ახლა ბრძოლა მიდის ხელისუფლების ხელში ჩასაგდებად – იაგო ხვიჩია

“ახლა ბრძოლა მიდის ხელისუფლების ხელში ჩასაგდებად”- ამის შესახებ, პარტია “გირჩის” წევრი იაგო ხვიჩია “დღის კურიერის” ეთერში აცხადებს. მისი თქმით,  ახლა ქვეყანაში ბრძოლა ხელისუფლების ხელში ჩასაგდებად მიდის.

სამართლებლივი მექანიზმი სულ არსებობდა იმისთვის, რომ ნიკა მელიას საქმე აქამდე არ მისულიყო. უბრალოდ, საქმე იმაშია, რომ ხელისუფლებამ პირიქითა სამართლებლივი მექანიზმი გამოიყენა. მას უნდა, რომ “ნაციონალური მოძრაობა” გაანადგუროს ნიკა მელიას დაჭერით და სინამდვილეში, ამით აძლიერებს გუნდს და თამაშობს მიხეილ სააკაშვილის თამაშს.

ახლა ბრძოლა მიდის ხელისუფლების ხელში ჩასაგდებად ყოველგვარი იდეის გარეშე, ამას ხედავენ ჩვენი პარტნიორები, მათ ძალიან ზუსტად იციან, რომ ამ ქვეყანაში არ არსებობს იდეა, რის გამოც იბრძვიან აქ, იბრძვიან ტახტის ხელში ჩასაგდებად”- განაცხადა იაგო ხვიჩიამ.