევრ ქვეყნებს მომავალში რუსეთის პოტენციური აგრესიისგან მათი დაცვა მოუწევთ, პასუხები ასე გადანაწილდა:

ფინეთი – 76%

შვედეთი  – 76%

უკრაინა – 73%

საქართველო – 67%

ამ შემთხვევაშიც მხარდაჭერა უფრო მაღალია დემოკრატებში, ვიდრე რესპუბლიკელებში.

ჩიკაგოს საბჭოს გამოკითხვა 2022 წლის 15 ივლისიდან 1 აგვისტოს პერიოდში Ipsos-ის მიერ მისი ფართომასშტაბიანი ონლაინ კვლევის პანელის, KnowledgePanel-ის გამოყენებით ჩატარდა.  ინგლისურ და ესპანურ ენებზე გამოიკითხა 3 106, 18 წლის და უფროსი ასაკის ადამიანი.  ცდომილების ზღვარი სრული ნიმუშისთვის +/- 1,8 პროცენტია.

პარტიული კუთვნილებია დადგენილია იმის მიხედვით, თუ რომელი პარტიის მხარდამჭერად დააიდენტიფიცირა თავი კვლევის მონაწილემ.

უკრაინა და შეერთებული შტატები იარაღის ერთობლივ წარმოებაზე შეთანხმდნენ – ზელენსკი

"ჩვენ ერთად ვიმუშავებთ, რომ უკრაინამ ამერიკასთან ერთად აწარმოოს საჭირო იარაღი. ეს არის ჩვენი ერთიანობის...

შოკირებული ვიყავი სებ-ის გადაწყვეტილებით – პეტრას აუსტრევიჩიუსი

"ცოტა შოკში ვიყავი საქართველოს ეროვნული ბანკის თავდაპირველი გადაწყვეტილებით. მერე ვნახე, რომ ძალიან სერიოზულმა და...

ზურაბიშვილი სავალუტო ფონდის მისიის მუდმივ წარმომადგენელს შეხვდა

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით,  სალომე ზურაბიშვილი დღეს საქართველოში საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის მუდმივ წარმომადგენელს შეხვდა...

ზურაბიშვილმა ელჩებთან სანქციებისა და ეროვნული ბანკის საკითხი განიხილა – პრეზიდენტის ადმინისტრაცია

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილის ევროკავშირის, დიდი ბრიტანეთის ელჩებსა და აშშ-ს ელჩის მოვალეობის შემსრულებელს შეხვდა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ორბელიანების...

20 მილიონი დოლარი დაუჯდა სახელმწიფოს მათი მავნებლობა – მდინარაძე ოპოზიციაზე

„მათ არ გაუვიდათ, ძალიან ნერვიულობენ, დღეს ორი წევრიც ავირჩიეთ და აქედან გამომდინარე, მათ ვერ...

ხვალ 11:00 საათზე პარლამენტთან გომელაურის მოსმენის პარალელურად აქცია გაიმართება

ხვალ, 22 სექტემბერს, 11:00 საათზე პარლამენტის უკანა შესასვლელთან შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის მოსმენის...

2021 წელს თურნავა იყო ჩართული ბინძურ გარიგებებში ფარცხალაძესთან – ხოშტარია

"მინდა საზოგადოებას მივაწოდო ინფორმაცია ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, ნათია თურნავას ბინძურ, ანტისახელმწიფოებრივ კავშირებზე ოთარ ფარცხალაძესთან...

ისინი, ვინც ფარცხალაძესთან ტრანზაქციებს ახორციელებენ, „საკუთარ თავს სანქცირების რისკის ქვეშ აყენებენ“ – სახელმწიფო დეპარტამენტი

„ვწუხვართ საქართველოს ეროვნული ბანკის გადაწყვეტილების გამო. დაწესებულებები და ინდივიდუალური პირები, რომლებიც ახორციელებდნენ ტრანზაქციებს ფარცხალაძესთან...

5 ჰობი, რომელიც სიცოცხლის გახანგრძლივებაში დაგეხმარებათ

არსებობს ბევრი მარტივი ჰობი, რომელსაცსიცოცხლის გახანგრძლივება შეუძლია. კითხვითა და მუსიკის მოსმენით თქვენი ტვინის აქტიურობის  შენარჩუნებიდან  დაწყებული,  ყოველდღიურ აქტივობებამდე, როგორიცაა მებაღეობა ან გაჭიმვა. გთავაზობთ ექსპერტების...

სალმონელოზის შემთხვევების გამო დაგროვილ კითხვებს ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი პასუხობს

ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი სოციალურ ქსელში წერს სალმონელოზის შესახებ, რომელიც ნიკორა ტრეიდის პროდუქციაში აღმოჩნდა და 8 ადამიანის ინტოქსიკაცია გამოიწვია. “ნიკორასთან დაკავშირებული სალმონელოზის შემთხვევების გამო ბევრი შეკითხვაა...

გარდაიცვალა იტალიელი მომღერალი ტოტო კუტუნიო

80 წლის ასაკში გარდაიცვალა ცნობილი იტალიელი მომღერალი, ტოტო კუტუნიო. 2007 წლიდან ის სიმსივნეს ებრძოდა. ამ წელს მას პროსტატის კიბოს დიაგნოზი დაუსვეს. მოგვიანებით კი მარჯვენა თირკმელი...