აშშ-ის სენატმა ერთხმად დაამტკიცა კანონპროექტი S.3522, რომელიც აღდგენს ლენდ-ლიზის პროგრამას, რაც საშუალებას აძლევს ჯო ბაიდენს ყოველგვარი საფინანსო და რაოდენობრივი ზედა ზღვარის გარეშე და ბიუროკრატიული საკითხების გვერდის ავლით უკრაინას მიაწოდოს მოთხოვნის შესაბამისად საჭირო შეიარაღება და საბრძოლო მასალა.
პირველად მსგავსი პროგრამა აშშ-მ გამოიყენა მეორე მსოფლიო ომში, ნაცისტური გერმანიის წინააღმდეგ.
სწორედმეორე მსოფლიო ომის დროს მიღებული ლენდ–ლიზი ითვლება გარდამტეხ მომენტად მაშტაბურ კონფიქტში, რადგან მან საშუალება მისცა ვაშინგტონს ოპერატიულად შეევსო მოკავშირეთა მარაგები რთული პროცედურების და წინააღმდეგობების გარეშე.
ამჯერადაც სენატის გადაწყვეტილება საშუალებას მისცემს აშშ–ს პრეზიდენტს უფრო ეფექტურად და სწრაფად გაგზავნოს შეიარაღება უკრაინაში.