CNN-ი აშშ-ს მაღალჩინოსანზე დაყრდნობით იუწყება, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ჰიროსიმაში დიდი შვიდეულის სამიტზე მსოფლიო ლიდერებთან განაცხადა, რომ აშშ მხარს დაუჭერს უკრაინელი მფრინავების გაწვრთნას F-16-ის ტიპის გამანადგურებლების მართვაში.
“ვინაიდან წვრთნები უახლოეს თვეებში ჩატარდება, მასში მონაწილე ქვეყნების კოალიცია გადაწყვეტს, რომელი ქვეყნები და როდის მიაწვდიან უკრაინას თვითმფრინავებს”. – აღნიშნავს მაღალჩინოსანი.