ახმაჯის ბაზის მიმდებარედ ოკუპანტების მიერ დანაღმული ტერიტორიები აღმოვაჩინეთ – აცხადებს ანტისაოკუპაციო მოძრაობის ლიდერი დავით ქაცარავა.
“ჩვენ ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში აღმოვაჩინეთ ახმაჯის ბაზის მიმდებარედ ოკუპანტების მიერ დანაღმული ტერიტორიები, რომლებიც უახლოვდება ჩვენს კონტროლირებად ტერიტორიას.ოკუპანტები აქტიურობენ, არ ჩერდებიან და დიდი ალბათობით ემზადებიან ახალი ტერიტორიების მისატაცებლად. აშკარად მომატებულია გატაცებების რაოდენობა და ეს ყველაფერი ხდება მაშინ, როცა ქართული ოცნება აშკარა კოლაბორაციაშია საქართველოს მთავარ მტერთან რუსეთთან. მოთმენის პოლიტიკა სინამდვილეში კვლავ სრული ფიასკოა”, – თქვა დავით ქაცარავამ.