საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, ახალი კომპანიები, რომლებიც მოღვაწეობას ახლა დაიწყებენ, სახელმწიფოსგან სესხის 90%-ის გარანტიას მიიღებენ.
მისივე თქმით, იმ კომპანიებს, რომლებსაც სესხი უკვე აღებული აქვს, სახელმწიფოს 30%-იანი გარანტია ექნებათ.
“დღეს გამოტანილი გვაქვს რამდენიმე საკითხი. პირველ რიგში ეს ეხება საკრედიტო საგარანტიო სქემის მექანიზმის შეცვლას, საკანონმდებლო ცვლილებას. ეს გახლავთ ერთ-ერთი ჩვენი ღონისძიება, რომლითაც ვეხმარებით ადგილობრივ კომპანიებს. აქ ძირითადი შინაარსობრივი კომპონენტი მდგომარეობს იმაში, რომ სახელმწიფო იმ კომპანიებს, რომლებიც ახლა იწყებენ მოღვაწეობას, მხარში დაუდგება სესხის, 90%-ის გარანტიით. ხოლო იმ კომპანიებს, რომლებსაც უკვე აღებული აქვთ სესხი არსებულ პროექტებზე, მათ სახელმწიფო მხარში დაუდგება 30%-ის გარანტიით. ეს არის ამ კომპანიების მდგრადობის შესაძლებლობა”, – განაცხადა გიორგი გახარიამ.