ახალი არჩევნები, არსებული პარლამენტის და მთავრობის შენარჩუნება – პრეზიდენტმა პოლიტიკური კრიზისიდან გამოსვლის გეგმა წარადგინა

პრეზიდენტი საზოგადოებას, საერთაშორისო პარტნიორებს და პოლიტიკურ ლიდერებს არსებული კრიზისიდან გამოსვლის გეგმას სთავაზობს.

“მაგრამ ეს ვადა დამოკიდებულია შემდეგი საკითხების გადაწყვეტაზე. ერთია, საერთაშორისო გამოძიება… საერთაშორისო მხარდაჭერით უნდა შევძლოთ ახალი საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტება, საარჩევნო კოდექსის ცვლილება ეუთო-ოდირის მოთხივნებით და დამატებით უცხოეთში უბნების გახსნის პროცედურების გამართვით და საარჩევნო დავების სპეციალური სასამართლოს შექმნით.

ასევე, უნდა გაგრძელდეს 26 ოქტომბრამდე არსებული პოლიტიკური მოცემულობა – რამდენადაც არ შედგა არჩევნები, არაფერი ახალი არ შეიძლება შედგეს – არც პარლამენტი, არც მთავრობა, არც პრეზიდენტის არჩევნები” – თქვა პრეზიდენტმა და იქვე აღნიშნა, რომ საზოგადოებამ უნდა გააგრძელოს შეუგუებლობა და პროტესტი.

ამასთან, სალომე ზურაბიშვილმა ქართულ ოცნებას მოუწოდა, დაფიქრდეს კარგად. მისი აზრით, არ შეიძლება ახალი პარლამენტის შეკრება მაშინ, როცა არ მოგყვება “არც შენი ქვეყანა და არც შენი მთავარი პარტნიორები”.-განაცხადა ზურაბიშვილმა.