“აშშ შეშფოთებულია მელიას დაკავების გამო” – სახელმწიფო დეპარტამენტის ბრიფინგი საქართველოს თემით გაიხსნა

შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა დღევანდელი ბრიფინგი საქართველოზე საუბრით დაიწყო და ოპოზიციის ლიდერის, ნიკა მელიას დაკავების გამო ღრმა შეშფოთება გამოთქვა.

“დღეს საქართველოთი დავიწყებთ. შეერთებული შტატები ღრმად შეშფოთებულია ოპოზიციის ლიდერის ნიკა მელიას და სხვა ოპოზიციონერების დაკავების გამო”, – განაცხადა ნედ ფრაისმა.

ჟურნალისტის მხრიდან დაზუსტების შემდეგ, აქვს თუ არა სახელმწიფო დეპარტამენტს კიდე რამე სათქმელი საქართველოს შესახებ, უწყების სპიკერმა წინა კვირის განცხადება გაიხსენა და ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა:

“ღრმად შეშფოთებულები ვართ საქართველოში ბოლო დროის პოლიტიკური მოვლენებით. კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ყველა მხარეს თავშეკავებისკენ და ისეთი განცხადებებისა და ქმედებისგან თავის შეკავებისკენ, რომელმაც ვითარების ესკალაცია ან ძალადობა შეიძლება გამოიწვიოს.

მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, იმოქმედოს ევროატლანტიკური მისწრაფებების შესაბამისად და დაადასტუროს ერთგულება დემოკრატიული პრინციპების, ინდივიდუალური თავისუფლებისა და კანონის უზენაესობის მიმართ, პოლიტიკური მიკერძოებისგან თავისუფალი მართლმსაჯულების სისტემის უზრუნველყოფით”.

სახელმწიფო დეპარტამენტის გარდა, ნიკა მელიას დაკავების გამო შეშფოთება გამოხატეს და ხელისუფლებას დიალოგისკენ მოუწოდეს, ევროპარლამენტარებმა, ადგილობრივმა საელჩოებმა, მოქმედმა და ყოფილმა დიპლომატებმა და საერთაშორისო პარტნიორებმა.

ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე ნიკა მელია სამართალდამცველებმა ენმ-ის ოფისში ძალადობრივი შეჭრის შემდეგ 23 თებერვალს დააკავეს. მთავრობის კანცელარიასთან გამართული საპროტესტო აქციის შემდეგ, ოპოზიციის ლიდერებმა 26 თებერვალს აქცია-მსვლელობა დააანონსეს, რომელზეც მელიას გათავისუფლებას და ვადამდელი არჩევნების დანიშვნას მოითხოვენ.

გურამ კაშია თბილისის ლოკომოტივში ითამაშებს

საქართველოს ეროვნული ნაკრების ვიცე-კაპიტანი გურამ კაშია თბილისის ლოკომოტივის ფეხბურთელი გახდა. მან ლოკომოტივთან 1-წლიანი კონტრაქტი...

აშშ-მ და ევროკავშირმა ერთად უნდა დაუჭირონ მხარი დიალოგს – კარპენტერი

აშშ–ს პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ცენტრის დირექტორი და მისი ყოფილი მრჩეველი მაიკლ კარპენტერი ხელისუფლებისა და...

მოვიდა დრო ვაშინგტონი დაბრუნდეს საქართველოში – პავილიონისი

"მოვიდა დრო ვაშინგტონი დაბრუნდეს საქართველოში" -ამის შესახებ, ლიეტუვას საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ჟიგიმანტის პავილიონისმა...

ვის უნდა ვუჩივლოთ? ოღონდ რამე მოგვცენ..- პაატა იმნაძე Covax-ზე

"ვის უნდა ვუჩივლოთ? ოღონდ რამე მოგვცენ.."-  ასე ეხმაურება დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე, პაატა...

თუ ღარიბაშვილი ბრიუსელში არაფერს იტყვის 6 პუნქტზე, საქართველოს ვკარგავთ – პავილიონისი

ლიეტუვის სეიმის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, ჟიგიმანტას პავილიონისი აცხადებს, რომ დროა, ვაშინგტონმა გამოიღვიძოს და საქართველოში მიმდინარე პროცესებში...

ციხიდან ივანიშვილის მმართველობის პატიმრის, ნიკა მელიას სიტყვები მივიღე – პავილიონისი

ლიეტუვის სეიმის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, ჟიგიმანტას პავილიონისი აცხადებს, რომ ციხიდან "ივანიშვილის მმართველობის პატიმრის", ნიკა მელიას სიტყვები...

ჩვენ გვაქვს COVID-19-ის 300 შემთხვევა, ისრაელს 4-5 ათასი, უკეთესად ვმუშაობთ – ცერცვაძე

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიც ცერცვაძე ამტკიცებს, რომ საქართველოს ჯანდაცვის სისტემა უკეთესად მუშაობს, ვიდრე ისრაელის,...

ვაქცინაციის გარეშე შეზღუდვების მოხსნა გრძელვადიანი ვერ იქნება – ცერცვაძე

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძე ამბობს, რომ გერმანია მესამე, ამერიკა კი კორონავირუსის მე–4 ტალღის...

სხვა სიახლეები

ოქროს მდინარეები – NASA-მ პერუში ოქროს მოპოვების ამსახველი ფოტოები გაავრცელა

NASA-მ პერუში ოქროს მოპოვების ამსახველი ფოტოები გაავრცელა. ფოტოებზე პერუს ტროპიკული ტყეებია ასახული, სადაც "ოქროს მდინარეები ჩანს"- ორმოები, რომლებიც ოქროს არალიცენზირებულმა მომპოვებლებმა გათხარეს.ამის შესახებ ინფორმაციას...

ჯანმრთელობა

„კოვაქს პლატფორმა“ განმარტავს, რატომ ვერ მიიღო საქართველომ ამ დრომდე „ფაიზერის“ ვაქცინა

„კოვაქს პლატფორმა“ განმარტავს, რატომ ვერ მიიღო საქართველომ „ფაიზერის“ ვაქცინა თებერვალში. შესაბამისი შეკითხვით „კოვაქს პლატფორმას“ „ინტერპრესნიუსმა“ მიმართა. როგორც სააგენტოს განუცხადეს, თებერვალში ვაქცინა იმ ქვეყნებში გაიგზავნა, რომლებმაც...

შოუ ბიზნესი

ჟერარ დეპარდიეს წინააღმდეგ გაუპატიურების ბრალდებით საქმე აღიძრა

საფრანგეთის პროკურატურამ კვლავ დაიწყო გამოძიება მსახიობ ჟერარ დეპარდიეს წინააღმდეგ ახალგაზრდა მსახიობის გაუპატიურების ბრალდებით. საქმე ეხება 2018 წელს დეპარდიეს პარიზის სახლში მომხდარ ამბავს. სავარუდო მსხვერპლის...

ვიდეო