გინეკოლოგის სექსუალური ძალადობის გამო აშშ–ს პრესტიჟული უნივერსიტეტი სტუდენტ ქალებს 1 მილიარდ დოლარიან კომპენსაციას გადაუხდის

სამხრეთ კალიფორნიის უნივერსიტეტი (USC) დათანხმდა 1 მილიარდზე მეტი დოლარი გადაუხადოს იმ ქალებს, რომლებიც სტუდენტური სამედიცინო ცენტრის ყოფილი გინეკოლოგის პაციენტები იყვნენ. პაციენტი ქალები მას სექსუალური ხასიათის დანაშაულში სდებენ ბრალს.

74 წლის ჯორჯ ტინდალი გინეკოლოგად სამხრეთ კალიფორნიის უნივერსიტეტში თითქმის 30 წელი მუშაობდან 2019 წელს ის დააპატიმრეს და ახლა სასამართლოს ელოდება 16 პაციენტი ქალის მიმართ სექსუალური ხასიათის ძალადობრივი ქმედებების ბრალდებით. ტინდალი ბრალდებებს უარყოფს და გამოთქვამს რწმენას, რომ სასამართლო სრულად გაამართლებს.

ტინდალის მხრიდან შეურაცხყოფის შესახებ 350–ზ მეტმა ქალმა განაცხადა, რომლებიც მასთან მიღებაზე იმყოფებოდნენ. თუმცა უნივერსიტეტის წინააღმდეგ სარჩელი გინეკოლოგის ქმედებების გამო 710–მა პაციენტმა შეიტანა.

ისინი სასწავლო დაწესებულების თანამშრომელს იმაში ადანაშაულებენ, რომ დიდი ხნის მანძილზე არ მიიღეს ზომები ექიმის წინააღმდეგ, მიუხედავად მრავალრიცხოვანი საჩივრებისა.

ხუთშაბათს სასამართლოს შეატყობინეს იმის შესახებ, რომ მხარეებმა შეთანხმებას მიაღწიეს: უნივერსიტეტი მოსარჩელეებს 853 მილიონ დოლარს გადაუხდის. 2018 წელს უნივერსიტეტი უკვე დათანხმდა გადაეხადა 2015 მილიონი დოლარი ჯგუფური სარჩელისთვის ათასი პაციენტის სახელით, რომლებიც ტინდალთან 1989–2016 წლებში იყვნენ მიღებაზე.

2018 წელს სტუდენტებისა და 200 – მდე პედაგოგის პეტიციის შემდეგ თანამდებობიდან გადაგა უნივერსიტეტის პრეზიდენტი მაქს ნიკიასი.

“ღრმად ვწუხვარ, რომ უნივერსიტეტის თანამეგობრობის წევრებს, რომლებსაც ძალიან ვაფასებთ, მოუწიათ ასეთი ღრმა ტკივილის გადატანა. ვაფასებთ მათ სითამამეს, ვინც გადაწყვიტა მომხდარის შესახებ მოეყოლა და იმედი გვაქვს, რომ ეს გადაწყვეტილება ქალების რამენაირ შვებას მაინც მოუტანს “– თქვა თავის განცხადებაში კეროლ ფოლტმა, რომელმაც პოსტზე ნიკიასი შეცვალა.

კომპენსაცია, რომელზეც  USC დათანხმდა აშშ–ს სასწავლო დაწესებულებების სასამართლო დავების ისტორიაში ყველაზე მსხვილი თანხაა. 2018 წელს მიჩიგანის შტატის უნივერსიტეტმა 500 მილიონი დოლარი გადაუხადა ლარი ნასარის, სპორტული ექიმის მსხვერპლთ, რომელიც კამპუსის ტერიტორიაზე მუშაობდა. ის 300 –ზე მეტი ტანმოვარჯიშის და სტუდენტის მიმართ სექსუალურ ძალადობაშია ბრალდებული და სამუდამო პატიმრობა აქვს მისჯილი.

მანამდე პენსილვანიის უნივერსიტეტმა 109 მილიონი დოლარი გადაუხადა მოსარჩელეებს, რომლებიც ფეხბურთის მწვრთნელის, ჯერი სანდასკის მხრიდან სექსუალურ შევიწროებაზე ჩიოდნენ.

