“აშშ-ში გაემგზავრა შვილთან ერთად, რომელსაც პენსილვანიის უნივერსიტეტში სასწავლო წელი ეწყებოდა“–მთავრობის პიარი ღარიბაშვილზე

საქართველოს მთავრობის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის უფროსი, ნინო გიორგობიანი ადასტურებს, რომ პრემიერი აგვისტოს თვეში აშშ–ში იმყოფებოდა, სადაც შვილთან ერთად გაემგზავრა. ღარიბაშვილის შვილი პენსილვანიის უნივერსიტეტში იწყებს სწავლას, და როგორც ირკვევა, მამამ გადაწყვიტა “შვილისთვის მნიშვნელოვან დროს მის გვერდით ყოფილიყო. აშშ–ში ის ჩარტერული რეისით გაემგზავრა, თუმცა როგორც გიორგობიანი ამბობს, ეს ფული ბიუჯეტიდან არ დახარჯულა:

“კონკრეტული მედიასაშუალებები ცდილობენ სკანდალის აგორებას იმასთან დაკავშირებით, რომ აგვისტოს თვეში პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აშშ-ში გაემგზავრა საკუთარ შვილთან ერთად, რომელსაც პენსილვანიის უნივერსიტეტში სასწავლო წელი ეწყებოდა. ახალ სკანდალს ეძებენ, თუმცა ისევე როგორც სხვა შემთხვევებში, აქაც სკანდალური არაფერია. ყველა ადამიანს აქვს სურვილი და უფლებაც მისი შვილისთვის ასეთ მნიშვნელოვან დროს მის გვერდით იყოს. მით უმეტეს არც კანონი დარღვეულა და არც სახელმწიფო ხარჯები გაწეულა.

მიმდინარე წლის აგვისტოს თვეში პრემიერ-მინისტრი კერძო ვიზიტით აშშ-ში იმყოფებოდა და მისი მგზავრობის, ასევე ჩარტერული (კომერციული) რეისის თუ ნებისმიერი სხვა ხარჯი სახელმწიფო ბიუჯეტიდან არ გაწეულა.

პრემიერ-მინისტრი ყოველწლიურად ავსებს ქონებრივ დეკლარაციას, სადაც ასახულია ყველა გაწეული ხარჯი, შესაბამისად, დაელოდეთ შემდეგი დეკლარაციის გამოქვეყნებას.“– დაწერა ნინო გიორგობიანმა ფეისბუქზე.

ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ღარიბაშვილი აშშ–ში იმყოფებოდა მედიაში გავრცელდა ნიუ–იორკში, მანჰეტენზე გადაღებულ მის ფოტოსთან ერთად. დღემდე პრემიერს და მის პრესსამსახურს ამ საკითხზე კომენტარი არ გაუკეთებიათ.

ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ღარიბაშვილის შვილმა აშშ–ში და მსოფლიოში ერთ–ერთ საუკეთესო და ძვირადღირებულ უნივერსიტეტში ჩააბარა, რამდენიმე თვის წინ გავრცელდა. ღარიბაშვილის მეუღლემ ფეისბუქზე დაწერა, რომ მისი შვილი ამ უნივერსიტეტში ჩაირიცხა.

პენსილვანიის უნივერსიტეტი ბენჯამინ ფრანკლინის დაარსებული და მისი იდეების ერთგული დაწესებულებაა. ამ საკითხზე ყურადღება იმის გამო გამახვილდა, რომ ღარიბაშვილი მარტის აქციების შემდეგ არაერთხელ დაესხა თავს  საქართველოში მოქმედ ფრანკლინის კლუბს და იმ ახალგაზრდებს, ვინც ამ კლუბში სასწავლო კურსი გაიარა. ღარიბაშვილმა მათ “ანარქისტული მოძრაობა” უწოდა.

“ფრანკლინის კლუბი” – საერთოდ რა კავშირი აქვს ფრანკლინს საქართველოსთან, აქედან დავიწყოთ? მეორე მთავარი, რაც “ფრანკლინის კლუბში” მიმდინარეობს, ეს არის ჩვეულებრივი, სპეცსამსახურების მიერ შედგენილი გეგმა, პროგრამა. მიდის ახალგაზრდების, მოსწავლეების, სტუდენტების, რომ იტყვიან, ტვინის გამორეცხვა”, – თქვა პრემიერმა პარლამენტში, სადაც ინტერპელაციის ფორმატში იმყოფებოდა.

