აჭარაში მოხუცთა სახლის და გერიატრიული თავშესაფრის კორონავირუსით ინფიცირებული 28 ბენეფიციარი გამოჯანმრთელდა. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, გამოჯანმრთელებულთა შორის 11 სათნოების სახლის, ხოლო 17 გერატრიული თავშესაფრის მცხოვრებია.
სამინისტროს ცნობით, ბოლო 24 საათში აჭარაში სულ 250 პაციენტი გამოჯანმრთელდა.
მათივე ინფორმაციით, აჭარაში მკურნალობას გადის 512 პაციენტი, მათგან 12 არასრულწლოვანია და 21 ორსული. რეანიმაციაში მოთავსებულია 39 პაციენტი. ბინაზე მკურნალობს 800-ზე მეტი პირი და ისინი ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებიან.
დღეს აჭარაში კორონავირუსის 190 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 3 ადამიანი