სამხრეთ კალიფორნიის უნივერსიტეტი მსხვილი, პრესტიჟული უმაღლესი სასწავლებელია, რომელიც ლოს ანჯელესში მდებარეობს. ეს კერძო კვლევითი ინსტიტუტი, რომელშიც 46 ათასი სტუდენტი სწავლობს და რომელსაც 26 ათასზე მეტი თანამშრომელი ყავს, ქალაქში ერთ–ერთ ყველაზე მსხვილ დამსაქმებლად ითვლება. მისი წლიური ბიუჯეტი 5.3 მილიარდი დოლარია.

რაში ედება ბრალი ჯორჯ ტინდალს

2018 წელს  Los Angeles Times–მა გამოაქვეყნა სტატია, რომელშიც უნივერსიტეტის ყოფილი და იმდროინდელი თანამშრომლები გინეკოლოგიური მიღებების დროს  ექიმ ტინდალის მხრიდან ჩადენილ სექსუალური ხასიათის ქმედებებზე ყვებოდნენ.

ამის შემდეგ პოლიციას მიმართა ტინდალის რამდენიმე ასეულმა ყოფილმა პაციენტმა. თუმცა მხოლოდ 16 ქალის შემთხვევაში მოძებნეს სამართალდამცავებმა საკმარისი მტკიცებულებები, რათა ტინდალისთვის ბრალდებები წაეყენებინათ.

მას  სექსუალური ხასიათის 29 დანაშაულში სდებენ ბრალს, რომლებიც 2009–2016 წლებში ჩაიდინა.  პატიმრობის მაქსიმალურივადა ამ დანაშაულისთვის 53 წელია.

მრავალრიცხოვანი პაციენტი ქალების, ასევე კაბინეტში მომუშავე ექთნების თქმით, ტინდალი მიღების დროს უხამს კომენტარებს აკეთებდა, ასევე სამედიცინო აუცილებლობის გარეშე უღებდა ფოტოებს სასქესო ორგანოებს, დაუსრულებლად უფათურებდა ხელებს ქალებს სხეულზე “კიბოვანი ხალების მოსაძებნად“, თითებს უყოფდა სასქესო ორგანოებში, ზოგჯერ ხელთათმანების გარეშე გინეკოლოგიური დათვალიერების მომიზეზებით.

ტინდალმა უნივერსიტეტის კლინიკაში 27 წელი იმუშავა და ამ უნივერსიტეტის ერთადერთი გინეკოლოგი იყო, რომელიც სრულ განაკვეთზე მუშაობდა. მიუხედავად იმისა, რომ სტუდენტების და კოლეგების მხრიდან საჩივრები ჯერ კიდევ 1990–იანი წლების დასაწყისიდან არსებობდა, უნივერსიტეტის ხელმძღავნელობამ მხოლოდ 2016 წელს გადაწყვიტა ტინდალის მოხსნა თანამდებობიდან მორიგი შიდა მოკვლევის შემდეგ.

ტინდალის საქმემ აშშ–ში დიდი დისკუსია გამოიწვია გინეკოლოგიისა და პაციენტების ინტიმური გასინჯვის დროს ექიმების მუშაობის წესების შესახებ. ტინდალის მსხვერპლთა სიტყვები ადასტურებს, რომ ახალგაზრდა ქალები ყოველთვის ვერ აცნობიერებენ, ზუსტად რაში მდგომარეობს სამედიცინო პროცედურა და სად მთავრდება სამედიცინო დათვალიერების ფარგლები.

აშშ–ში პაციენტ ქალებს უფლება აქვთ მოითხოვონ, რომ გინეკოლოგთან ვიზიტს ქალი ექთანი ან სხვა სამედიცინო მუშაკი ესწრებოდეს. ტინდალის რამდენიმე პაციენტი აღნიშნავს, რომ ის უარს ეუბნებოდა ექთნის დასწრებაზე.

თუმცა, სხვა შემთხვევებში ექთნები მიღებებს ესწრებოდნენ და არაერთხელ შეატყობინეს უნივერსიტეტის ხელმძღვანელობას საკუთარი ეჭვების შესახებ ტინდალის მუშაობის მეთოდების შესახებ, ასევე მისი უხამსი კომენტარების თაობაზე. საბოლოოდ, სწორედ ექთანი ქალების ჩვენებებმა გამოიწვია 2016 წელს მისი სამსახურიდან გათავისუფლება.