ღარიბაშვილი ოპონენტებმა ფარისევლობაში დაადანაშაულეს. გარდა ამისა, კითხვებს იწვევს დაფინანსების საკითხი. პენსილვანიის უნივერსიტეტში ბაკალავრიატის ერთი წელი სწავლის გადასახადისა და სხვა ხარჯების ჩათვლით მინიმუმ 89 000 დოლარი ჯდება. პრემიერის წლიური ხელფასი კი ამ თანხის მესამედიც არ არის. ჯერჯერობით უცნობია, როგორ ფარავს ღარიბაშვილი შვილის სწავლის საფასურს, ან თუნდაც აშშ–ში კერძო ჩარტერული რეისის ღირებულებას.

ხვალ 11:00 საათზე პარლამენტთან გომელაურის მოსმენის პარალელურად აქცია გაიმართება

ხვალ, 22 სექტემბერს, 11:00 საათზე პარლამენტის უკანა შესასვლელთან შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის მოსმენის...

2021 წელს თურნავა იყო ჩართული ბინძურ გარიგებებში ფარცხალაძესთან – ხოშტარია

"მინდა საზოგადოებას მივაწოდო ინფორმაცია ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, ნათია თურნავას ბინძურ, ანტისახელმწიფოებრივ კავშირებზე ოთარ ფარცხალაძესთან...

ისინი, ვინც ფარცხალაძესთან ტრანზაქციებს ახორციელებენ, „საკუთარ თავს სანქცირების რისკის ქვეშ აყენებენ“ – სახელმწიფო დეპარტამენტი

„ვწუხვართ საქართველოს ეროვნული ბანკის გადაწყვეტილების გამო. დაწესებულებები და ინდივიდუალური პირები, რომლებიც ახორციელებდნენ ტრანზაქციებს ფარცხალაძესთან...

30 000-ზე მეტ სტუდენტს დავალიანება სრულად გაუნულდება – ამილახვარი

„საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, 15 სექტემბერს გამართულ მთავრობის სხდომაზე გამოაცხადა გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც ფინანსური...

“ფამფალა”, “ტონი”, “როკო” – შსს-მ ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 13 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, თბილისში, ბათუმში, ლანჩხუთსა და ცაგერში "ქურდულ სამყაროსთან" კავშირში მყოფი 13 პირი...

ამ ეტაპზე, Freeuni-სა და Agruni-ს სტუდენტებს დავალიანება ვერ გაუნულდებათ – ამილახვარი

"ირაკლი ღარბაშვილმა 15 სექტემბერს გამოაცხადა გადაწყვეტილება, რომლის მიხედვით, ფინანსური დავალიანების გამო სტატუსშეჩერებულ სტუდენტებს დავალიანება...

პრეზიდენტთან დაიბარეს სებ-ის კანდიდატები, სთხოვეს უარის დაწერა – კობახიძე

"კიდევ ერთხელ მოხდა ალიანსის ლუსტრაცია, რაც არის სალომე ზურაბიშვილსა და რადიკალურ ოპოზიციას შორის. მეტიც,...

ეროვნული ბანკი გასუფთავდა, ზოგი ჭირი მარგებელია – კობახიძე

"ეროვნული ბანკი გასუფთავდა. იდეალური სურათი მიიღო სახელმწიფომ ამ ყველაფრიდან. ზოგი ჭირი მარგებელია - არის...

5 ჰობი, რომელიც სიცოცხლის გახანგრძლივებაში დაგეხმარებათ

არსებობს ბევრი მარტივი ჰობი, რომელსაცსიცოცხლის გახანგრძლივება შეუძლია. კითხვითა და მუსიკის მოსმენით თქვენი ტვინის აქტიურობის  შენარჩუნებიდან  დაწყებული,  ყოველდღიურ აქტივობებამდე, როგორიცაა მებაღეობა ან გაჭიმვა. გთავაზობთ ექსპერტების...

სალმონელოზის შემთხვევების გამო დაგროვილ კითხვებს ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი პასუხობს

ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი სოციალურ ქსელში წერს სალმონელოზის შესახებ, რომელიც ნიკორა ტრეიდის პროდუქციაში აღმოჩნდა და 8 ადამიანის ინტოქსიკაცია გამოიწვია. “ნიკორასთან დაკავშირებული სალმონელოზის შემთხვევების გამო ბევრი შეკითხვაა...

გარდაიცვალა იტალიელი მომღერალი ტოტო კუტუნიო

80 წლის ასაკში გარდაიცვალა ცნობილი იტალიელი მომღერალი, ტოტო კუტუნიო. 2007 წლიდან ის სიმსივნეს ებრძოდა. ამ წელს მას პროსტატის კიბოს დიაგნოზი დაუსვეს. მოგვიანებით კი მარჯვენა თირკმელი...