ახლანდელი ლეტალობის მაჩვენებელი გამოძახილია ადრე დაწყებული დაავადების რაოდენობის მატებასთან – ეზუგბაია

ახლანდელი ლეტალობის მაჩვენებელი გამოძახილია ადრე დაწყებული დაავადების რაოდენობის მატებასთან – ამის შესახებ, ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ ჟურნალისტებთან ისაუბრა.

“თუ მომავალში გვექნება ინფიცირების რაოდენობის შემცირება დინამიური კლებით ან თუ შევინარჩუნებთ ამ მაჩვენებელს და ნელ-ნელა მოიკლებს, ამას მოყვება ლეტალობის მაჩვენებლის შემცირებაც. ახლანდელი ლეტალობის მაჩვენებელი არ არის დამოკიდებული არასწორად მართულ პაციენტებზე, ეს გამოძახილია ადრე დაწყებული დაავადების რაოდენობის მატებასთან. ეს კორელაციაშია. რაოდენობის კლებას ჯერ ვერ წაყვება ლეტალობის შემცირება, ეს მოყვება ორი სამი კვირის შემდეგ”, – თქვა ეზუგბაიამ.

დღეს, საქართველოშიკორონავირუსით 86 ადამიანი გარდაიცვალა, დადასტურდა 3034 ახალი შემთხვევა.