“პირველი ქმარი მოძალადე იყო, მცემდა, გავრბოდი“…– ია ფარულავა საკუთარ ისტორიას ყვება

"ღამის კურიერის" ეთერში, რომელიც ქალთა მიმართ ძალადობას მიეძღვნა, თავისი ისტორია მსახიობმა და ტელეწამყვანმა ია...

აშშ–მ რუსეთს სანქციები დაუწესა

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, რუსეთს სანქციები დაუწესა. მიზეზი ამერიკის 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში სავარაუდო ჩარევა,...

ევროკავშირის საგარეო მინისტრები 19 აპრილს საქართველოს საკითხზე იმსჯელებენ

19 აპრილს ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოს საკითხზე იმსჯელებენ. ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებს საგარეო პოლიტიკისა...

ბოლქვაძე მაყაშვილზე: 10 წლის შემდეგ იძახის, რომ ძალადობა მოხდა,10 წელი სად იყო?

"10 წელი სად იყო?"- ასე ეხმიანება უმრავლესობის წევრი ელისო ბოლქვაძე ნინუცა მაყაშვილის ინტერვიუს, რომელშიც...

ბოლქვაძე: ადამიანები იქექებიან ნაგავში, მაგრამ პარიზშიც არის ეგ

ოცნების დეპუტატი ელისო ბოლქვაძე ამბობს, რომ უყურებს, საქართველოში როგორ იქექებიან ადამიანები ნაგავში, თუმცა ეს...

რიონის ხეობის მცველები ქუთაისის მერიამდე მსვლელობას აწყობენ

რიონის ხეობის მცველები სოფელი გუმათიდან ქუთაისის მერიამდე მსვლელობას მართავენ. აქციის ორგანიზატორები მთავრობის წარმომადგენლებთან შეხვედრას გამართავენ....

გამყრელიძე: სანთელი დავანთოთ და კვერცხი გავაგოროთ, არ გვინდა იქ ქეიფი და სმა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირამ გამყრელიძე საზოგადოებას მოუწოდებს, საფლავზე არ იქეიფონ. "აღდგომის შემდგომ, ბრწყინვალე...

ზელენსკი: დროა, უკრაინამ და საქართველომ MAP-ზე შემოთავაზება მიიღონ

ქუკრაინის პრეზიდენტის, ვლადიმერ ზელენსკის თქმით, დროა, უკრაინამ და საქართველომ MAP-ის მიღებისა და ევროკავშირში გაწევრიანების გეგმასთან...

სხვა სიახლეები

“დიდი გაჭირვებით გამოვართვით ის გოგო მაშინ ხელიდან!“– მსახიობ ბესო ზანგურს კიდევ ერთ ქალზე ძალადობაში ამხელენ

რუსთაველის თეატრის  მსახიობს, ბესო ზანგურს, ძალადობაში კიდევ ერთი ქალი ამხელს. რეჟისორი ელენე მაცხონაშვილი ფეისბუქზე წერს რომ წ ზანგურის ძალადობას თეატრალურ უნივერსიტეტში შეესწრო: “დიახ, ეს კაცი...

ჯანმრთელობა

“ეს უკიდურესად იშვიათი გართულებაა და რაოდენობრივად ახლოსაც ვერ მოვა კოვიდით გამოწვეულ თრომბოტულ რისკებთან” – ნანა გეგეჭკორი ასტრაზენეკას გვერდით მოვლენებზე

ამერიკაში მცხოვრები ქართველი ექიმი, ნანა გეგეჭკორი ფეისბუქით ეხმაურება ევროპის წამლის სააგენტოს უსაფრთხოების კომიტეტის ინფორმაციას იმის შესახებ, რომ  დადასტურდა უიშვიათესი კავშირები AstraZeneca-ს ვაქცინასა და თრომბის...

შოუ ბიზნესი

“პირველი ქმარი მოძალადე იყო, მცემდა, გავრბოდი“…– ია ფარულავა საკუთარ ისტორიას ყვება

"ღამის კურიერის" ეთერში, რომელიც ქალთა მიმართ ძალადობას მიეძღვნა, თავისი ისტორია მსახიობმა და ტელეწამყვანმა ია ფარულავამაც გაიხსენა. ია ფარულავას თქმით, მისი პირველი ქორწინება  ძალადობრივი შემთხვევებით...

ვიდეო