შაბათი, 23 ნოემბერი , 2024, 04:08

აშშ-ს შემდეგ, მოსკოვის საფონდო ბირჟა ბრიტანეთმაც დაასანქცირა

შეერთებული შტატების შემდეგ, მოსკოვის საფონდო ბირჟა, დიდმა ბრიტანეთმაც დაასანქცირა. სანქცირებულთა შორის არის მოსკოვისა და სანქტ-პეტერბურგის საფონდო ბირჟები და რუსეთის ერთ-ერთი უმსხვილესი სადაზღვეო კომპანია და სააქციო საზოგადოება Ингосстрах.

ჯამში, განახლებულ სიაში 7 ფიზიკური პირი და 35 კომპანიაა.

  • „ჩვენ ვაძლიერებთ ეკონომიკურ ზეწოლას სანქციების მეშვეობით, რათა შევზღუდოთ რუსეთის შესაძლებლობა, დააფინანსოს თავისი საომარი მანქანა“, – განაცხადა ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა რიში სუნაკმა.

ცნობისთვის 12 ივნისს, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა რუსეთის დახმარებისთვის 300-მეტი ფიზიკური და იურიდიული პირი დაასანქცირა. დეპარტამენტის განცხადებაში ნათქვამია, რომ სანქცირებული პრები და კომპანიები რუსეთს საშუალებას აძლევენ, გააგრძელოს საომარი მოქმედებები და აიცილოს სანქციები.  სანქციები დაუწესდათ, როგორც რუსეთში, ასევე მის საზღვრებს გარეთ, მათ შორის აზიაში, ახლო აღმოსავლეთში, ევროპაში, აფრიკაში, ცენტრალურ აზიასა და კარიბის ზღვის აუზში მყოფ პირებსა და კომპანიებს.

  • “რუსეთის ომის ეკონომიკა ღრმად არის იზოლირებული საერთაშორისო ფინანსური სისტემებისგან, რიდ გამოც კრემლის სამხედროებს სასოწარკვეთილად სურთ გარესამყაროსთან წვდომა… დღევანდელი ქმედებები ურტყამს მათ საერთაშორისო მასალებისა და აღჭურვილობის დარჩენილ მისაღებ გზებს, მათ შორის მესამე ქვეყნებიდან კრიტიკულ მარაგებზე მათი დამოკიდებულების ჩათვლით. ჩვენ ვზრდით რისკს ფინანსური ინსტიტუტებისთვის, რომლებიც ეხება რუსეთის საომარ ეკონომიკას და აღმოფხვრის აცილების გზებს და ვამცირებთ რუსეთის შესაძლებლობას ისარგებლოს უცხოური ტექნოლოგიების, აღჭურვილობის, პროგრამული უზრუნველყოფისა და IT სერვისებზე წვდომით. რუსეთი ყოველდღე აგრძელებს იპოთეკის დადებას თავისი მომავლისთვის, რათა გააგრძელოს თავისი უსამართლო ომი უკრაინის წინააღმდეგ,” – განაცხადა ხაზინის მდივანმა ჯანეტ ლ. იელენმა.

აშშ-ის მიერ მოსკოვის ბირჟის დასანქცირების შემდეგ რუბლი უპრეცედენტოდ გაუფასურებას განაგრძობს.