აჭარაში კორონავირუსით კიდევ ერთი, 57 წლის ექიმი გარდაიცვალა

დღეს კორონავირუსისგან აჭარაში კიდევ ერთი ექიმი, 57 წლის მადონა ტაკიძე გარდაიცვალა.

ის ქობულეთის ერთ-ერთ კლინიკაში მუშაობდა, თუმცა მკურნალობას ბათუმშიკლინიკა „ბაუში“ გადიოდა.

კლინიკის ინფორმაციით, მადონა ტაკიძე 17 ოქტომბერს შევიდა კლინიკაში და მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა. მათივე ცნობით, ექიმს რაიმე თანმხლები დაავადება არ ჰქონია.

აჭარაში კორონავირუსმა ამ დრომდე 5 ექიმი და 1 ექთანი იმსხვერპლა.